x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
არც გაბედოთ გინება და შემოპასუხება, თორე თქვენზე ნაკლები ქიზიყელის დედაც

image
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნუგზარ სულა სულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ქიზიყელი ინდოელები
ნათესავი მყავს წნორში. ნარიმანიშვილი ანზორი...
მიწის პრივატიზაცია რომ დაიწყო 4 ჰექტარი დაიკანონა.
ალაზნის სარწყავი არხი ცხვირწინ გადიოდა და ჩხირი რომ ჩაერჭო, ერთ კვირაში ფესვს იკეთებდა.
რამდენიმე წელში ეს ადგილები გაუვალ ჯაგნარად იქცა...
მათ ბედზე გამოჩდნენ ინდოელები და ამაყმა ქიზიყელებმა "ამოისუნთქეს". ქალებს მზითევი არ მოაკლეს და ვაჟებს მერსედესი...
მალე საკარმიდამო ნაკვეთებსაც დაადგეს თვალი და მამა-პაპის ნასახლარიც დაახურდავეს...
ინდოელებმა ტექნიკა შეიძინეს. რამდენიმე წელში, სატურეებად ქცეული ძეძვი ამოძირკვეს და კულტურული მცენარეები გაახარეს...
დღეს ავთვალს არ ენახება მათი ბაღ-ვენახები, თუმცა ავადმყოფ ქვეყანაში ავთვალს რა დალევს და აიჯაგრნენ უბატონო ქიზიყელები "საკუთარ სამშობლოში, ინდოელების მოჯამაგირეობა რა საკადრისიაო"... ჰოდა მიადგნენ მთავრობას წარბ აწეულნი. ვინ მოგცათ უფლება ქართულ მიწებს რომ ყიდით და ამ გადამთიელებს თავზე გვასვამთო?!
ჰაჯა-მარჯას სამოთხის ბაღს ბოღმით გახედეს და "ჩამომთესლები" მოუკითხეს ჯიგრულად...
ჰაჯა-მარჯამ ხელისუფლებას მიმართა, მავიწროებენო... ბოლოს მიხვდა რომ ხელისუფლებას ხელები დაბანილი ჰქონდა და ჰაჯა მარჯამაც გააჯვა საქართველოდან...
დღეს მარჯას მსგავსად კიდევ ბევრ ინდოელს მოუწევს გუდანაბადის აკრეფა...
ალაზანის ველი კი ისევ ჯაგნარად გადაიქცევა, მანამდე სანამ სხვა გადამთიელი გამოჩნდება, რომელსაც ისევ მიჰყიდიან საკუთარ მამულებს უბატონო ქიზიყელები და ასე, წართმევიდან გაყიდვამდე, გაყიდვიდან წართმევამდე იარსებებენ ბოლო ჟამის გაბრწყინებამდე.
პ.ს. არც გაბედოთ გინება და შემოპასუხება, თორე თქვენზე ნაკლები ქიზიყელის დედაც!!!"image
3
867
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
867
  
2020, 26 ივლისი, 9:14
ავადმყოფ ქვეყანაში (საფრანგეთში) თქვენ ცხოვრობთ, სულა ბატონო და ნუ გგონიათ, სკაბრეზი მამაკაცურობას უსვამს ხაზს, უბრალოდ, უზრდელობაა ასეთი სიტყვების საჯაროდ თქმა და წერა... ქართულ მიწაზე თუ გული შეგტკივათ, ჩამობრძანდით და დაამუშავეთ, თორემ კლავიატურის ლომებით (ჩემი ჩათვლით) აივსო ქვეყანა)))
2020, 25 ივლისი, 22:17
100% ხარ ჯიგარო
0 1 3