x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თუ სურვილია, საბაბიც მოიძებნება...   3 ყველაზე უაზრო ომი კაცობრიობის ისტორიაში

ნებისმიერი ომის დაწყების საფუძველს, ყოველთვის სერიოზული მიზეზი წარმოადგენს: მაგ., მხარეებს შორის, წლების მანძილზე, გაუგებრობა და ტერიტორიული პრეტენზიები, ხელისუფლების შენარჩუნების სურვილი და ეკონომიკური არასტაბილურობა. მაგრამ, საბაბი, შეიძლება, ყოვლად უაზრო იყოს. მაგ., კარტოფილის ნათესებში შესული მეზობლის ღორი ან მოპარული ხის სათლი...


image

imageაქ კონფლიქტის დაწყების, ყველაზე იდიოტურ, 3 მიზეზს წარმოგიდგენთ, რომელმაც ომი ტრაგიკომედიად აქცია:


ხის სათლის გამო დაღუპული 2000 კაცი


ომის დაწყების ეს მიზეზი, ერთმნიშვნელოვნად, პირველ ადვილს იმსახურებს, ომის გაჩაღების იდიოტურ მიზეზებს შორის. საომარი დაპირისპირების დროს, ათასობით ადამიანი დაიღუპა... და ეს ყველაფერი, ერთი ჩვეულებრივი მუხის სათლის გამო მოხდა:

XIV საუკუნეში, იტალიის ორო მეზობელი ქალაქი-სახელმწიფო, — ბოლონია და მოდენა, იმის გამო, რომ მხარს სხვადასხვა პარტიას უჭერდნენ (ბოლონია - გველფებს, მოდენა - მათ მოსისხლე მტრებს - გებელინებს), წლების მანძილზე, კონფლიქტის ზღვარზე ცხოვრობდა. ხოლო, ქალაქებს შორის მანძილი, დაახლოებით, 50 კმ. იყო. რაც იმას ნიშნავდა, რომ მტრის არმიას, ნებისმიერ მომენტში, შეეძლო ქალაქზე თავდასხმა და ომის დაწყებ...

ქალქებს შორის კონფლიქტის დაწყების საბაბი კი, დაქირავებული მეომარი გახდა, რომელიც ბოლონის არმიაში მსახურობდა. ხოლო, შემდეგ, მედინაში გაიქცა... დეზერტირმა ხელს თან, ჭის ხის სათლი გააყოლა. ბოლონის ხელისუფლებამ სათლის დაბრუნება მოითხოვა, რადგან ის მუნიციპალური, — ე.ი. საერთო სახალხო საკუთრება იყო.

ქალაქებს შორის, სიტყვიერი შეთანხმება ვერ მოხერხდა და საქმეში ზარბაზნები «ჩაერთნენ». გადამწყვეტ ბრძოლაში 2000-მდე ჯარისკაცი დაიღუპა. ომში მოდენამ გაიმარჯვა და სათლიც მას დარჩა. ამ ომში მინი-სახელმწიფოს სხვა მოგება არ უნახავს. ხოლო, ის სათლი ახლაც ქალაქის მუზეუმში ინახება.


ომი ნამცხვრების «შებილწვისთვის»


ამჟამად არსებული სტერეოტიპის თანახმად, მექსიკელებს ცხარე კერძები უყვართ... და იგივე სტერეოტიპებით თუ ვიმსჯელებთ, XIX საუკუნეში, მათ ტკბილეული საერთოდ არ უნდა ყვარებოდათ, უფრო მეტიც — ალბათ, საერთოდაც, სძულდათ. ყოველ შემთხვევაში, 1828 წელს, ქუჩაში ერთ-ერთი არეულობის დროს, მექსიკელმა ოფიცრებმა, რატომღაც, საფრანგეთის ქვეშევრდომის, ფრანგი კონდიტრის მაღაზია გაანადგურეს: ნამცხვრები და ტორტები ძირს დაყარეს და ფეხით გასრისეს, ხოლო ავეჯი და ჭურჭელი დაუმტვრიეს. მაღაზიის მფლობელმა კონპენსაცია მოითხოვა და როდესაც სამართალის აღსრულებას ვერ მიაღწია, ხმა თავისი ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებას, საფრანგეთის მეფეს ლუი-ფილიპ I მიაწვდინა. ამ უკანასკნელმა კი, უბრალო კონდიტერის უბედურება «გულთან ახლოს მიიტანა» და მექსიკის ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა: მექსიკას დაზარალებული მხარისთვის 60 ათასი პესო უნდა გადაეხადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაძაბვით იმუქრებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ მომენტისთვიე, ეს თანხა წარმოუდგენლად დიდი იყო.

ხოლო იმისთვის, რომ მექსიკის ხელისუფლებას განზრახვის სერიოზულობა გაეცნობიერებინა, მეფემ მექსიკისგან, წლების მანძილზე დაგროვილი სახელმწიფო ვალის სრულად გადახდაც მოითხოვა. მექსიკამ მუქარას ყურადღება არ მიაქცია და ლუი-ფილიპმა, ურჩ სახელმწიფოს, ფაქტიურად, ომი გამოუცხადა: მისმა ფლოტმა პორტი ვერაკრუსი ალყაში მოაქცია და სან-ხუან-დე-ულუას ციხე-სიმაგრის დაბომბვა დაიწყო.

საპასუხოდ, მექსიკის ხელისუფლებამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ტეხასის მხარდაჭერის მოპოვებას შეეცადა, რომელიც იმ დროს, დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. თუმცა, მალე მიხვდა, რომ საფრანგეთთან ვერაფერს გახდებოდა — ვალიც გადაიხადა და დაზარალებულ კონდიტერს კონპენსაციის თანხაც მისცა.


ღორის გამო დაწყებული კონფლიქტი


ამერიკულ-ბრიტანული კონფლიქტის მიზეზი, რომელიც კინაღამ ნამდვილ ომში გადაიზარდა, ღორი იყო, რომელიც კარტოფილის ნათესებიან ბაღში შევიდა.

1846 წ. 15 ივნისს ბრიტანეთს (+ირლანდია) და აშშ-ს შორის ორეგონის ხელშეკრულება დაიდო, რომელიც წყნარი ოკეანის სანაპიროსთან, სახელმწიფოთა შორის საზღვრებს განსაზღვრავდა (ამჟამად, ეს საზღვარი, აშშ-ს და კანადას შორის გადის. რედ.). ამ დოკუმენტს სახელმწიფოთა შორის გაუგებრობა და ტერიტორიული კონფლიქტები უნდა აეცილებინა თავიდან. მაგრამ, ყველაფერი პირიქით მოხდა:

იმის გამო, რომ რეგიონის რუკები ზუსტი არ იყო, ორივე სახელმწიფომ სან-ხუანის კუნძულები საკუთარ ტერიტორიად მიიჩნია. შედეგად, მასზე დასახლება, როგორც ბრიტანელმა, ისე ამერიკელმა კოლონიზატორებმა დაიწყეს და ორივე მხარე, ერთმანეთს არალეგალურ იმიგრანტებად მიიჩნევდა.

1859 წელს 15 ივნისს, ორიგონის ხელშეკრულების გაფორმებიდან ზუსტად 13 წლის თავზე, ეს ყოველივე, ისტორიაში, ყველაზე სულელურ კონფლიქტში გადაიზარდა:

იმ დღეს, ამერიკელმა ფერმერმა ლიმან ქეთლერმა, თავის საკარმიდამო ნაკვეთზე, კარგად ჩასუქებული შავი ღორი დაინახა, რომელსაც დინგი მიწაში ჰქონდა ჩარგული და იქიდან ამოყრილი კარტოფილს ჭამდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის ამას პირველად არ აკეთებდა. თავიდან ფერმერი «დაუპატიჟებელ სტუმარს» ბაღიდან აგდებდა, ბოლოს კი, ვეღარ მოითმინა, სახლში შევიდა, თოფი გამოიტანა და ღორი მოკლა.

აღმოჩნდა, რომ ის, ადგილობრივ ირლანდიელს, ჩარლზ გრიფინს ეკუთვნოდა და პრობლემას ის წარმოადგენდა, რომ ფერმერები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. ხოლო, როდესაც სოფლის რიგითი კონფლიქტი სკანდალში გადაიზარდა, ორივე მამაკაცმა დახმარევისთვის, ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, ოღონდ, ორივემ საკუთარს. მათ კი, თავის მხრივ, ღორთან დაკავშირებული ინციდენტი, მეტისმეტად სერიოზულად მიიღეს.

ამერიკელებმა სან-ხუანზე 400 ჯარისკაცი გადაისროლეს. მათ არც ბრიტანელები ჩამორჩნენ და კუნძულზე 5 საბრძოლო ხომალდი გაგზავნეს, რომლის ბორტებზე, საერთო ჯამში, 2 000 მეომარი იყო. ბრიტანეთის კოლონიის გუბერნატორმა ფლოტის კონტრ-ადმირალს რობერტ ბეინეს საომარი მოქმედებების დაწყება უბრძანა, თუ ამერიკელები ტერიტორიას არ დატოვებდნენ. საბედნიეროდ, ოფიცერმა ბრძანება არ შეასრულა და ქვეყანა ომში ჩათრევისგან გადაარჩინა.

ხოლო, ამერიკის და ბრიტანეთის ჯარისკაცები, რამდენიმე დღე, იმით ერთობოდნენ, რომ ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მაგრამ, რადგან ორივე მხარეს ბრძანება ჰქონდა, რომ ცეცხლი პირველებს არ გაეხსნათ, იარაღის გამოყებისგან თავს იკავებდნენ.

როდესაც ღორის გამო, დაწყებული ომის ამბავი ლონდონში და ვაშინგტონში შეიტყვეს, შეშფოთდნენ და კონფლიქტის დარეგულირება მოლაპარაკების გზით სცადეს. ზავის მისაღწევად, მათ ნეიტრალური კომისია მიიწვიეს, რომლსაც გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ I ხელმძღვანელობდა. საბოლოოდ, კონფლიქტი ამერიკის სასარგებლოდ დასრულდა (ამერიკელი ფერმერი გაამართლეს) და სადავო კუნძულების ბედიც გაირკვა — სან-ხუანის არქიპელაგი აშშ-ს დარჩა.

imageimageimage

* «ნულოვანი» მსოფლიო ომი

* «ბარბაროსას» გეგმა, «სტალინის ხაზი» და გენერალი «ზამთარი»

* 45 მნიშვნელოვანი ფაქტი II მსოფლიო ომის შესახებ (უცხოური პრესის ვერსია)

* მან ჰიტლერის ბრძანება არ შეასრულა და პარიზი გადაარჩინა
* ცხოვრება «მგლების ხროვაში»

0
655
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
655
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0