x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ ვთქვათ სიგარეტის მოწევაზე უარი ? - რჩევები მათთვის, ვინც მოწევას თავს ვერ ანებებს 
სიგარეტის მოწევა ერთ-ერთია იმ მავნე ჩვევებიდან, რაც ადამიანების დიდი ნაწილისთვის ცხოვრების ყოველდღიურობაა. ახალი არავისთვისაა, რომ სიგარეტის მოწევა ჩვენს ჯანმრთელობას აზიანებს, მაშინაც კი როცა არ ვეწევით, მაგრამ მწეველთა გარემოცვაში ვიმყოფებით.

image

ბევრი საუბარი თამბაქოს მავნებლობაზე საჭირო აღარ არის, რადგან ყველამ ისედაც კარგად ვიცით. თუმცა მიუხედავად ცოდნისა, ამ ჩვევის გადაგდება არც თუ ისე იოლია ადამინების უმეტესობისთვის, მით უფრო მაშინ, როცა სიგარეტის მწარმოებელი კომპანიები პროდუქციის გასაღებას მთელს მსოფლიოში მიმზიდველი რეკლამებით და მარკეტინგით ცდილობს. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სიგარეტის კოლოფზე დიდი ასოებით დაბეჭდილი გაფრთხილება: მოწევა მნიშვნელოვნად აზიანებს თქვენს ჯანმრთელობას!- მომხმარებლებს სიგარეტზე უარის თქმას, ვერ აიძულებს. ვერც საავადმყოფოს პალატაში, წვეთოვანზე მიერთებული ბავშვი ფოტო აფიქრებთ, რომელიც სიგარეტის კოლოფზეა დატანილი.

გთავაზობთ მედიკოსების მიერ შემუშავებულ რჩევებს, სიგარეტისთვის თავის დასანებებლად:


1. მოწევის სურვილის შემთხვევაში, ეცადეთ გაუძლოთ ამ სურვილს, სადამდეც შეძლებთ.

2. გააკეთეთ ჩასუნთქვები: ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქთ 10 - ჯერ, შეისვენეთ და შემდეგ გაიმეორეთ იგივე, სანამ მოწევის სურვილი არ შეგიმცირდებათ.

3.დალიეთ წყალი. ექიმებს თუ დავუჯერებთ წყლის დალევა სიგარეტის მოწევის კარგი ალტერნატივაა.

4. მიიღეთ შხაპი, წადით სასეირნოდ, მოუსმინეთ მუსიკას.



თუკი ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები არადამაჯერებლად მოგეჩვენათ, გაიხსენეთ რომ ცდა ბედის მონახევრეა!. სცადეთ, რას კარგავთ?



ჯანმრთელობას გისურვებთ!

0
146
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0