x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ჩაშუშული ბოსტნეული იტალიურად


imageშემადგენლობა: 2 საშ. კარტოფილი; 2 საშუალო ყაბაყი; 1 მცირე
ბადრიჯანი, 1-2 ბულგარული წიწაკა; 150 გ. პომიდორი; 1 ხახვი; 2 კბილი ნიორი; 1 კონა ოხრახუში; 2 ს/კ ზეითუნის ზეთი; მარილი.
მომზადება: ბოსტნეული გარეცხეთ, ყაბაყი და ბადრიჯანი გათალეთ,
მოაშორეთ თესლები და დაჭერით კუბიკებად. დანარჩენი ბოსტნეული დაჭერით იგივენაირად.
ქვაბში აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მარილი და კარტოფილი მოხარშეთ ნახევრად მზა მდგომარეობამდე 7-10 წთ. გადაწურეთ თუშფალანგზე.

ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მოთუშეთ ბოსტნეული: ჯერ ყაბაყი, შემდეგ ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა, მუდმივად ურიეთ. მოთუშული ბოსტნეულის თითოეული ულუფა გადაიტანეთ ღრმა ჯამში.

შემდეგ მოხრაკეთ ნიორი და ხახვი ოდნავ, დაამატეთ პომიდორი, კარტოფილი. მოთუშეთ და მუდმივად ურიეთ 5-7 წთ. დაამატეთ ტაფაზე უკვე მზა ბოსტნეული, მოაყარეთ მარილი, პილპილი, კარგად
ურიეთ. მოამზადეთ დაბალ ცეცხლზე თავდახურულ ტაფაში 5-7 წთ. გადაიღეთ ცეცხლიდან, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და დატოვეთ რამდენიმე წთ.


0
1364
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
1364
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0