x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ანა სედოკოვას 7 წლის ასაკში პედოფილი უპირებდა გაუპატიურებას
image
7 წლის ასაკში პედოფილი ანა სედოკოვას გაუპატიურებას ცდილობდა. უკრაინელი მომღერალი და "ვია გრას" ყოფილი სოლისტი ამის შესახებ ავტობიოგრაფიულ წიგნში "«Я сильная. Я справлюсь"საუბრობს.

წიგნიდან ამონარიდები გამოცემა StarHit გამოაქვეყნა.

image

მომღერალი წერს, რომ ბავშვობაში მამა ოჯახიდან წავიდა და დედა ორ შვილთან ერთად დატოვა. რამდენიმე ხნის შემდეგ დედასთან რომანი გააბა მამაკაცმა სახელად სერგეი, რომელიც პერიოდულად მათ სახლში მოდიოდა.



"მან ჩემი ოთახის კარი შემოაღო და ჩემს საწოლთან გაიყურსა. თავიდან იდგა და მიყურებდა, ალბათ ფიქრობდა რომ მეძინა. შემდეგ მან ფრთხილად შემოაცურა ხელი საბნის ქვეშ და შიშველ ფეხზე მომეფერა. ყოველ ჯერზე ხელს მაღლა და მაღლა აცურებდა”, - მომღერალი იხსნებს, რომ ამ შემთხვევის შემდეგ ძილზე დაეწყო პრობლემები.


ერთხელ მამაკაცმა ანა ქამრით გაშოლტა, რის შემდეგაც სედოკოვამ გადაწყვიტა შური ეძია და სკამზე ნემსი დაუდო.


ამის შემდეგ, სერგეი ღამღამობით უფრო ხშირად სტუმრობდა გოგონა. ერთხელაც ანამ ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა დაიყვირა. ”დედა წამებში სირბილით მოვარდა, უსიტყვოდ მიხვდა ყველაფერს და ამის შემდეგ ძია სეროჟა აღარასდროს მოსულა ჩვენთან. რამოდენიმე წლის განმავლობაში მე არ შემეძლო ღამით დაძინება, ისევ და ისევ ველოდები ამ კოშმარს ”, - იხსნებს მომღერალი.


ანა სედოკოვა 2002-2004 წლებში იყო ჯგუფ ВИА Гра-ს წევრი, ე.წ. "ოქროს შემადგენლობაში", ჯგუფიდან წასვლის შემდეგ პოზირებდა მამაკაცთა ჟურნალისთვის Maxim და Playboy, ამასთანავე ჩაწერა რამდენიმე სოლო სიმღერა ჯერ "Аннабель"-ის ფსევდონიმით, შემდეგ კი საკუთარი სახელით და გამოსცა სამი სოლო ალბომი "Личное-"2016, Настоящее (Live)და На воле-ორივე 2017 წელს.

image

ანა სედოკოვა ორჯერ იყო ოფიციალურად დაქორწინებული, ასევე ორი შვილი გააჩინა სხვადასხვა მამაკაცებისგან(ორივე ცნობილი ბიზნესმენი), ამჟამად ხვდება ცნობილ ლატვიელ კალათბურთელს.იანის ტიმას, რომელთანაც დღე-დღეზე დაქორწინებას აპირებს


0
185
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0