x
მეტი
  • 23.09.2020
  • სტატია:103501
  • ვიდეო:347768
  • სურათი:467811
„ტიტანების ბრძოლა“, ვერ წარმოიდგენთ, ისეთები მოხდება - რა ელოდება მაყურებელს „მასტერშეფის“ ფინალში
image


ქვეყნის ყველაზე რეიტინგული კულინარიული შოუს „მასტერშეფის“ მესამე სეზონის ფინალამდე 2 დღე დარჩა. 3 რჩეული მონაწილე - ანნა, სერგო და იანა - „მასტერშეფის“ ტიტულისთვის შეებრძოლება ერთმანეთს.


როგორც ჟიურის წევრები აღნიშნავენ, ფინალისტებს ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო დავალების შესრულება მოუწევთ. რა ელოდება მაყურებელს „მასტერშეფის“ ფინალში, ამის შესახებ ფინალისტები თავად მოგვიყვებიან.


იანა კუცი: „ძალიან რთული გზა გავიარეთ, თავიდან ყველაფერი თამაშს ჰგავდა, ეტაპობრივად კი გავაანალიზე, რომ ნამდვილი ბრძოლა დაიწყო. ყოველი ეპიზოდი სულ უფრო და უფრო რთული იყო, განსაკუთრებით, ჩემთვის, რადგან სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს კარგად არ ვიცნობ, მაგალითად, მესხურს. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, არაჩვეულებრივი ადამიანები გავიცანი და რაც მთავარია, აქაურად ვიგრძენი თავი.



image


ნახევარფინალი ძალიან რთული აღმოჩნდა, სწორედ იმ დღეს გარდაიცვალა ჩემი ბებია, რომელმაც სამზარეულოში უამრავი რამ მასწავლა. თან ძალიან მინდოდა ფინალში მოხვედრა, თან ბებიას გარდაცვალებას განვიცდიდი, სრულიად გატეხილი და გამოფიტული ვიყავი. ამ ყველაფრის ფონზე ფინალში მოხვედრა ჩემთვის ბევრს ნიშნავს.


ფინალში რა გველოდება? კულინარიული Mortal Combat-ი, დრამა, ცრემლები, მოვლენები მოულოდნელად განვითარდება; რომ ვერ წარმოიდგენთ, ისეთები მოხდება.“


ანნა კუჭავა: ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ფინალში მოვხვდებოდი, თუმცა, ვფიქრობ, ტურიდან ტურამდე ძალიან ვიზრდებოდი და სტაბილურად მივიწევდი წინ. რთულია ორ პროფესიონალ მზარეულთან შერკინება, თუმცა, ვფიქრობ, ღირსეული კონკურენცია გავუწიე მათ.


image


სამივე ფინალისტი ერთმანეთისგან განვსხვავდებით, რაღაც ნიშნებით გამოვირჩევით ერთმანეთისგან. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩემზე მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვთ, ჟიურის წევრებიც და პროექტის მთელი გუნდი აღიარებს, რომ ასეთი თანაბრად ძლიერი ფინალისტები ჯერ არ ყოფილა.


მაყურებელს ძალიან ბევრი მოულოდნელობა და ძალიან თანაბარი ბრძოლა ელოდება. მე ვიტყოდი, მეგობრული ბრძოლაც, რადგან პროექტის განმავლობაში ძალიან დავმეგობრდით და თითოეულ ჩვენგანს მეორის გამარჯვება გაუხარდება.“


სერგო ოვჩარენკო: „მთლიანად პროექტი ნამდვილად დაუვიწყარი იყო. მხოლოდ 2 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი და ახალი მეგობრები შევიძინე, ბევრი რამე ვისწავლე.


image


გულწრფელად გეტყვით, „მასტერშეფის“ მთელი სეზონის განმავლობაში ფინალზე საერთოდ არ მიფიქრია. ყოველ ტურში მთავარი მიზანი მომდევნო საფეხურის გადალახვა იყო, უფრო წინ აღარ ვიხედებოდი.


რა ელოდება მაყურებელს ფინალში? - ტიტანების ბრძოლა - სიურპრიზებით სავსე გადაცემა!“


შეგახსენებთ, „მასტერშეფის“ ფინალი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კვირას, 22:00 საათზე დაიწყება.



0
29
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0