x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ერთხელ, მეგობარმა ცოლის საცვლები მაჩვენა, მიზეზმა თავზარი დამცა
რამდენიმე თვის წინ ჩემს მეგობარს ჩვეულად ვესტუმრე. რაღაც არეული მეჩვენა და კითხვაზე თუ რა სჭირს, პასუხად მისი და მისი ცოლის საძინებელში შემიყვანა. კარადის ერთი უჯრა გამოხსნა და პარკით რაღაც ამოიღო. გახსნა და საწოლზე დადო ქალის მაქმანიანი თეთრეული. მისი ცოლის იყო. დავიბენი.



image

- მას ცხრა ან ათი წლის წინ, ჩვენი ერთობლივი მოგზაურობის დროს პარიზში ვუყიდე. მისთვის ეს ძვირიანი და საკმაოდ განსაკუთრებული აღმოჩნდა, არასდროს ჩაუცვამს, სულ იმეორებდა, რომ განსაკუთრებული შემთხვევისთვის ჰქონდა და აი, დადგა ეგ დღეც! - წაშლილი სახით მიამბობდა ჩემი მეგობარი.


ამის შემდეგ კი ეს მაქმანიანი თეთრეული სხვა ტანსაცმელთან ერთად გადადო და განაგრძო - დაკრძალვისთვის ვამზადებ, გუშინ გარდაიცვალა.



image


დიდხანს უყურა მან ცოლის ნივთებს დაშტერებით და ბოლოს ჩაიბუტბუტა: "იცი, ცხოვრებაში არაფრის გადადებას და დაზოგვას არ აქვს აზრი იმ იმედით, რომ უფრო განსაკუთრებული დღისთვის იქნება კარგი. ყველაზე განსაკუთრებული საათი და წუთია პლანეტაზე ის, როცა ცოცხალი ხარ".


იმ წუთას გაგონილმა და ვითარების მდგომარეობამ მეც გამაქვავა, მისმა სიტყვებმა კი ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ახლა ჩემი ცხოვრება სხვა რიტმით მიედინება - წავიკითხე ყველა წიგნი, რომელიც შემდეგისთვის მქონდა გადადებული; სამსახურშიც აღარ ვყოვნდები, რათა დროულად დავბრუნდე შინ და ყოველი წამით დავტკბე ოჯახის წევრებთან ერთად; ხშირად ვხედავ მეგობრებს და სია საკმაოდ დიდია... მივხვდი, რომ ცხოვრება არის გამოცდილება, რომელიც უნდა დააფასო.


ყოველ დღე ვსვამ ერთ ბოკალ ღვინოს, სწორედ იმ ბროლის ბოკალით, რომელიც ქორწილში მაჩუქეს. ვიცვამ იმას, რაც საუკეთესო მაქვს, როდესაც მაღაზიაში ჩავდივარ. სუნამოს ყოველ დღე ვიპკურებ, და არა მაშინ, თუ დაბადების დღეზე ან განსაკუთრებულ ადგილას მივდივარ. სიტყვები "როდისმე" და "ერთხელ" საერთოდ ამოვიღე ჩემი ლექსიკონიდან.


თუ მეცოდინებოდა, რომ ჩემი დღეები დათვლილია, შემაწუხებდა დაუსრულებელ საქმეებზე ფიქრი. იმაზე ფიქრიც, თუ როგორ ვუთხარი "ერთხელ" მეგობრებს, რომ "როდისმე" ამ დღეებში გნახავთ და არ შედგა. იმაზე ფიქრი კი, თუ როგორ არ ვეუბნებოდი ოჯახის წევრებს ხშირად "მიყვარხარ", უბრალოდ გამანადგურებდა.


სწორედ იმ დღის შემდეგ არ ვუშვებ ხელიდან შანსს, რომ ჩემი ცხოვრება გავხადო ბედნიერი და აზრიანი. არაფერს ვინახავ, რაც დადებით ემოციებს არ იწვევს ჩემში და გამუდმებით ვუმეორებ საკუთარ თავს, რომ ჩემს მიერ ნაცხოვრები თითოეული წუთია "ის რაღაც განსაკუთრებული".



მხოლოდ იმაზე ფიქრი მაწუხებს, რისი გაკეთება ენდომებოდა ჩემი მეგობრის ცოლს, რომ სცოდნოდა ხვალ მოკვდებოდა?!

0
1141
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0