x
მეტი
  • 13.08.2020
  • სტატია:102494
  • ვიდეო:347285
  • სურათი:466412
ბაბუნაძე: " 2-3 დღეში ყველაფერი გადავწყვიტე "
image

ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე ბოლნისის "სიონმა" სეზონის წინა მშვენიერი კონტიგენტი შეკრიბა და ლიგა 1-ში დაწინაურების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. გუნდი ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა. ბოლნისელთა რიგებში იჯარის წესით თამაშობს 20 წლის შემტევი თამაზ ბაბუნაძე, რომელმაც ამ სეზონში 4 შეხვედრაში ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ჩვენ ახალგაზრდა შემტევს დავუკავშირდით და საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ:


როგორ შეაფასებდი "სიონის" სტარტს მიმდინარე სეზონში?

ჩვენთვის სტარტი ძალიან კარგი გამოვიდა, მიუხედავად იმისა რომ ჩემპიონატამდე 10-12 დღით ადრე შევიკრიბეთ. პანდემიის შემდეგ მოსამზადებლად გაცილებით დიდი დრო გვქონდა და ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმაში შევდივართ. განვლილ რამდენიმე მატჩში იღბალმა ზურგი გვაქცია, რამაც ქულები დაგვაკარგვინა. ჯერ წინ კიდევ ბევრია მატჩია და ვეცდებით ქულათა მაქსიმუმი დავაგროვოთ.



რა არის გუნდის მიზანი ამ სეზონში?

გუნდის მიზანი ელიტაში დაბრუნებაა. დასანანი ქულები დავკარგეთ და ცოტა გავირთულეთ მდგომარეობა, თუმცა მიზნაი უცვლელია და დიდი იმედი მაქვს ჩვენი ფანების გახარებას მოვახერხებთ.


გასული სეზონი "შევარდენში" გაატარე. როგორ აღმოჩნდი "სიონში" და გქონდა თუ არა სხვა შემოთავაზებები?

"შევარდენში" იჯარის წესით ვთამაშობდი თბილისის "დინამოდან". ამიტომ კონტრაქტის დასრულების შემდეგ "დინამოში" დავბრუნდი. მქონდა რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის ლიგა 1-ის გუნდებისგან, თუმცა ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი ბოლნისის "სიონის" ვარიანტი იყო. როდესაც გუნდის ხელმძღვანელობა დამიკავშირდა ბევრი არ მიფიქრია და ყველაფერი 2-3 დღეში გადაწყდა.


როგორია შენი სამომავლო გეგმები?

ჩემს აგენტებს რამდენიმე უცხოურ კლუბთან აქვთ კონტაქტი, ისევე როგორც "დინამო თბილისთან". თუმცა, ჩემი აზრით სეზონის ბოლომდე "სიონში" დავრჩები და შევეცდები გუნდს ელიტაში აღზევებაში დავეხმარო. დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს.


ვინ მიგაჩნია საქართველოს ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად?

ფავორიტის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ მაინც "დინამო თბილისს" გამოვარჩევდი. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არ იმყოფება, მაგრამ მჯერა მათ შესწევთ ძალა რომ გაჩემპიონდნენ. ვფიქრობ, "დინამოს" მთავარი კონკურენტები გორის "დილა" და ბათუმის "დინამო" იქნებიან.


რას იტყვი გუნდის სათამაშო ფილოსოფიაზე?

გუნდის მთავარი ფილოსოფია არის მხოლოდ შეტევა და კომბინაციური ფეხბურთი. ჩვენ ყოველთვის პირველ ნომრად თამაშს ვცდილობთ და თითეულ ვარჯიშზე ამ ნიუანსების განვითარებას ვცდილობთ. ფეხბურთელებს ისევე როგორც სამწვრთნელო შტაბს ბევრი რამ გვაქვს დასამტკიცებელი ჩვნეი გულშემატკივრებისათვის და მზად ვართ ამ გამოწვევისთვის. "სიონი" ახალგაზრდული გუნდია, სადაც იდეალური ატმოსფეროა. ჩემის მხრივ, ვპირდები თითეულ ბოლნისელ გულშემატკივარს რომ გუნდი მინდორზე მხოლოდ 3 ქულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

0
64
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0