x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მოსკოვში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის მასიური ჩხუბი გაიმართა+16
image

დამტვრეული მანქანები, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები და შემთხვევითი მსხვერპლი: სომხეთ-აზერბაიჯანის ეროვნულმა კონფლიქტმა რუსეთის დედაქალაქში მიაღწია.


ღამით რუსეთის დედაქალაქში მასობრივი ჩხუბი გაიმართა აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის. სატელევიზიო არხის, "360" ინფორმაციით, ეს მოხდა დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ლუბლიანსკაიასა და ბრატისლავსკაიას ქუჩებზე.


კადრებში ნაჩვენებია, პირბადიანი მამაკაცთა ჯგუფი როგორ დაესხა თავს ავტომობილებს სომხური ნომრებით .


ავტომობილის დამტვრევის პროცესს იღებდნენ მობილურ ტელეფონზე, შემდეგ კი გარბოდნენ.


გამოცემა Подъём ირწმუნება, რომ ღამით განხორციელებული თავდასხმები შესაძლოა გამოწვეული იყო ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოთი, სადაც სომეხები ცემენ აზერბაიჯანელებს. კადრებში ჩანს, რომ სულ მცირე ორი მამაკაცი ცდილობს აგრესიული რამდენიმე მამაკაცის მოგერიებას.

ერთ-ერთი მათგანს, რომელიც უკვე ნაცემია და სახე დასისხლიანებული აქვს, სამი კაცი ხელმეორედ დაეწევა და წიხლებით სცემენ. მეორე აზერბაიჯანელი თავის გადარჩენის მიზნით რუში ხტება. თავდასმხმას თან ახლავს შეძახილები, სადაც შეგიძლიათ გაარჩიოთ სიტყვა "აზერბაიჯანი".


ამასობაში დედაქალაქის შსს-ს განყოფილების უფროსი ვალდიემრ ესენინი იუწყება, რომ კონფლიქტში მონაწილე 25 პირია დაკავებული, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის და ქონების განადგურების მუხლით.

ამასთანავე ესენინმა დასძინა, რომ მოსკოვის პოლიცია დაუყოვნებლივ აღკვეთს საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფური დარღვევების ყოველგვარი გამოვლინებას, რა დროსაც პარალელურად უცხოელებს ხუთი წლის ვადით აკერძალებათ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა.


როგორც მოსკოვის პოლიციის უფროსმა განაცხადა, 24 ივლიის გვიან ღამით ერთბაშად რამდენიმე ადგილზე მოხდა ხულიგნური გამოხტომები და ჩხუბი, ცივი იარაღით დაჭრილია ერთი მამაკაცი.


0
492
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
492
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0