x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
თამარ ბაჩალიაშვილის გადასვენების კადრებმა ტელეკომპანიას რეიტინგი მოუმატა
imageტელეკომპანია “ფორმულას” საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გადასვენების შემზარავი კადრების პირდაპირ ეთერში ჩვენების მიზანი იყო ტელევიზიის რეიტინგის აწევა.


“მაგ დროს არის მარტივი გამოსავალი: არ გაუშვა ლაივში როგორ ნახულობს მკვდარ შვილს მამა – ამაზეც მინდა გიპასუხო. 18K უყურებდა მაგ ამბავს ლაივში და რა მომენტშიც ეგ კადრი შეიცვალა 10k- ზე ჩამოვარდა ყურებადობა. იქნებ ცოტა სარკეშიც ჩავიხედოთ”, – წერს ლაფერაშვილი.

imageიქვე ლაფერაშვილი ლაშა ქავთარაძეს წერს, რომ მათი მომოწერა უკვე აიტაცეს სოც ქსელში მისმა მეტოქეებმა და მეტიც "მიცვალებულებზე მონადირეს" უწოდებენ:



"Lasha Kavtaradze რამხელა პატივია, შალვა რამიშვილი გკითხულობს აქტიურად თურმე. რაღაცა ჩემი კომენტარი ამოუღია ჩემი და შენი მიმოწერიდან და აფრიალებს - მისი მრევლიც აქტიურად მწყევლის:)
შენ გადარჩი ამ ჯერზე მაგრამ რა იცი რა ხდება Big Brother is watching:)


ბექა ვარდოსანიძემაც მაღიარა ხალხო და კიდე ვიღაცა გაურკვეველმა ტუჩზე ყავისფერკონტურიანმა გოგოებმა. დღის გმირი ვარ ფაქტიურად პირიქითა ფეისბუკში".

image

P.S-სოციალურ ქსელში გავრცელდა თამარ თამარ ბაჩალიაშვილი ბავშვობის დროინდელი წერილი, რომლის ადრესატიც თამარის მასწავლებელი იყო:

"თამუნა მასწავლებელო, ძალიან მიყვარხართ, მოგვიანებით გილოცავთ გიორგობას. ძალიან ვამაყობ თქვენით, რომ შემხვდით და კარგად დაიწყეთ ჩემი სწავლა. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ ასეთი მასწავლებელი შემხვდა. მე თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ, ძალიან მომწონხართ და მიყვარხართ. როგორც დედაჩემი მიყვარს, ისე მიყვარხართ თქვენ. ძალიან ჭკვიანი და ლამაზი მასწავლებელი ხართ, მთელი გულით გეუბნებით, ძალიან კარგი მასწავლებელი ხართ"

imageშეგახსენებთ, ფონიჭალიდან დილით სახლიდან გასული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

0
331
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0