x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
სექსი წელიწადში ერთხელ და გლოვა - 10 ყველაზე რომანტიკული ცხოველი სასიყვარულო ურთიერთობაში
ზოგიერთი შესაძლოა ფიქრობს, რომ მხოლოდ ადამიანები აღიქვავენ სერიოზულად სექსს, ხოლო ცხოველებს უბრალოდ ინსტინქტი ამოძრავებთ, თუმცა ეს ასე არ არის! ქვემოთ გაეცნობით რომანტიულ და სევდიან ისტორიებსაც კი ფაუნის სამყაროდან.



1 პანდა


image

გიგანტურ პანდას წელიწადში ერთხელ აქვთ სექსი, თუ გაუმართლა. დედალ პანდას შეუძლია მიიღოს მამრობითის ორგანო და დაორსულდეს მხოლოდ წელიწადში ერთხელ- გაზაფხულზე 1-3 დღის განმავლობაში. თუ მამრმა ვერ მოასწრო, უნდა ელოდოს კიდევ ერთ წელიწადს. გარდა ამისა, დედალ პანდას შერჩევის უნარი გააჩნია და პირველსავე შემხვედრს არ დანებდება.


2-გუპი


ამ აკვარიუმის თევზზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად, მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ დედალი გუპები აშკარად არჩევენ მამრებს. სავარაუდოდ, ეს დამოკიდებულია თუ რა რაოდენობის ფორთოხლის ფერის ქერცლი აქვს კავალერს. საინტერესოა!



3-ობობა-მგელი


ობობის ეს სახეობა განთქმულია თავისი სასიყვარულო ცეკვით, რა დროსაც კიდურებს იყენებს და რომლის გარეშეც ქალბატონი არ მიიკარებს ჯენტლმენს.


4-სამეფო პინგვინი


პინგვინის სახეობების უმეტესობა მონოგამია, მაგრამ სამეფოებს შეიძლება ეწოდოს "სერიულად მონოგამი": მათ ყოველთვის სერიოზული ურთიერთობა აქვთ, მაგრამ დედალი პარტნიორი შესაძლოა შეიცვალონ. ალბათ, თქვენც გყავთ ნაცნობი, რომლისთვისაც ყოველი ახალი მორიგი ქალი, მისთვის "მთელი ცხოვრების სიყვარულია."(პინგვინივით)


5-სპილო


ალბათ იცით, რომ სპილოების ორსულობა 22 თვე გრძელდება - თითქმის 2 წელი! ხოლო ახალშობილი სპლიყვი, დაახლოებით 120 კგ-ს იწონის .ასე რომ, დედალი სპილოები ძალიან პასუხისმგებლობით ეპყრობიან პარტნიორის შერჩევას. მამრი სპილოს დიდხანს უწევს დევნა, ხორთუმის თუ "გულის" შეთავაზებით, სანამ საბოლოოდ დედალი დათანხმდება.



6-მაკაკი

განაყოფიერების პერიოდში დედალ მაკაკებს შეუძლიათ მრავალი მამრი მიიღონ, მაგრამ აქვთ მკაცრად განსაზღვრული პრივილეგია. იმ მამრს, რომელსაც მაიმუნების ოჯახში მაღალი „რეიტინგი“ აქვს, მამა გახდება - ეს ნიშნავს, რომ ის მომავალ შვილზე იზრუნებს და დაიცავს.


7-გედი

შესაძლოა, ურთიერთობების მხრივ ყველაზე სერიოზული ფრინველია. მონოგამები არიან, სხვათა შორის "ნიშნობას" ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ატარებენ "საქორწინო ცეკვის" შემდეგ. თუ წყვილისგან ერთ-ერთი გედი იღუპება, მეორეს ეწყება გლოვის პერიოდი, შემდეგ კი იგი, დიდი ალბათობით, მხოლოდ გუნდის დატოვების შემთხვევაში შექმნის ახალ ოჯახს.


8 -გიბონი

მაიმუნების უმრავლესობა პოლიგამია, თუმცა არა გიბონები. ისინი ჯერ დიდხანს ურთიერთობენ, შემდეგ ქმნიან ოჯახს, ხშირად დიდი ჯოგისგან დამოუკიდებლად, სანამ შვილები არ გაიზრდებიან.


9-მგელი


მონოგამურთან ერთად "სოციალური" ცხოველია და მის ოჯახში "რანგების" დიდი დამცველი, გარდა ამისა, მგლებს შეუძლიათ ფლირტი: ახალგაზრდა მგელი მომავალი "საპატარძლოს" თავს ლოკავს თავს, თათებს ადებს მხრებზე - ზოგადად, აკეთებს ყველაფერს, რომ დედალს მის მიმართ ინტერესი გაუჩნდეს.


10-გვრიტი

ეს ფრინველი დედალის მოსაზიდად ხანგრძლივი "საქორწინო ცეკვით" გამოირჩევა და ასევე ფლირტაობს, ეპრანჭება დედალს, რაც თავის დახრაში, კისრის და მკერდის წინ წამოწევაში გამოიხატება.

0
457
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
457
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0