x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ყველაზე ჭკვიანები: ნახეთ, ვინ არიან მაღალი IQ მქონე ჰოლივუდის ვარსკვლავები

image


ადამიანების უმეტესობისთვის როგორც წესი, კინოსა და სერიალის ვარსკვლავები ძირითადად ქარაფშუტა ლამაზმანებთან ასოცირდებიან. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ფილმებში გადასაღებად დიდი ჭკუა და ნიჭი სულაც არ არის საჭირო, ოღონდ გარეგნობა იყოს შესაფერისი, თუ თქვენც ასევე ფიქრობთ, მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვის არის. ამ მცდარი სტერეოტიპის დანგრევაში ისევ ის, "ავადსახსენებელი" ჰოლივუდის ვარსკვლავები დაგვეხმარებიან, რომელთა ინტელექტის დონეც ცნობილი მეცნიერების IQ - ს უტოლდება. შეგახსენებთ, რომ ინტელექტის კოეფიციენტის საშუალოზე მაღალ მაჩვენებლად 130-ზე მეტი ქულა ითვლება.



შერონ სტოუნი



image

პოლ ვერჰოვენის სკანდალურად ცნობილი ფილმის - "ძირითადი ინსტინქტის" ვარსკვლავის, შერონ სტოუნის ინტელექტის კოეფიციენტი 153 - ის ტოლია. ალბათ, სწორედ ამის გამო მსახიობი მთელი თავისი კინოკარიერის განმავლობაში ყოველთვის წარმატებულ პროექტებს ირჩევდა, თუმცა ვარსკვლავი ცისფერ ეკრანებზე უკვე დიდი ხანია რაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო აღარ გამოჩენილა.




ეშტონ კატჩერი



image


დემი მურის ყოფილი მეუღლისა და "სიტკომის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობის ეშტონ კატჩერი ინტელექტის კოეფიციენტი - 160 -ს ქულას შეადგენს, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ჰოლივუდის მსახიობი სპეციალობით ინჟინერ - ბიოქიმიკოსია. თავის დროზე მისი ეს უჩვეულო არჩევანი წამლების დამზადების სურვილითა და ავადმყოფი ძმის განკურნებით იყო განპირობებული, თუმცა ეშტონის ცხოვრებაში ყველაფერი სულ სხვაგვარად წარიმართა. საბოლოოდ, ინჟინერ - ბიოქიმიკოსმა საკუთარი თავი მთლიანად კინოს მიუძღვნა.





დოლფ ლუნდგრენი


image


ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ სპორტსმენები სულელები არიან, თუმცა, ფაქტია, რომ მათ შორისაც არსებობენ გამონაკლისები. აი, მაგალითად "საბრძოლო ფილმების" ცნობილი ვარსკვლავი დოლფ ლუნდგრენი, რომელიც წარმატებული კინოკარიერის მიუხედავად, ასევე აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატი და კარატეში შავი ქამრის მფლობელია. ცოტამ თუ იცის, რომ წარმოშობით ამ შვედი მსახიობის - IQ არც მეტი, არც ნაკლები 160 - ს უტოლდება. ყველასთვის კარგად ნაცნობი "ივან დრაგო" რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლობდა, უმაღლესი განათლება კი, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის სფეროში მიიღო.





კვენტინ ტარანტინო



image


ცნობილ ამერიკელ კინორეჟისორს, სცენარისტს, პროდიუსერსა და მსახიობს უმაღლესი განათლება გაგიკვირდებათ და, არ აქვს, თუმცა მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები ამაზე საერთოდ არ არის დამოკიდებული. საკულტო რეჟისორის ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) - 178 - ია. თუკი მისი სარეჟისორო საქმიანობით ვიმსჯელებთ, ამაში საეჭვო დამეთანხმებით რომ ნამდვილად არაფერია.





ჯეიმს ვუდსი


image


ლეგენდარული იტალიელი რეჟისორის სერჯო ლეონეს გახმურებული ფილმის ("ერთხელ ამერიკაში") ვარსკვლავს - ჯეიმს ვუდსრამდენიმე უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯერ მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, შემდეგ კი, ის პოლიტიკურმა მეცნიერებებმა გაიტაცა. ყველასთვის საყვარელი - "მაქსიმილიან ბერკოვიჩის" (მაქსის) ინტელექტის კოეფიციენტი ჰოლივუდელ ვარსკვლავებს შორის ყველაზე მაღალი 184 - ია, რაც ზოგიერთი მეცნიერის მაჩვენებელზეც კი გაცილებით დიდია. "ყველაზე ჭკვიანის" ტიტულის მფლობელი როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ხელს იდელურად ფლობს. ჰოლივუდში ყველაზე მაღალი ინტელექტის მფლობელი მსახიობის კინოკარიერა შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ მართლაც მოწოდების სიმაღლეზეა.




0
510
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
510