x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„კიდევ კარგი გადავაგდეთ, შაქარაშვილებმა, რომ გაიგონ, მაგრად დაგვარტყამენ“ - ახალი დეტალები
image


გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა. ერთ-ერთი მოწმის სკანდალური ჩვენების შემდეგ სამართალდამცველებმა თბილისის 105-ე საჯარო სკოლის სათვალთვალო კამერები ამოიღეს. ამ ინფორმაციას ქართული მედია ავრცელებს.


აღნიშნული მოწმე ჩვენებაში წერს, რომ ავტოფარეხთან უცნობი მამაკაცების საუბარი მოისმინა. ქალი ირწმუნება, რომ ისინი შაქარაშვილის შესახებ საუბრობდნენ რომ „კიდევ კარგი გადავაგდეთო... შაქარაშვილებმა რომ გაიგონ მაგრად დაგვარტყამენო".


პოლიცია სავარაუდოდ, ვიდეოკამერებში აღნიშნული პირების იდენტიფიცირებას ცდილობს.



როგორც ირკვევა, ჩვენებაში აღნიშნული პირი ირწმუნება, რომ 15 ივლისს, ვარკეთილში ერთ-ერთი კორპუსის ავტოფარეხებთან მან რამდენიმე პირის საუბარი მოისმინა, რომელიც სავარაუდოდ, შაქარაშვილს ეხებოდა. მოწმე ამბობს, რომ ერთ-ერთმა პირმა მეორეს ჰკითხა, „ის ხომ გადააგდეო“, რაზეც მეორემ უპასუხა, რომ „კიდევ კარგი გადავაგდეთო“.


„როდესაც მე მათ გვერდით გავიარე ახალგაზრდა მაღალი ბიჭი ეკითხებოდა ახალგაზრდა დაბალ ბიჭს ის ხომ გადააგდეო, პატარამ ხელი უბიძგა და უთხრა გაჩუმდიო და გააგრძელა საუბარი - კიდევ კარგი გადავაგდეთო, თორემ დაგვენძრეოდაო. მაღალმა ბიჭმა გააგრძელა საუბარი და ამბობდა „ეს არ გვეთქვა ის ამბავიც შეიძლება, არ მომხდარიყოო. შაქარაშვილებმა, რომ გაიგონ მაგრად დაგვარტყამენო“. მე გავაგრძელე გზა, მეკეთა ყურსასმენები, მაგრამ იყო გათიშული და ვცდილობდი, მათი საუბარი მომესმინა, ვიყავი მათგან ზურგით და ვეღარ ვხედავდი, რა დროსაც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ თქვა, რომ ამირხანაშვილმა მაგრად იყ....ა. მე არ გავჩერებულვარ, ავედი სახლში გადავიხედე აივნიდან და დავინახე, რომ ის ოთხი პიროვნება მოძრაობდა და მათთან იყო მეხუთე პიროვნებაც, მაგრამ მისი აღწერა არ შემიძლია“, - აცხადებს მოწმე ჩვენებაში.

.

როგორ ვითარდებოდა საბედისწერო ღამეს პროცესები მაგისტრალზე - „კურიერმა“ საქმის ფიგურანტის, გიორგი ქათამაძის ჩვენება მოიპოვა.


"როდესაც ვიმალებოდი, ტელეფონზე შემოვიდა უცხო ნომრიდან ზარი, ვუპასუხე მოსაუბრემ აგდებულად მითხრა "აბა ახლა სად იმალებით, სად არიან შენი ძმაკაცები" და თან მაგინებდა უშვერი სიტყვებით. მე გავუთიშე, თუმცა კიდევ მირეკვადა და გავუთიშე კიდევ, შემდეგ კი მივწერე მოკლეტექსტური შეტყობინება, რომ ვიყავი თბილისში, ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ მეგონა მეძებდნენ და ხმაზე სურდათ ჩემი პოვნა.


...ვერცხლისფერი მერსედესიდან 6 პიროვნება გადმოვიდა, ერთ-ერთ ხელში შევნიშნე, რომ ეჭირა რაღაც საგანი.

...ეს საგანი იმ პიროვნებამ მოუქნია კონსტანტინე ღიბრაძეს. დაარტყა თუ არა ეს არ დამინახავს ვინაიდან მაგ დროს მეც მომხვდა თავში სავარაუდოდ ხელკეტი, რადგან მხოლოდ ხელის დარტყმით არ გავითიშებოდი.

... ცოტა გონს, რომ მოვედი რამოდენიმე პირი მირტყამდა თავის არეში.

...(ტოიოტას ეპიზოდი) მე ბუჩქებში დამალვის შემდეგ დავინახე მხოლოდ სამი პიროვნება, რომლებიც მორბოდნენ იმ მიმართულებით რაც მე გამოვიარე, რომლებიც გვიყვიროდნენ და გვაგინებდნენ, მე ვინაიდან სირბილი ვეღარ შევძელი ჩავიმალე გზის სავალი ნაწილის გამყოფ ზოლში არსებულ ბუჩქებში და ჩემი თანმხლები პირები ვინ სად წავიდა არ დამინახავს.

... ვახო ახვლედიანს ვესაუბრე იმ დროს როდესაც ვიყავი დამალული და ახვლედიანი მეუბნებოდა, რომ დამშვიდებულიყავი და ჩვენს წასაყვანად უკვე მოდიოდნენ", - ამბობს გიორგი ქათამაძე ჩვენებაში.

* * *

გიორგი შაქარაშვილის საქმიდან გამქრალი ინსტაგრამმიმოწერა - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ აღდგენილ გზავნილებში საბედისწერო ღამის ერთ-ერთი ფიგურანტი, არასრულწოვანი ნ.ხ. მეგობარს ნიკა ნათენაძეს შურისძიებაზე ესაუბრება და მკვლელობით ემუქრება ახალგაზრდებს, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდა. ეს მიმოწერა ახალგაზრდებმა წაშალეს, თუმცა სპეციალისტებმა მისი გაშიფვრა შეძლეს და სწორედ ამის გამო 21 ივლისს გამოკითხეს კიდეც.


მეგობართან მიმოწერაში ნ.ხ ამბობს, რომ თავი ჰქონდა გატეხილი და 4 კოპი აღენიშნებოდა. "მე ამათმა გამდოლეს", ამბობს ის და დასძენს, რომ გაბოროტებულია და არავის შეარჩენს.


ნ.ხ - ეს და ის მე რომ გამლახეს, ესენი იყვნენ. იტოკში ესენი არ უცემიათ ჟვანოს და ბიჭებს. სხვები იყვნენ. მე ამათმა გამდოლეს.

ნ.ნ - ეს აკვაპარკში იჩითება ხოლმე. ამათ ვნახავ გაიჩითებიან გეუბნები.

ნ.ხ. სად ველოდო აკვაპარკს? თავი ხო გატეხილი მაქვს და 4 ადგილას კოპი მქონია, ახლა ვნახე, უკნიდან მტენეს ქვა ეგრევე.

ნ.ნ - აწი აღარ დადგე ვინმეს წინ ან მარტო.

ნ.ხ - აბა რა მექნა, გაბოროტებული ვარ.

ნ.ნ - თავში ესროლე.

ნ.ხ - თავს ნუ მახსენებ, თავბრუ მეხვევა, მაიკას მოშორდეს სისხლი, თორე დაენძრევათ.

ნ.ნ - ვერ გაასწრეს იმათმა, მიადგნენ ესენი. რაგბისტები წაუყვანიათ თუ ვიღაცა, არ ვიცი, ერთი ცემესო და გაიქცევიან ყველანი, მიმოიფანტნენ და მერე ეს ბიჭი ვეღარ იპოვეს.

ნ.ხ - ვინ რაგბისტებიო, არავინ ყოფილა რაგბისტი. არ ვიცი საიდან მოქვთ.

ნ.ნ - არ ვიცი, იმ ბიჭების ნათქვამია, ალბათ გიგა რომ დაინახეს დიდი, მაგაზე თქვეს ალბათ.

ნ.ხ - ხოდა გიგას არ უჩხუბია მგონი ვაფშე.

ნ.ხ - დამიჭირეს.

ნ.ნ - იქ გავალ და რამეს ვიზამ, მოგიხერხებ რამეს.


აღსანიშნავია, რომ დაკითხვისას არასრულწლოვანი ამბობს, რომ არც მიმოწერის შინაარსი ახსოვს და არც ის, ვის სწერდა.

1
342
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
342
  
2020, 25 ივლისი, 8:54
ამდენი მონაწილე, მოწმე, თვითმხილველი და გამოძიება მაინც იწელება((
0 1 1