x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ამას როგორ ჭამენ? ვარსკვლავების კვების რაციონი, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

image


ის, რომ მდიდრებსა და ცნობილებს, საკუთარი თავის განებივრება მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებითა და გამორჩეული დელიკატესებით შეუძლიათ, ალბათ სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, თუმცა გაგიკვირდებათ და, სელებრითები საუცხოო გემოს მქონე კერძებთან შედარებით, უპირატესობას სწორედ აი, ამ სახის პროდუქტებს ანიჭებენ.






ანჯელინა ჯოლი



image


ტარაკნები და ფუტკრის ლარვები ენჯის მენიუს ნაწილი მას შემდეგ გახდა, რაც მან ისინი პირველად კამბოჯაში დააგემოვნა, სადაც მათ ცილის მთავარ წყაროდ თვლიან.




ფერჯი



image


ორი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი ფერჯის ყოველდღიური სადილია. მომღერალი დარწმუნებულია, რომ ის ორგანიზმს არა მხოლოდ ტოქსინებისგან გათავისუფლებაში ეხმარება, არამედ ღვიძლის მეტაბოლურ და რეგენერაციულ პროცესებსაც არეგულირებს.






პეტრა ნემკოვა



image


ჩეხი მოდელის კვების რაციონი მხოლოდ სამი პროდუქტისგან - თევზისგან, სტაფილოსგან და პომიდვრისგან შედგება. პეტრა დარწმუნებულია, რომ ეს სამი კომპონენტი ყველა საჭირო ნივთიერებას შეიცავს, რომლისგანაც 100 - ზე მეტი სხვადასხვა კერძის მომზადებაა შესაძლებელი.





მერაია ქერი



image


მერაია საკვების შერჩევისას ერთი უნივერსალური კრიტერიუმით ხელმძღვანელობს: ის აუცილებლად იისფერი უნდა იყოს. მომღერალს მიაჩნია, რომ სხვა ყველა დანარჩენი ფერის პროდუქტი საკვებად გამოუსადეგარია. ამერიკელი პოპ - ვარსკვლავი დარწმუნებულია, რომ მეწამული - იისფერი შეფერილობის ხილი და ბოსტნეული სპეციალურ ნივთიერებებს - ანტოციანინებს შეიცავს, რომლებიც უნიკალური სამკურნალო და გამწმენდი თვისებებით გმოირჩევიან. ვარსკვლავი მხოლოდ - ბადრიჯანს, წითელ კომბოსტოს, ჭარხალს, წითელ ლობიოს, რეჰანს, შავ ქლიავსა და შესაბამისი ფერის კენკრას მიირთმევს.






რიზ უიზერსპუნი



image


რიზის კვების რაციონი ექსკლუზიურად მხოლოდ ბავშვთა კვებისგან შედგება: დაფქული ისპანახი, ვაშლის პიურე, სწრაფად მომსამზადებელი ხსნადი ფაფა - ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მარილისა და შაქრის გარეშე. ჭორებს თუ დავუჯერებთ, ლედი გაგაც ანალოგიურად იკვებება.





ელიზაბეტ ჰარლი



image


ჰოლივუდელი ლამაზმანი ჩაის, ყავისა და წყლის ნაცვლად, დღეში ორ ლიტრამდე წიწმატის წვენს სვამს. გამეორება არც კი სცადოთ!





პენელოპე კრუსი


image


პედრო ალმოდოვარისა და ვუდი ალენის საყვარელმა მუზამ - პენელოპე კრუსმა აღიარა, რომ დღე არ გავა მან საკუთარი ხელით, დიდი რაოდენობით კარაქში მომზადებული შემწვარი ბრინჯი ან მაკარონი რომ არ მიირთვას.





ჯენიფერ ლოპესი



image


პოპულარული მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი საკმაოდ არაჯასაღი საკვებით იკვებება, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მისი ყოველდღიური რაციონი "M&M"– ისა და "Snickers"-ის გარდა, ასევე შოკოლადის ორცხობილისგან, მზესუმზირისგან, კარტოფილის ჩიფსებისგან (არაჟნისა და ხახვის გემოთი), ყველის ჩხირებისა და სხვადასხვა სახის კრეკერისგან შედგება.



პატრისია კაასი


image


ფრანგი მომღერლისა და მსახიობის ყოველდღიურ რაციონში არც მეტი, არც ნაკლები 6 ქილა ლუდი მკაცრად არის გაწერილი.





0
839
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
839