x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკაში გოგონა ინტიმური კავშირის გარეშე დაფეხმძიმდა
image

ამერიკელმა გოგონამ, მასაჩუსეტსიშტატიდან სემი იზაბელმა(Sammi Lynn Isabel) TikTok -ში გამოაქვეყნა გასაოცარი ისტორია, გოგონას თქმით იგი დაფეხმძიმდა ისე, რომ არცერთხელ არ წოლილა მამაკაცთან.



მისივე თქმით, როდესაც სკოლას ამთავრებდა, მას მოულოდნელად შეუწყდა მენსტრუაცია, გოგონამ უკვე იცოდა თუ რას მიანიშნებდა ეს, თუმცა მაშინვე გამორიცხა ეს ვარიანტი, მას ხომ სექსი არასდროს ჰქონია კლასიკური გაგებით, იგი ქალწული იყო.

image


დარწმუნებული იმაში, რომ მენსტრუაციის შეწყვეტის მიზეზი სულ სხვა რამ იყო, გოგონა გინეკოლოგს გაესინჯა, რომელმაც შოკისმომგვრელი ინფორმაცია აუწყა, იგი 5 კვირის ფეხმძიმე იყო.მიუხედავად იმისა, რომ სემის წინ გამოსაშვები გამოცდები ელოდა, გადაწყვიტა ბავშვი დაეტოვებინა.

image

გოგონას სექსი არ ჰქონია პირდაპირი გაგებით, თუმცა როგორც გაირკვა, ნემისმიერმა სხვა "ცუღლუტობამ" შესაძლოა ფეხმძიმობა გამოიწვიოს.


ამჟამად სემი 26 წლისაა, "უმწიკვლო" ჩანასახი უკვე წამოიზარდა და მას უკვე ბოიფრენდისგან ძმაც ჰყავს, ამჯერად უკვე ჩვეულებრივად სქესობრივი კავშირით ჩასახული.

image


ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოცემა Buzzfeed -მა კომენტარი სთხოვა ექიმ-გინეკოლოგს ჯენიფერ ლინკოლნს, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთი რამ ძალზე იშვიათად ხდება, თუმცა შესაძლებელია, ამიტომ სპეციალისტი მოზარდებს ურჩევს, უფრო პასუხისგებით მოეკიდნონ სქესობრივ საკითხებს.


"ფეხმძიმობისთვის საჭიროა სპერმა მოხვდეს ვაგინაში, თუმცა რა გზით მოხვდება ამას მნიშვნელობა არა აქვს, პენისიდან თუ თითიდან, სპერმატოზოიდები დაიძვრებიან საშვილოსნოში და იქ შეხვდება კვერცხუჯრედი და..მზადააა"-აღნიშნა ჯენიფერ ლინკოლნმა.

0
739
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
739
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0