x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
შურისძიება, სიჩქარე, შემთხვევითობა, 3D სკანირება... რა დგას ლეგენდარული კოსტიუმების უკან

image


1. ბარბარა სტრეიზანდი გამჭვირვალე კაბით 1969 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე

image

ბარბარამ თავისი პირველი ოსკარი 1968 წელს მიიღო ფილმისთვის “სასაცილო გოგონა'', ეს გამარჯვება ისტორიაში შევიდა ეფექტური გამჭვირვალე კაბის წყალობითაც, რომელზეც თვეების განმავლობაში საუბრობდნენ. სტრეიზანდის თქმით, კი ის სულაც არ მოელოდა, რომ კაბა გამჭვირვალე გამოჩნდებოდა, რადგანაც მოსინჯვის დროს სხვანაირი განათება იყო და არაფერი ჩანდა.

2. შერი ბობ მაკის კაბაში 1969 წლის ოსკარის ცერემონიაზე

image

კაბის შექმნაზე შერი კონსულტაციას თავის მეგობართან და მხატვართან ერთად, ბობ მაკთან გადიოდა. მომღერალმა მოგვიანებით თქვა, რომ ასეთი ექსტრავაგანტული გამოსვლა ოსკარის დაჯილდოებაზე აკადემიის პროტესტის ნიშნად ჰქონდა, რადგან თვლიდა, რომ აკადემია მას, როგორც მსახიობს სათანადოდ არ აფასებდა.

3. ელიზაბეტ ჰერლი და მისი Versace -ს კაბა 1994 წელს

image

ახალბედა მსახიობმა ღრმა დეკოლტეთი ნამდვილად ფურორი მოახდინა ჰიუ გრანტის ფილმის პრემიერაზე. მოგვიანებით, ჰიუ გრანტმა ინტერვიუში თქვა, რომ ელიზაბეტს უარი კაბის გაგზავნაზე ბევრმა დიზაინერმა უთხრა, რადგანამ იმდროისთვის ის, როგორც მსახიობი ცნობილი არ იყო. მსახიობი ბოლო მომენტში მივიდა Versace-ს ოფისსი, სადაც კაბა უბრალო თეთრი პოლიეთილენის კაბიდან ამოუღეს, საბოლოოდ კი ელიზაბეტის ეს გამოსვლა მოდის ისტორიაში ლეგენდად შევიდა,

4. პრინცესა დიანა Dior ის კაბა-კომბინაციაში 1996 წელს

image

პრინცესა დიანა სიკვდილამდე 1 წლით ადრე ესწრებოდა Met Gala-ს 1996 წელს, კაბის არჩევისას მან რამდენიმე ასპექტი გაითვალისწინა. ეს კაბა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ჯონ გალიანომ დიორის სახლისთვის შექმნა და რომელიც წითელ ხალიჩაზე წარადგინეს, პრინცესა დიანას მხარდაჭერა მისთვის ნამდვილად დიდი წარმატება იყო, სწორედ ეს ფაქტი დაეხმარა კონსერვატიულო ბრენდის შეცვლაში. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს კაბა სამეფო დრეს-კოდისთვის შეუფერებელი იყო, როგორც აღმოჩნდა, პრინცესა დიანამ კაბაში ელემენტების შეცვლა თვითონ მოინდომა, კერძოდ კი შიდა კორსეტი ბოლომდე ამოაჭებინა დიზაინერს.

5. სელინ დიონი Dior -ის კოსტიუმში 1999 წელს.

image

გარისკვა მომღერალს ნამდვილად უყვარს, დიორის ეს კოსტიუმი მომღერალმა 1999 წელს ოსკარის ცერემონიაზე მოირგო. იმ დროისთვის ყველას კაბა ეცვა, მას კი კოსტიუმი, თანაც უკუღმა. ცნობისთვის, ეს კოსტიუმიც ჯონ გალიანოს შექმნილია.

6. ჯენიფერ ლოპესი Versace კაბაში ტროპიკული პრინტით 2000 წელს

image

კიდევ ერთი კაბა Versace სგან, რომელიც ისტორიაში შევიდა და რომელმაც ტექნოლოგიების განვითარება დააჩქარა. გრემის ცერემონიაზე მომღერლის ამ კაბაში გამოჩენამ შთააგონა Google რომ ფოტოების მოძებნის ფუნქცია შეექმნათ სერვერზე. მოგვიანებით მომღერალმა ინტერვიუში თქვა, რომ არ ეგონა პრინტიანი კაბა ასეთ ფურორს თუ გამოიწვევდა, რადგან მან კაბა ბოლო მომენტში აარჩია, რადგან მეტი არაფერი ჰქონდა.

7. კორტნი ლავი Dior ის დახეულ კაბაში 2000 წელს

image

კაბა, რომლითად კორტნი ლავი ოქროს გლობუსზე წარდგა ასევე ჯონ გალიანოს შექმნილია, მან შთაგონება უსახლკაროების ჩაცმულობისგან მიიღო.

8. გვინეტ პელტროუ Alexander McQueen ის კაბაში 2002 წელს.

image

ოსკარის ცერემონიაზე 2002 წელს მსახიობის გამოსვლამ ფურორი მოახდინა, სწორედ პელტროუმ შეიტანა წითელ ხალიჩაზე პანკ-სტილი. თვითონ მსახიობი კი ნანობს, რომ ასეთი მუქი მაკიაჟი ესვა და ბიუსტჰალტერი არ ეცვა.

9. ლეიდი გაგა “ხორცის'' კაბაში 2010 წელს

image

კაბა ნატურალური ხორცისგან დიზაინერმა ფრანკო ფერნანდესმა შექმნა და საკმაოდ შოკისმომგვრელიც გამოუვიდა, მასზე ხომ დღესაც ლაპარაკობენ. ბევრმა მომღერლის ეს გამოსვლა უბრალო ექსტრავაგანტულობად ჩათვალა, თუმცა თვითონ ინტერვიუსი მოყვა, რომ მისი ეს გამოსვლა ერთგვარი მიმართვა იყო ე. წ. პოლიტიკის “არ იკითხო, არ თქვა'', რომელიც ამერიკის ჯარში იყო ცნობილი. 1993 წელს აშშ-ს კანონპროექტმა აკრძალა ჯარში მსახურობა ორივე სქესის ჰომოსექსუალებისთვის, იმისათვის, რომ ჯარში ემსახურათ, უბრალოდ არაფერი უნდა ეთქვათ. კანონი 2011 წელს გააუქმეს.

10. კიმ კარდაშიანი Givenchy-ს კაბაში 2013 წელს

image

Met Gala როგორც წესი შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ კოსტიუმებთან ასოცირდება. კიმ კარდაშიანი იმ დროისთვის ნაკლებად ცნობილი იყო და ბალს როგორც +1 ისე დაესწრო ქანიე უესტთან ერთად. კიმის ყვავილებიანი პრინტის კაბა ინტერნეტში სახუმარო თემა გახდა და სასაცილო სურათებიც გამოჩნდა.

imageimage

11. ენ ჰეტეუეი Prada -ს კაბაში 2013 წელს

image

ელეგანტური, ნაზი ვარდისფერი კაბა პრადასგან სენსაციად იქცა 2013 წელს ოსკარის დაჯილდოებაზე. მსახიობის თქმით კაბა ცერემონიამდე შემთხვევით, 2 საათით ადრე აარჩია.

12. რიანა გამჭვირვალე კრისტალებიან კაბაში 2014 წელს

image

2014 წელს რიანა CFDA-ს ცერემონიაზე ელეგანტური, ნახევრად გამჭვირვალე კაბით წარსდგა. კაბა 216 000 სვაროვსკის თვლით იყო მორთული. ცერემონიის მეორე დღეს დიზაინერი ადამ სელმანი ფაქტობრივად პოპულარული გახდა მოდის სამყაროში

13. ბეიონსე Givenchy ს კაბაში 2015 წელს

image

2015 წელს Met Gala-ზე მომღერლის კაბაზე რიკარდო ტიშიმ იზრუნა, გამოსვლა კარგად მოფიქრებული და დაგეგმილი იყო, ცნობილია, რომ ვარცხნილობის შეცვლა თვითონ მომღერალმა მოინდომა, რამაც ცალკე აჟიოტაჟი გამოიწვია. გარდა ამისა, ღონისძიებაზე ბეიონსე და ჯეი ზი ბოლოები მივიდნენ, ამიტომაც ყველაზე განხილვადები გახდნენ.

14. ბელა ჰადიდი Alexandre Vauthier -ს “შიშველი კაბით'' 2016 წელს

image

ბელა ჰადიდის გამოსვლა კანის კინოფესტივალზე წითელი, ღრმად ჩაჭრილი კაბით ნამდვილად ძალიან სარისკო იყო, მაგრამ ფაქტია, ბელა ჰადიდი ყველაზე განხილვადი გახდა კინოფესტივალზე.

15. ჯემა ჩანი Valentino-ს კაბაში 2019 წელს

image

ეფექტური, ვარდისფერი კაბა ჯიბეებით ოსკარის ცერემონიაზე 2019 წელს განხილვის საგანი გახდა.

16. ზენდაია Tom Ford -ის “ჩამოღვრილ ტოპში'' 2020 წელს

image

მსახიობსა და მომღერალს Critics Choice Awards ზე თვალს ვერავინ სწყვეტდა. მისთვის ტომ ფორდმა ინდივიდუალური ტოპი შექმნა 3D სკანირებით.


0
192
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0