x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
გამომცემლობა "პალიტრა L–ის" "ლიტერატურული გაჩერება" კახეთიდან დაიწყო
image


გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული გაჩერება კახეთიდან დაიწყო.


ყვარელში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე (კუდიგორის #2), სადაც წიგნების გამოფენა-გაყიდვაა და 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, მკითხველს დილის 10:00 საათიდან დახვდა სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა.


ასევე, ყვარელი პროექტ „მაკულიტერატურას“ მასპინძლობს. მომხმარებელს საშუალება აქვს, 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვალოს. თაბახის ფურცლების, ძველი წიგნების, ჟურნალ-გაზეთების სანაცვლოდ მათ ადგილზე ახალი და საინტერესო ლიტერატურის დიდი არჩევანი ელოდებათ.



25 - 26 ივლისს გამოფენა-გაყიდვა გადაინაცვლებს თელავში, თეატრის მიმდებარე ტერტორიაზე (ერეკლე II-ის ქუჩა). აქაც შესაძლებელი იქნება მაკულატურის გადაცვლა წიგნებში (1კგ=1 ლარს) .


image


25 ივლისს, საღამოს 19:00 საათზე კი თელავის "ბიბლუსი გალერეა“ ქართველ მწერლებს მასპინძლობს: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი, ნიკოლას მაჩაბელი თელაველ მკითხველს შეხვდებიან. ისინი ინტერაქციულ წიგნს "ფენიქსს" წარადგენენ. ეს სხვანაირი წიგნია, რომლის ანალოგი საქართველოში არ არსებობს და ერთგვარი ლიტერატურული ექსპერიმენტია.


image


26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება მაკულიტერატურის აქცია თელავში, რომლის ფარგლებშიც, 1კგ მაკულატურა =1 ლარის ღირებულების წიგნს.


შეგახსენებთ, რომ "ლიტერატურული გაჩერება", მთელი საქართველოს მასშტაბით, 19 აგვისტოს ჩათვლით გასტანს და ბახმაროში დასრულდება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს <<<



0
10
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0