x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508555
მაქვს იდეა! ორჯერ ნაპარლამენტარებს პარლამენტის წინ ვარსკვლავები გავუხსნათ-დავით კალანდია
image

პუბლიცისტმა დავით კალანდიამ სოციალურ ქსელში ირონიული, სახალისო პოსტი გამოაქყვეყნა, სადაც იდეით გამოდის ორჯერ, სამჯერ და მეტჯერ ნაპარლემენტარებს განსაკუთრებული წოდება ან ჯილდო გავუკეთოთ.


ახალი იდეით გავიღვიძე.
ეტყობა საკუთარმა უმოქმედობამ შემაწუხა, ვერაფერი ვარგე ჩემს ლამაზსა და მოწყენილ ქვეყანას, და ამიტომ მთელი ღამე იდეა მესიზმრებოდა.
გავიღვიძე და მივხვდი, რომ გადასარევი იდეაა.
სსრკ-ს დროს იყო სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდო - სოციალისტური შრომის გმირი.


მას აძლევდნენ სხვადასხვა დამსახურებისთვის პარტიულ, პროლეტარულ, გლეხურ და კულტურულ საქმიანობაში. კულტურის სფეროში ქართველებიც იყვნენ იმ სიაში - ვერიკო ანჯაფარიძე, გრიგოლ და ირაკლი აბაშიძეები, ლადო გუდიაშვილი, ნინო რამიშვილი, ვახტანგ ჭაბუკიანი, რამაზ ჩხიკვაძე...მართლა ღირსეული და საამაყო ხალხი, ვერაფერს ვიტყვი.
ხოდა...



ვინც ორჯერ მიიღებდა ამ წოდებას, იმას საბჭოური კანონმდებლობით, სიცოცხლეშივე, ბიუსტს უდგამდნენ სამშობლოში.
სსრკ აღარ არის (კიდევ კარგი). სოციალისტური შრომაც აღარ არის, მაგრამ...
მაგრამ სულს დღესასწაული სურს.
რაღაც სახალისო და სასიხარულო გვინდა, თორემ ცხოვრება მხოლოდ ნეგატივს გვთავაზობს, თანაც გრიგოლიას ისტერიული ინტონაციების თანხლებით.
მაქვს იდეა!


ორჯერ ნაპარლამენტარებს პარლამენტის წინ ვარსკვლავები გავუხსნათ.
სამჯერ ვინც იყოჩაღა და პარლამენტში შევიდა - ბიუსტები დავაყენოთ საცოვრებელი სახლის(სახლების) წინ.
და ოთხჯერ და მეტჯერ მოხვედრილს მივანიჭოთ "სერიული პარლამენტარის" წოდება და მათი ცხენოსანი ქანდაკება ქალაქის შესასვლელში ავღმართოთ.
ალბათ გიგი წერეთელი ამ შემთხვევაში დავით აღმაშენებლის ადგილას თუ არა, მის უკან ცხენზე უნდა იყოს შემოსკუპული.
ხომ კარგი იდეაა?



ასე რომ წინ და სიმღერით!

image

0
80
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0