x
image
ირინა მ.
ყველაზე ძვირფასი და უჩვეული სხეულის ნაწილები, რომლებიც ცნობილმა სახეებმა დააზღვიეს

image

მოდა სხეულის ნაწილების დაზღვევაზე გაჩნდა ჰოლივუდში, გასული საუკუნის 80-იან წლებში, მაშინ, როდესაც გახშირდა შემთხვევები ვარსკვლავებზე მანიაკებისა და თავზეხელაღებილი ფანების თავდასხმებისა. ახლა ასეთი დაზღვევით ვერავის გააკვირვებ. სანამ ჩვენ მანქანებს და ბინებს ვაზღვევთ, მდიდრები და ცნობილები დაზღვევის პოლისებს ყიდულობენ საკუთარი მკერდისთვის, ფეხებისთვის, უკანალისთვის და კბილებისთვისაც კი. თანხები გასაოცარია!

მერაია ქერი

image

დააზღვიოთ საკუთარი ფეხები? რატომაც არა! რამდენიმე წლის წინ მერაია ქერიმ თავისი ფეხები 1 მილიარდ დოლარად დააზღვია. ეს აბსოლუტური რეკორდი იყო.

image

დღეს მომღერლის ფეხები ცოტა გაუფასურებულია და სულ რაღაც 35 მილიონი დოლარი ღირს. ასეთივე თანხით მან თავისი ხმა დააზღვია.

თინა თერნერი

image

კიდევ ერთი "ოქროს ფეხები", რომელიც თინა თერნერს ეკუთვნის. თავისი უსასრულოდ გრძელი ფეხები, რომელსაც მომღერალი ახლაც ხაზს უსვამს მოკლე კაბებით (ის კი სხვათაშორის 78 წლისაა!) მან 32 მილიონ დოლარად დააზღვია.

ჰაიდი კლუმი

image

ეს ლამაზმანი, რომელიც ჭკუას კარგავს თავის ფეხებზე-ვიქტორია სეკრეტის "ანგელოზი", ჰაიდი კლუმია. თავისი ფეხები მოდელმა 2, 2 მილიონ დოლარად შეაფასა. ამასთან ჰაიდის მარცხენა ფეხი 200 ათასით ნაკლები ღირს პატარა ნაიარევის გამო.

რიანა

image

2007 წელს, მომღერალმა რიანამ "ჯილეტთან" სარეკლამო კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის შემდეგაც კომპანიამ ბარბადოსელი ლამაზმანის ფეხები 1 მილიონ დოლარად დააზღვია.

ჯენიფერ ლოპესი

image

ჯენიფერ ლოპესს ყველა იცნობს, მისი "ოქროს" მეხუთე წერტილიც ყველამ იცის. ჭორებს თუ დავუჯერებთ, მან თავისი უკანალი 800 მილიონ დოლარად დააზღვია

კიმ კარდაშიანი

image

კიმ კარდაშიანმა კი თავისი გამოჩენილი მეხუთე წერტილი 21 მილიონ დოლარად დააზღვია.

კაილი მინოუგი

image

ეს მინიატურული ავსტრალიელი ისე ამაყობს თავისი ფორმებით, რომ მანაც სასწრაფოდ დააზღვია თავისი უკანალი სულ რაღაც 5 მილიონ დოლარად.

მადონა

image

პოპის დედოფალს თავისი ბუნებრივი მკერდის დაზღვევა 20 მილიონ დოლარად სურდა, მაგრამ არცერთი კომპანია არ დათანხმდა ასეთ გარიგებას. საბოლოოდ მისი მკერდი 2 მილიონ დოლარად დააზღვიეს.

კლაუდია შიფერი

image

90-იანი წლების მთავარმა სუპერმოდელმა დააზღვია არა თავისი იდეალური სხეული, არამედ სახე-5 მილიონ დოლარად.

ჯულია რობერტსი

image

მსახიობი ჯულია რობერტსი პოპულარული მომხიბვლელმა ღიმილმა გახადა და რასაკვირველია არ უნდა მისი დაკარგვა, ამიტომ გააფორმა სადაზღვევო პოლისი კბილებზე. თანხამ 3 მილიონი შეადგინა.

კრიშტიანუ რონალდუ

image

სპორტსმენები აზღვევენ თავისი სხეულის "მუშა" ნაწილებს და ეს სრულიად ნორმალური პრაქტიკაა. საფეხბურთო კლუბმა "რეალ მადრიდმა" თავისი თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს ფეხები დააზღვია 100 მილიონ ევროდ!

0
468
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
468
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0