x
image
Yoona
Mediator image
ვან გოგი ავტომობილის ფანჯრიდან: იმპრესიონისტის შესანიშნავი გამოფენის ნახვის ახალი ვარიანტი
მაშინ როცა ყველა მუზეუმი მთელ მსოფლიოში შექმნილ სიტუაციაზე მორგების გზებს ეძებენ, ვინსენტ ვან გოგის გამოფენის ორგანიზატორებმა გამოსავალი იპოვეს. ისინი სურათების გამოფენას აწყობენ ისე, რომ სტუმრებს საკუთარი მანქანიდან გამოსვლაც არ სჭირდებათ.

image

კინოთეატრი მუზეუმი

image


ტორონტოში გამოფენის მოწყობა თავიდან მაისში იგეგმებოდა, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო. მუზეუმმა საკარანტინო ზომების ნაწილობრივი მოხსნის შემდეგ სტუმრების მიღება კვლავ დაიწყო.

image

„კოვიდ-19–ს გამო იძულებული ვიყავით, რომ არასტანდარტულად და შემოქმედებითად გვეაზროვნა“ – ამბობს კორი როსი, გამოფენის პროდიუსერი.

image

შოუ ორ შენობაში დიდი საწყობის ტერიტორიაზე ტარდება: ერთ შენობაში იატაკზე სპეციალური ნიშნულები და დასათვალიერებელი პლატფორმებია, რომ უზრუნველყოს სოციალური დისტანცია მათთვის, ვინც ფეხით გადაადგილებას უპირატესობას ანიჭებს. მეორე შენობაში ადამიანებს ავტომობილით პირდაპირ „ექსპონატებთან“ ჩავლა შეუძლიათ.

image

image

ჰოლანდიელი მხატვრის ტილოები მაღალი რეზოლუციით კედლებსა და იატაკზეა გამოსახული, რაც დამთვალიერებლებს საშუალებას აძლევს, რომ ხელოვნებას შიგნიდან ხედავენ, სანამ კედლებს მიღმა ვარსკვლავების ღამე მეფობს.

image

image

როსის თქმით, ავტომობილიდან ხელოვნების ნიმუშის დანახვა იმ ადამიანების უსაფრთხო დასვენებას უზრუნველყოფს, ვისაც სახლიდან გასვლა აშინებს. ასევე ამით სტუმრებიც და გამოფენის მომწყობებიც უნიკალურ გამოცდილებას იღებენ.


image


ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი იქნებოდა 25 ცნობილი ნახატი, კორონავირუსის კრიზისის დროს რომ დაეხატათ

image

სად არის მანე, სად მონე? ელემენტარული შპარგალკა მათთვის, ვისაც ხელოვნებაში გარკვევა სურს

image

მხატვარმა პატარა ქალთევზას ახალი ისტორია დახატა. ეს კლასიკურ ვერსიაზე უფრო მეტად მომწონს

image

ბერძენი მხატვრის სურათები, რომლებიც ჭეშმარიტი სიყვარულის სილამაზეს გვიჩვენებს

image

ყოველდღიური მომენტები, რომლებიც კარანტინის დროს ბედნიერს გვხდის

image

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
38