x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
„კიდე არ მოგწონთ მიშა და ვანო?“ „მკიდია, ვინ როგორ გამლანძღავს“... - ნინა წკრიალაშვილი
image


მომღერალი და ქართული შოუ ბიზნენის ერთ-ერთი წარმომადგენელი ნინა წკრიალაშვილი სოციალურ ქსლეში პოსტს აქვეყნებს და ქართული ოცნების მთავრობას აკრიტიკებს. მისი თქმით, ბოლო ხანს ქვეყანაში კრიმინალმა იმატა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში ყოფნის დრო გაიხსენა. მომღერალს მიაჩნია, რომ ყოფილი მთავრობის დროს არ იყო კრიმინალის დონე მაღალი და თავს დაცულად გრძნობდა.


„კიდე არ მოგწონთ მიშა და ვანო? მაგრა მკიდია ვინ როგორ გამლანძღავს. ხალხო გაიღვიძეთ! ხვალ შეიძლება ჩვენი შვილები მოკლან!“- წერს მომღერალი.


მის ამ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომღერალს ხალხის უმეტესობა ეთანხმებოდა, რომ კრიმინალის დონემ ქვეყანაში იმატა და ასევე არსებობს ბურუსით მოცული საქმეები, რომლებიც შესაბამისმა უწყებამ უნდა გამოიძიოს. ასევე პოსტის კომენტარებში ვკითხულობთ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მოსაზრებებს, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილ დანაშაულს ახსენებენ.



ზოგადად, ნინა წკრიალაშვილი მრავალი წელია მიშა სააკაშვილის აქტიურ მხარდამჭერად მოიაზრება. მანამდეც, ვიდრე ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში ის კულტურის სამინისტროში დასაქმდებოდა და მას შემდეგაც. ყველა ეტაპზე ის სააკაშვილის მიმართ სიმპათიებს ყოველთვის ღიად გამოხატავდა და არც მათ მხარდამჭერ შეხვედრებზე გამოჩენას ერიდებოდა.



1
426
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
426
  
2020, 24 ივლისი, 0:23
ნინა წკრიალაშვილი მომღერალიოოოოოო რამდენი ხანია ასე არ მიცინიააა. ეს თუ მომღერალია ჰამლეტ გონაშვილი ვინ იყო???? უიმე დედა ძლივს ამოვისუნთქე მომღერალიოოოოოოოოოო
0 1 1