x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
13 რამ რასაც მამაკაცები ქალებს არასდროს გაუმხელენ
ითვლება, რომ ქალი გამოცანაა. მაგრამ მამაკაცზე რაღას ვიტყვით? კაცობრიობის ეს ერთი შეხედვით თავდაჯერებული და ძლიერი წარმომადგენლები ზოგჯერ ძალიან სუსტები არიან და ისეთ საიდუმლოს მალავენ, რასაც ქალები ვერც კი წარმოიდგენენ.

თუ რას არ გაუმხელენ მამაკაცები ქალს არასდროს, ამას ამ სტატიაში წაიკითხავთ.

image


1. მეშინია


imageდარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მამაკაცისგან ამ სიტყვას ვერ მოისმენთ. მას ხომ უნდა, რომ ჩვენს თვალში სუპერმენი იყოს-ძლიერი, თავდაჯერებული და მამაკაცური.

ასეთმა მამაკაცმა არ იცის სიტყვა “შიში" და თუ პულსი მაინც აუჩქარდა და ოფლმა დაასხა, ის ნებისმიერ რამეს დაიბრალებს, მაგრამ არაფრის დიდებით არ აღიარებს, რომ ეშინია.


2.არ ვიცი, როგორ კეთდება

image“ძვირფასო, იქნებ ხელოსანი გამოვიძახოთ?"-არასდროს უთხრათ ეს სიტყვები თქვენს პარტნიორს, როცა ის რაღაცას აკეთებს. მას ხომ თავადაც შეუძლია ამის გაკეთება, უბრალოდ, “უნდა გაერკვეს". ინტერნეტში მოიძიებს, ინსტრუქციას გადახედავს და კიდევ ერთხელ ცდის.


3. ამის ფული არ მაქვს

imageროგორც წესი, ამ ფრაზას შეყვარებულობის პერიოდში ვერ მოისმენთ, როცა ის თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს და სხვადასხვა საჩუქრებით განებივრებთ.

აი, როცა დაოჯახდებით, მაშინ თავისუფლად შეუძლია იმის თქმა, რომ ოჯახის ბიუჯეტი გარკვეულ ხარჯს ვერ გაწვდება. თუმცა, ამასაც უკიდურეს შემთხვევაში იტყვის, რადგან იმის აღიარება, რომ ფული არ აქვს, მისთვის საკუთარი სისუსტის გამოვლენასთან ასოცირდება.


4.ვეჭვიანობ

imageმამაკაცებს არ უყვართ საკუთარი გრძნობების გამოხატვა. განსაკუთრებით ეჭვიანობის. ეს კი ბევრ ქალს სწყინს, რადგან ფიქრობენ, რომ მამაკაცისთვის სულერთნი არიან. თქვენ ცდებით: მაშინაც კი, როცა ის მშვიდი და თავდაჭერილია როცა თქვენ სხვა მამაკაცს ესაუბრებით, მასში ვულკანი იღვიძებს.

5.ჩვენც გვიყვარს კომპლიმენტები

imageკომპლიმენტებს, როგორც წესი, მამაკაცები უძღვნიან ქალებს. არადა, ძლიერი სქესის წარმომადგენლებსაც უსაზღვროდ სიამოვნებთ მათ მიმართ წარმოთქმული თბილი სიტყვები და კომპლიმენტები. პირდაპირ დნებიან.


6.ოსტატურად ვმალავ გრძნობებს

imageთუ ერთად უყურებთ დრამას, რომლის დასრულების შემდეგ მზად ხართ ცრემლებად დაიღვაროთ, ხოლო თქვენი პარტნიორი კი ოლიმპიურ სიმშვიდეს ინარჩუნებს, უგრძნობ ადამიანად ნუ ჩათვლით. მას უბრალოდ ემოციების დამალვა კარგად გამოსდის.


7. მოგვწონს თავის მოვლა

imageსუფთა ფეხსაცმელი, მოვლილი ფრჩხილები-ეს იმაზე მიუთითებს, რომ მამაკაცი თავს უვლის. თუმცა, მამაკაცი არასდროს გამოგიტყდებათ, რომ დამატენიანებელ საცხს ხმარობს ან სალონში დადის.


8.გვაბნევს ეშმაკური შეკითხვები

image“მეჩვენება, თუ წონაში მოვიმატე?" “როგორ ფიქრობ, ეს კაბა მიხდება?" “მოგწონს ჩემი ახალი ვარცხნილობა?" მსგავს შეკითხვებზე პასუხის გაცემა მამაკაცებს ძალიან უჭირთ, რადგან ისინი ძირითადად პირდაპირობას არიან მიჩვეულნი და ასეთ შემთხვევებში კი მათი პირდაპირობა შესაძლოა უსიამოვნების გამომწვევი იყოს


9.შენი მეგობარი მომწონს

imageარასოდეს ჰკითხოთ მამაკაცს აზრი სხვა ქალის გარეგნობაზე. ის არასდროს აღიარებს, რომ სხვა ქალი /თქვენი მეგობარი მოსწონს, თუნდაც მის წინ ნამდვილი სუპერმოდელი იდგეს.


10. თავდაჯერებული ქალები მოგვწონს

imageის ფილმები, სადაც მამაკაცები ლამაზ გოგონებს ქარიზმატული და მხიარული პუტკუნას გამო ტოვებენ, ნაწილობრივ მართალია. მამაკაცებს ძალიან მოსწონთ თავდაჯერებული ქალები და უმალ პუტკუნა და კონტაქტურ ქალს აირჩეევენ, ვიდრე დაკომპლექსებულ მოდელს.


11.ჩემთვის სულერთი არაა, როგორ გამოიყურები

imageმამაკაცს არ აინტერესებს გაქვთ თუ არა ბრენდული ნივთები და იყენებთ თუ არა ძვირიან კოსმეტიკას. მისთვის მთავარია მიმზიდველად გამოიყურებოდეთ.

გახსოვდეთ:ქალებს ყურებით უყვართ, მამაკაცებს კი თვალებით. ამიტომ, გარეგნობა მნიშვნელოვანია.


12.ჩვენც გაკვირდებით და გაფასებთ

imageქალები თავს პაემანზე სიტუაციის მფლობელებად გრძნობენ. ეჩვენებათ, რომ ყველაფერს თავად წყვეტენ, იმასაც, შედგება თუ არა შემდეგი შეხვედრა. და მათი თანხმობა იმაზეა დამოკიდებული, მოახდენს თუ არა მამაკაცი სათანადო შთაბეჭდილებას.

თუმცა, მამაკაცებიც აკვირდებიან ქალებს პაემანზე. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ მეორე დღეს ის არ დაგირეკავთ და ნურც რაღაცეებს წარმოიდგენთ სასიამოვნოდ დასრულებული ვახშმის შემდეგაც კი.


13.ჩვენ უბრალოდ არ მივდივართ

imageბევრი ქალი დარწმუნებულია, რომ მამაკაცს უბრალოდ ისე შეუძლია ურთიერთობა დაასრულოს. სინამდვილეში კი, თუ მამაკაცს თქვენთან ურთიერთობა აღარ სურს, ამას თავისი მიზეზიც აქვს.

რა მიზეზი?-აი, ამაზე ლაპარაკი კი მამაკაცებს არ უყვართ.

0
295
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0