x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იდუმალი ისტორია ქიმერა-ქალისა, რომლის სხეულშიც ორი ადამიანი ცხოვრობს
ტეილორ მული ცნობილი ფოტომოდელი და მომღერალია. გოგონა ცხოვრების აქტიურ წესს მისდევს და ბევრი ქალისათვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს, მაგრამ ბევრმა არ იცის, თუ რისი გადალახვა მოუხდა მას მანამ, სანამ წარმატებას მიაღწევდა და თავის ადგილს დაიმკვიდრებდა ცხოვრებაში.



image



როცა ტეილორი დაიბადა, დედამისმა გოგონას სხეულზე უცნაური ნიშნები ნახა: მას გარკვევით აჩნდა სწორი ხაზი, რომელიც ბავშვის ტანს ზუსტად ორ თანაბარ ნაწილად ჰყოფდა: ერთ ნახევარს ჩვეულებრივი, ბუნებრივი ფერის კანი ჰქონდა, მეორეს კი ღია-ვარდისფერი. შეშფოთებულმა დედამ დახმარებისათვის ექიმებს მიმართა, თუმცა ისინი დიდად არ დაინტერესებულან ბავშვის სხეულის უცნაურობით და დედა დაამშვიდეს, რომ ნიშანი სხვა არაფერი იყო, თუ არა თანდაყოლილი ხალი, რომ დროთა განმავლობაში ხაზი გაქრებოდა და სხეულის ორივე ნაწილს ერთანირი ფერი დაუბრუნდებოდა.



image



გავიდა წლები. მულს თანდაყოლილი ნიშნები არათუ არ გაუქრა, არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმაც იჩინა თავი: გოგონას სხეულის მარჯვენა და მარცხენა ნახევარი სხვადასხვაგვარად რეაგირებდა მწერების ნაკბენზე, ბავშვს ამოუვიდა კბილების ორმაგი რაოდენობა და გამოუმჟღავნდა ალერგია 150-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე. გარდა ამისა, ტეილორი იტანჯებოდა ციებ-ცხელებით, ქრონიკული დაღლილობით და ტკივილებით მთელ სხეულში.



image


წლების განმავლობაში გოგონამ უამრავ ექიმს მიმართა დასახმარებლად, თუმცა დიაგნოზს ვერავინ ვერ სვამდა და ექიმები მხოლოდ მხრებს იჩეჩავდნენ მულის ჩივილებზე და მხოლოდ მაშინ, როცა ტეილორს 26 წელი შეუსრულდა, მედიკოსებმა ბოლოს და ბოლოს მიაკვლიეს, თუ რა სჭირდა მას:

ერთხელ ტეილორი მოხვდა ექიმთან, რომელიც უიშვიათეს დაავადებებს იკვლევდა და ცნობილი გენეტიკოსი გახლდათ. მთელი რიგი კვლევების შემდეგ ექიმი მივიდა დასკვნამდე, რომ ტეილორი სინამდვილეში არის არა ადამიანი, არამედ ქიმერა. ეს ნიშნავს იმას, რომ გოგონას სხეული შედგება გენეტიკურად არაერთგვაროვანი უჯრედებისაგან.



image


მაგრამ რატომ მოხდა ასე? საიდან აღმოჩნდა ტეილორის სხეულში სხვადასხვა გენეტიკური წარმოშობის უჯრედები?- ყველაფერი დაიწყო ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე: თავდაპირველად ჩანასახში ორი ტყუპი განვითარდა, მაგრამ სულ მალე ის ერთ ნაყოფად გადაიქცა და ბავშვის განვითარებაც გარეგნულად ჩვეულებრივად, უპრობლემოდ გაგრძელდა. მაგრამ ქიმერიზმმა საბოლოოდ გამოიწვია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გაჩენა, რადგან ტეილორის ორგანიზმში არის სისხლის მამოძრავებელი ორი სისტემა და ორი იმუნური სისტემა, რომლებიც მტრულად არიან განწყობილი ერთმანეთის მიმართ.



image


გარკვეული დროის მანძილზე მული თავის დიაგნოზს მალავდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, კომპლექსებს სძლია და პირველად გამოჩნდა ფოტოზე ბიკინში გამოწყობილი, აღარ დამალა თანდაყოლილი დეფექტი და თავის თაყვანისმცემლებს მოუთხრო მისი სხეულის უცნაურობაზე.

ამჟამად ტეილორი აქტიურად მონაწილეობს ფოტო-გადაღებებში, მკაცრად იცავს დიეტას, რეგულარულადაა დაკავებული სპორტით და სულაც არ ცდილობს სხეულის არათანაბარი შეფერილობის შენიღბვას ტონალური კრემებითა და სხვა კოსმეტიკური საშუალებებით.



image





1
255
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
255
  
2020, 25 ივლისი, 13:20
ალბათ რთული ცხოვრება აქვს, ძნელია ერთ ორგანიზმში ჩასახლებულ ორ, არც კი ვიცი რა ვუწოდო გაუძლო...
0 1 1