x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
თელავის "ბიბლუსი გალერეაში" ინტერაქციული წიგნის "ფენიქსის" წარდგენა გაიმართება
image


25 ივლისს 19:00 საათზე თელავის "ბიბლუსი გალერეაში" (ბახტრიონისა და სააკაძის ქუჩების კვეთა) ინტერაქციული წიგნის "ფენიქსის" წარდგენა გაიმართება.


ავტორები: თეა ინასარიძე, ტორესა მოსი, ელის დოჯსონი და ნიკოლას მაჩაბელი, ამჯერად, თელაველ მკითხველს შეხვდებიან.


თხუთმეტი ნაწილისგან შემდგარ რომანს, რამდენიმე ალტერნატიული გაგრძელება და რვა, ერთმანეთისგან განსხვავებული დასასრული აქვს. ხაზებთან ერთად ჟანრებიც იცვლება. ნებისმიერი გემოვნების მქონე მკითხველი იპოვის თავის საყვარელ ჟანრს: დრამა, თრილერი, მისტიკა, სათავგადასავლო თუ დეტექტივი.



აქ სწორედ მკითხველი იღებს მონაწილეობას სიუჟეტის ფორმირებაში. ირჩევს გაგრძელებას და თავად ადგენს მისთვის სასურველ ალტერნატიულ რეალობას.


ფენიქსი“ საინტერესოა იმითაც, რომ მას ოთხი ავტორი ჰყავს: თეა ინასარიძე, ტორესა მოსი, ნიკოლას მაჩაბელი და ელის დოჯსონი ერთმანეთის დაწერილ ნაწილებს აგრძელებენ და მკითხველს დაუვიწყარ შეგრძნებებს და ემოციებს სთავაზობენ.


„პროექტის ჩანაფიქრი ამბიციურად გამოიყურებოდა. უნდა შეგვექმნა ერთი სიუჟეტის რვა ვერსია, რომელიც პერსონაჟების გადაწყვეტილებების მიხედვით განსხვავებულად განვითარდებოდა და თითოეულ ხაზს შესაბამისად, სხვადასხვა დასასრული ექნებოდა. ფაბულა თეა ინასარიძემ მოიფიქრა და პირველი გაგრძელების წერა უკვე ერთად დავიწყეთ. მნიშვნელოვანი იყო დეტალების შეთანხმება. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ამოცანას თავი გავართვით და მკითხველს საინტერესო ამბის ბევრნაირი ვერსია შევთავაზეთ”, - ტორესა მოსი, მწერალი.


ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება "ფენიქსის" პირველი სამი ნაწილი - "ასტროიდი", "გადატვირთვა" და "ჩაფერფვლა".


დასწრება თავისუფალია. მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ, დაუსვან ავტორებს კითხვები, გადაიღონ მათთან ერთად ფოტოები და აიღონ ავტოგრაფები.


იხილეთ ღონისძიების ბმული

0
3
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0