x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
თეთრი სახლის კაფეტერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
აშშ-ში თეთრი სახლის კაფეტერიის იმ თანამშრომლის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. კაფეტერია დაიხურა და არავინ იცის, ხელახლა როდის გახსნიან. მხოლოდ ზოგიერთ თანამშრომელს უთხრეს სავარაუდო დრო: ორი კვირა.


ეიზენჰაუერის სახელობის შენობა, სადაც კორონავირუსი გამოვლინდა, თეთრი სახლის კომპლექსის ნაწილს წარმოადგენს. მასში მოთავსებულია ადმინისტრაციის მაღალჩინოსანთა უმრავლესობის ოფისები, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტის კანცელარია და ეროვნული უშიშროების საბჭო.


თეთრი სახლი დაჟინებით აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. მიმდინარეობს აქტიური თერმოსკრინინგი და კოვიდ-19-ის სწრაფი ტესტების ჩატარება მათთვის, ვისაც ახლო კონტაქტი აქვს დონალდ ტრამპთან.


ამასობაში შეერთებული შტატების ტერიტორიაზე კორონავირუსის 4 100 875 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 146 183 შემთხვევა ფატალურად დასრულდა. დაინფიცირების 71 967 შემთხვევა გამოვლენილია ბოლო 24 საათის მანძილზე, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ყველაზე ფართოდ კორონავირუსი ნიუ-იორკში, კალიფორნიასა და ფლორიდაშია გავრცელებული. მაგრამ ამ ყოველივეს მიუხედავად დონალდ ტრამპს მაინც არ სურს აქტიური ზომების მიღება ეპიდემიის წინააღმდეგ.



თეთრი სახლი

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0