x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
გარდაცვლილი პროგრამისტის კურსელი ახალ ვერსიებზე საუბრობს
image


თეთრიწყაროს რაიონში გუშინ დილით 23 წლის გოგონა თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. თამარი 4 დღის განმავლობაში იძებნებოდა. ის პროგრამისტად მუშაობდა კომპანია “ზეგ”-ში და სამსახურიდან წასვლას აპირებდა. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად მისი საქმიანობა განიხილება, თუმცა კონკრეტული მიზეზები გამოძიებამ უნდა დაადგინოს.


სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა, მისმა ჯგუფელმა ვახტანგ ნოდაძემ, რომელიც ასევე პროგრამისტია. ის ამბობს, რომ გარდაცვლილს ერთად სწავლის დროს ბევრჯერ დახმარებია. კურსელი გოგონას გარდაცვალების მისეულ ვერსიებს გვთავაზობს.


გთავაზობთ მის მოსაზრებებს უცვლელად:



“ვფიქრობ, მინდა რაღაც დავწერო, თან არ მინდა. ალბათ მაინც დავწერ. მინდა თამუნას შესახებ ჩემეული ვერსია გაგაცნოთ.


პირველ კურსზე რომ მოვიდა, ცოტაოდენ რამეში ვეხმარებოდი სიტუაციის გარკვევაში და აქედან გამომდინარე გავიცანი. ძალიან წყნარი, საყვარელი და მშრომელი ადამიანი იყო. მონდომებულიც. მაშინ მითხრა რომ ქართულ-ფრანგულ ფაკულტეტზე აპირებდა გადასვლას მეორე სემესტრიდან და რა ინფორმაციაც მქონდა, ამაზეც მივაწოდე. აქედან გამომდინარეა დღეს რომ იხვევენ საფრანგეთში სწვალობდაო.


არა, ეგ სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო სწორად სრული სიმართლე არაა. ვინც მაგ მიმართულებაზე აგრძელებს(აგრძელებდა, მგონი ახლა გაუქმდა), შესაძლოა 1-2 სემესტრი საფრანგეთში მოუწიოს სწავლა თუმცა მეტი არაფერი. ამ 1-2 სემესტრსაც სტუდენტები ზოგადად(არა სრულად და თამუნას შემთხვევა არ ვიცი) უფრო გასართობად იყენებენ ხოლმე.


მოგეხსენებათ, უცხოეთში დამოუკიდებლად ცხოვრება საკმაოდ დიდი ფუფუნებაა ამ ასაკის ადამიანებისთვის.


პირველი სემესტრის შემდეგ ზოგჯერ მხვდებოდა ხოლმე უნივერსიტეტში და შარშან პატარა, მოკლეხნიან პროექტზე მოგვიწია ერთად მუშაობა. მაშინ ახალი დაწყებული ჰქონდა ამ პროფესიით მუშაობა.


ამას არ ვწერ მის დასაკნინებლად. დაწერის მიზანს ბოლოს ვიტყვი. ზუსტად 1 წლის წინ თამუნა იყო ჩვეულებრივი, დამწყები დეველოპერი, იმ ეტაპზე აი ყველანი სახეს რომ ვიხევთ კარიერა ავიწყოთ, ჩემთვის ძალიან საეჭვოა რომ მის “შემთხვევას” პროფესიასთან ჰქონდეს საერთო. მასაში გავრცელებულ საპირისპირო აზრს კი ჰოლივუდის ფილმებს ვაბრალებ, სადაც პროგრამისტი რაღაც სხვა განზომილების არსებად არის წარმოჩენილი, სუპერ ულტრა საიდუმლო ინფორმაციის მატარებლები, პენტაგონს რომ ტეხავენ კლავიატურაზე სწრაფად კაკუნით.


ვფიქრობ პრობლემაა არასწორ ეჭვზე გაყოლა, დროის ხარჯვაა და დამნაშავისა და რეალური პრობლემის გამოუშკარავებლობას უწყობს ხელს.
არის თუ არა შანსი მე ვცდებოდე? კი რა თქმა უნდა. შეიძლება თამუნა ბოლო ერთ წელიწადში რამე სენსიტიურ ინფორმაციას შეეჩეხა? კი. ეგ უფრო სავარაუდოა ვიდრე ის რომ პრობლემა სხვა რამეშია? არა. ამიტომ ვფიქრობ სადაც მეტია შანსია, იქ უნდა ვეძიოთ პრობლემა.


ასევე გასათვალისწინებელია გუშინ ქუჩის გადაკეტვა საპროტესტოდ და დღეს, 5 დღიანი ძებნის შემდეგ “უეცრად” პოვნა, რაც მე პირადად მაფიქრებინებს რომ აქამდე დიდად ტრაკს არ ანძრევდნენ ან კიდევ უარესი, მალავდნენ როგორც შეეძლოთ.


მოკლედ არ ვიცი. დაზუსტებით არც ახლა და მეეჭვება, დღევანდელი გამოძიების ხელში, ოდესმე გავიგო რამე. თუმცა ვფიქრობ უფრო კარგი იყო დამეწერა ეს ყველაფერი ვიდრე არა”-წერს ნოდაძე.



გავრცელებული ინფორმაციით, ოფისი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, პაატა ბურჭულაძის შვილს, შუქრი ბურჭულაძეს ეკუთვნის და ამ მისამართზე მარტში, კორონავირუსზე ცრუ შეტყობინების გამო, ჩხრეკა ჩატარდა. გუუშინვე შპს „ზეგ“-ის პროგრამირების მენეჯერმა, ნიკოლოზ გეჯაძემ თამარ ბაჩალიაშვილთან ბოლო მიმოწერა გაასაჯაროვა. შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ ​ბაჩალიაშვილს სამსახურიდან წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი და ფორმალური დეტალები აინტერესებდა.


როგორც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის LinkedIn-ის პროფილიდან ირკვევა, გარდა ZAG-ისა, ის კომპანია SpryFlash-ისთვისაც მუშაობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ტაბულა“ ავრცელებს. თამარ ბაჩალიაშვილს მითითებული ჰქონდა, რომ SpryFlash-ში 2019 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა დეველოპერად. SpryFlash ავსტრიული კომპანიაა, რომელიც ბაჩალიაშვილის მეორე სამსახურის, ZAG-ის მსგავსად პროგრამულ უზრუნველყოფაზე (IT) მუშაობს. კომპანიის ოფისი ავსტრიაში, ქალაქ ჰალაინშია. არ იძებნება ინფორმაცია SpryFlash-ის ქართული ოფისის შესახებ. სავარაუდოდ, ბაჩალიაშვილი აქაც ე.წ. აუთსორსინგის სისტემით მუშაობდა.

1
833
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
833
  
2020, 24 ივლისი, 7:03
დავიჯერო,რომ ტროლების ქარხანაში მუშაობდა და ეხლა მიზანმიართულად ხდება სახელის გაფუჭება? ადამიანი გარდაცვლილი ნახეს და ამბობენ,რომ 3-5 დღის გარდაცვლილია. ადგილი კი,როგოც ბიძა ამბობს არ უნდა იყოს შემთხვევის ადგილი,რადგან დაკარგვიდან მეორე დღეს იყვნენ იმ ადგილას მოსაძებნათ,გაესაუბრენ მწყემსებს და ნომრები გაცვალეს.როგორც ბიძა ამობობს,იქ იყო მწყემსები და არა მწყემსი ე.ი. ამ ადგილას ხშირად ხდება მათი გადაადგილება. თუ დაინახა 5დღეს,რატო ვერ დაინახეს მეორე ან მესამე დღეს. სიმართლე უნდა დადგინდეს და აზრი არ აქვს,ვის რა ფორმის,ზომის,ხარისხის დიპლომი ქონდა ან რამდენ ენას ფლობდა. ადამიანმა შეიძლება არ იცის არაფერი,მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს რო უნდა მოკლან და საქმე არ გამოიძიონ? წარმატებულ ადამიანებს ებრძვიანო და რატო ებრძვიან? წარმატებულსაც და წარუმატებელსაც შეიძლება მოუვიდეს თავში აზრად სუიციდი ან გახდეს მსხვერპლი.ტერორისტსაც რო კლავენ ეგ საქმეც გამოძიებული უნდა იქნეს და დადგინდეს ჭეშმარიტება. ნორმალურ საზოგადოებაში ტერორისტის უფლებებებსაც და თავისუფლებასაც იცავენ და დედა ტერეზებსაც. იმდენი განცხადება,კომენტარიდა ვერსია მოვისმინე,რომ ამ საზოგადოებას ნორმალურისგან ძალიან დაშორება აქვს. ზოგს ტვინის პრობლემები აქვთ და ე.წ. მრევლი გატყავებას ითხოვენ დამნაშავეების. პეტიციაც კი შექმნა ვიღაც გლუვტვინამ,რომ აღდგეს სიკვდილით დასჯა. სტატიები არ თარგმნოთ უცხო ენაზე,არ გაიგოს ვინმემ ასეთი საზოგადოება რო გვყავს,თორემ ნატო და ევროკავშირი კი არა,გაეროდანაც გამოგვაგდებენ.თფუი ამის დედაც...
0 1 1