x
image
Yoona
ბრინჯი და ფინიკი - მოამზადეთ საინტერესო სასმელი
ბრინჯი ერთ-ერთი უძველესი კულტურაა, რომელიც ჩინეთში ჩვ.წ.აღ-მდე 2800 წლის წინ არის მოხსენიებული. ბრინჯი მსოფლიოს ძალიან ბევრი ხალხის რაციონის მთავარი ნაწილია.

image

მსოფლიოში 4 ძირითადი კატეგორიის ბრინჯი არსებობს: ინდური, იაპონური, არომატული და წებოვანი ბრინჯი. არსებობს მოსაზრება, რომ 140 ათასზე მეტი სხვადასხვა სახეობის ბრინჯი არსებობს, მაგრამ ფართოდ მხოლოდ რამდენიმეა გავრცელებული.


ბრინჯის კოქტეილი


image

ამ გამაგრილებელი და გემრიელი სასმელის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:


100 გრ ბრინჯი

500 მლ წყალი

ფინიკი

დარიჩინი

როგორც ხედავთ, ძალიან ცოტა ინგრედიენტი დაგჭირდებათ და მათ პოვნას მარტივად შეძლებთ.


მომზადება:

image

ქვაბი წყლით აავსეთ და გაზზე დადგით. ადუღებას დაელოდეთ, ბრინჯი დაუმატეთ და მოხარშეთ. დაახლოებით ამ პროცესს 18 წუთი დასჭირდება. ქვაბიდან გადმოდგით და ბრინჯს კარგად გაგრილება აცადეთ.

ღრმა თასში ბრინჯი, წყლის ნახევარი და ფინიკი აურიეთ. კარგად დააბლენდერეთ. როცა მასა ერთგვაროვანი გახდება, დარჩენილი წყალი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.


image

სასმელის შესანახად ჰერმენტული ჭურჭელი გამოიყენეთ. სუფრაზე გატანის წინ შეიკერით შეანჯღრიეთ და ფილტრის დახმარებით ჩაასხით.

სასმელი მაცივარში შეგიძლიათ 1 კვირა შეინახოთ. უფრო სასიამოვნო ტკბილი გემოს მისაღებად ცოტა დარიჩინი დაუმატეთ, მაგრამ ეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.


ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ მოვამზადოთ გლინტვეინი თეთრი ღვინით და ხილით

image

ვისკის კოქტეილების 5 შესანიშნავი რეცეპტი

image

როგორ მოვამზადოთ ბროწეულის სანგრია ფორთოხლით

image

სახლში მომზადებული ფანტის რეცეპტი ყოველგვარი ქიმიური დანამატის გარეშე ბავშვებს ძალიან მოწონთ

image

პროდუქტები, რომლებიც ალკოჰოლთან ერთად არ უნდა მიიღოთ

image

0
52
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
52