x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა თვისებები ახასიათებთ კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს?
კურო-21 აპრილი-20 (21) მაისი; ზოდიაქოს მეორე და მიწის პირველი ნიშანია, მმართველი პლანეტა-ვენერა.



image




როგორც ასტროლოგები გვამცნობენ, კუროს ზოდიაქოს ქვეშ დაბადებული ადამიანები თბილები, მეგობრულები, ნაზები, ვნებიანები არიან, თუმცა შეიძლება ეს თვისებები დამალონ და გარეგნულად აგრესიულები ჩანდნენ.



კუროთა უმეტოსობას იტაცებს ხელოვნება, მუსიკა... მათ დიდი სასიცოცხლო ძალები აქვთ, მაგრამ იშვიათად ხარჯავენ პრაქტიკულ საქმეებზე.




იგი მშვიდობისმოყვარეა, უყვარს როდესაც გარშემო ყველაფერი ჰარმონიულადაა, მაშინ შეიგრძნობს თავის ძალას და შეუძლია, ნებისმიერი წამოწყება წარმატებით დაასრულოს. ძნელია კუროს გაბრაზება, თუმცა თუ ეს მოახერხეთ, მაშინ უნდა უფრთხილდეთ მის რისხვას.



image



მათი მთავარი თვისებებია კონსერვატიზმი, პრაქტიკულობა, ჯანსაღი აზრი, სწრაფვა ფინანსური სტაბილურობის, კომფორტის, ფუფუნებისკენ. კურო არასდროს გარისკავს თავისი კეთილდღეობით იდეის, ოცნების, მოჩვენებითი მიზნისთვის. ეს ერთ–ერთი ყველაზე სტაბილური და გონებით მოქმედი ნიშანია. ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენლებს შორის ყველაზე მეტად გვხვდებიან ფინანსისტები, ბანკირები, პოლიტიკოსები.



image



მშვიდი და გაწონასწორებული ბუნების მიუხედავად, კუროებს შესანიშნავად ეხერხებათ საზოგადოებაში საკუთარი გამოკვეთილი ადგილის დაკავება და ბევრისთვის ისინი პატივისცემისა და ნდობის ეტალონად ითვლებიან. კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს გასაოცარი ემოციური კომფორტის შექმნის უნარი აქვთ თანამოსაუბრისთვის, თუმცა საიმისოდ, რომ ვინმე სულში ჩაახედოს, კუროს საკმაოდ დიდი დრო და ნდობის მაღალი კოეფიციენტი ესაჭიროება.


0
203
2-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0