x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
10 ყველაზე ძლიერი სადაზვერვო სამსახური მსოფლიოში
სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ სადაზვერვო სამსახურებს, რომლებიც კრებენ ინფორმაციას ქვეყნის შიგნით და გარეთ და უზრუნველყოფენ მოსალოდენლი საფრთხეების პრევენციასა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით ათი ყველაზე ძლიერი და ეფექტური სადაზვერვო სამსახურის სიას.


10.ASIS(Australian Secret Intelligence Service)- ავსტრალიის ფარული დაზვერვის სამსახური- ფუნქციონირებს 1953 წლიდან, ბიუჯეტი შეადგენს 468 მილიონ დოლარს. ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სადაზვერვო სამსახურია მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურებთან.

image

9.MMS(Ministry of State Security in China)-ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთოების სამინისტრო-დაუძნდა 1983 წელს და იქიდან მოყოლებული ძალიან ეფექტურად ართმევს თავს ტერორზმთან ბრძოლის საქმეს ქვეყნის მასშაბით ისეთ რეგიონებში როგორებიცაა ტაივანი, ჰონგ-კონგი და მაკაუ.


image

8.RAW(Research And Analysis Wing India)-ინდოეთის კვლევისა და ანალიზის ფრთა-შეიქმნა 1968 წელს, ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირების დროს, როგორც დროებითი სადაზვერვო სამსახური, მაგრამ დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. უდიდეს როლს თამაშობს ტერორიზმთან ბრძოლაში.

image

7.DGES(Direction Generale De La Securite Exrerieure)- საფრანგეთის საგარეო უსაფრთოების გენერალური დირექტორატი- დაფუძნდა 1982 წელს პარიზში, წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 730 მილიონი დოლარია. ადრეულ 80-იანებში საბჭოთა საიდუმლო სამსახურების ქსელი სწორედ მის მიერ იქნა გამოაშკარავებული.

image

6.BND(Bundesnachrichtendienst)- გერმნიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური- ფუნქციონირებს 1956 წლიდან, მუშაობს ტერორიზმის, მასობრივი განადგურების იარაღის, ტექნოლოგიების არალეგალური გადატანის, ფულის გათეთრებისა და არალეგალური მიგრაციის საქმეებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაცია, რომელიც სამსახურმა ჩაატარა იყო 2003 წელს სადამ ჰუსეინის გეგმის გამოაშკარავება ბაღდადის დაცვასთან დაკავშირებით, სწორედ ამ მოვლენიდან ერთი თვეში განხორციელდა ინტერვენცია ერაყში.

image

5.MOSSAD(the institute for intelligence and special operations)- ისრაელის დაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების სამსახური- დაფუძნდა 1949 წელს, როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაცია. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სადაზვერვო სამსახურია მსოფლიოს მასშტაბით ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში. აღსანიშნავია, რომ 1960 წელს მის მიერ ჩატარებული ოპერაციით “გარიბალდი’’ არგენტინაში დააკავეს ნაცისტი ლიდერი ადოლფ აიხმანი, რომელიც იყო მთავარი დამნაშავე დაახლოებით 6 მილიონი ებრაელის საკონცენტრაციო ბანაკებში დეპორტირებაში და ფიზიკურ განადგურებაში, ის გადაყვანილი იქნა ისრაელში, სადაც 1962 წელს ჩამოახრჩვეს კიდეც.

image

4.FSB(Federal Security Bureau of Russian Federation)- რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ბიურო- შეიქმნა 1995 წელს და ცნობილია ანტიტერორისტული ოპერციების წამოებით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

image

3.ISI(Inter-Service Intelligence)- პაკისტანის სამსახურეობრივი დაზვერვა-შეიქმნა 1948 წელს. 1980 წელს გამოავლინა შეთქმულება, რომელიც პაკისტანის პრეზიდენტის, მუჰამედ ზია-ულ ჰაკის ჩამოგდებასა და ქვეყნის სათავეში ექსტრემისტული ისლამისტური მთავრობის მოყვანას ისახავდა მიზნად.

image

2.CIA(Central Intelligece Agency)-ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახური-დაფუძნდა 1948 წელს, წლიური 12.8 მილიარდიანი ბიუჯეტით ის მსოფლიოს უდიდესი ანტიტერორისტული სადაზვერვო სამსახურია. კრებს, ამუშავებს და აანალიზებს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს მსოფლიოს მასთაბით.

image

1.MI6(Military Intelligence Section 6)- დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის განყოფილება 6- შეიქმნა 1909 წელს, მაგრამ ოფიცილაურად 1994-ში გახდა საზოგადოებისათვის ცნობილი. მუშაობს ტერორიზმის, კიბერუსაფრთხოებისა და უსაფრთოების სფეროებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაციამ დიდი როლი ითამაშა პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს სწორედ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით შეიქმნა მანქანა “ენიგმა’’ გერმანელთა კოდის გასაშიფრად.

image

0
73
შეფასება არ არის
ავტორი:გვანცა ჩანგელია
გვანცა ჩანგელია
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0