x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას ღია წერილით მიმართავს

image


ქართული ოცნების მიერ კახეთში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის ერთერთი კანდიდატი დავით სონღულაშვილი, რომელიც ამჟამად გურჯაანის მოქმედი მაჟორიტარია და მომავალი მოწვევის პარლამენტში ოთხი მუნიციპალიტეტის ინტერესებს დაიცავს, ამომრჩეველს საგანგებო განცხადებით მიმართავს და ღია წერილს ავრცელებს. დავით სონღულაშვილი საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს ერთიან მაჟორიტარულ ოლქში იბრძოლებს.

.

გთავაზობთ მიმართვის ტექსტს უცვლელად:


.

„ჩემო დედოფლისწყაროელებო, საგარეჯოელებო, სიღნაღელებო და გურჯაანელებო!

.

ჩემთვის პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა, რომ თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, ოთხი წლის განმავლობაში წარმოვადგენდე თქვენს ხმას საქართველოს პარლამენტში.

.

მე-9 მოწვევის პარლამენტში წარმოვადგენდი გურჯაანს და საზოგადოების მხარდაჭერით, თვალსაჩინო და ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ.

.

წარმატების ფორმულა ბევრ ფაქტორს უკავშირდება. წლობით დაგროვებულ პოზიტიურ გამოცდილებას, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებულ საქმიანობას, „ქართული ოცნების” სწორ სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას და სტრატეგიას, ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და კონკურენციის წახალისებას.

.

მინდა, მადლობა გადავუხადო გურჯაანელებს გვერდში დგომისთვის, მუნიციპალიტეტისა და სოფლების სწორი საჭიროების შეფასებისთვის, ჩართულობისთვის და თანამონაწილეობისთვის.

.

წელგამართული ვხვდები ახალ გამოწვევას - ვიყო კახეთის მნიშვნელოვანი ნაწილის, ოთხი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი.

.

მე მჯერა, რომ მზად ვარ ამ გამოწვევისთვის!

მე მჯერა, რომ გავიმარჯვებ დიდი უპირატესობით და მექნება უზარმაზარი მხარდაჭერა!

.

მე მჯერა, რომ სწორი პოლიტიკით, სწორი სტრატეგიით და სწორი თანამშრომლობით, ჩვენ ერთად შევქმნით ევროპული ტიპის თვითმმართველობასა და მუნიციპალიტეტებს!


თითოეული ოჯახის, თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ!

#ერთადსაქართველოსწარმატებისთვის???????? - წერს სონღულაშვილი.

.

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი თვლის, რომ მმართველმა გუნდმა დღეს მაჟორიტარობის კანდიდატების განახლებული შემადგენლობა წარადგინა. კითხვაზე, დასახელებული 30 კანდიდატიდან რომელი იყო ახალი სახე, სონღულაშვილმა უპასუხა, რომ რამდენიმე მათგანი პარლამენტის წევრი აქამდე არ ყოფილა.

.

"ქართულ ოცნებას" ახალი სახეების დეფიციტი არ აქვს. პირიქით, სამაჟორიტარო და საპარლამენტო ცხოვრების ნაწილში აბსოლუტურად განახლებული გუნდი იქნება. ცხადია, გუნდი კიდევ ფართოვდება, დამატებით შემადგენლობას იხილავთ უკვე სიაში, თუმცა სამაჟორიტარო ნაწილში ძალიან დიდი ნაწილი განახლებულია. მაშინ მე გკითხავთ შემდეგნაირად: წარდგენილი კანდიდატებიდან რამდენი იყო უკვე პარლამენტის წევრი? მერებისა და გუბერნატორების მაჟორიტარობის კანდიდატებად წარდგენა ნიშნავს, რომ მათ ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვთ, " - განაცხადა სონღულაშვილმა.

.

მისივე განცხადებით, მაჟორიტარობა არ არის მარტივი და ეს პოზიცია საკმაოდ საპასუხისმგებლოა.

.

„მაჟორიტარი დეპუტატობის 30-ვე კანდიდატი არის უალტერნატივო და საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. ყველა კანდიდატის შერჩევის პირველი კრიტერიუმი არის პროფესიონალიზმი, თავის საქმის ერთგულება და ქვეყნის ერთგულება. მინდა, გუნდს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ნდობის გამოცხადებისთვის. მაჟორიტარი დეპუტატობა არ არის მარტივი. ეს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა საზოგადოების წინაშე. ეს საჭიროებს 24/7-ზე შრომას. აქედან გამომდინარე, მინდა მადლობა გადავუხადო, რომ ჩემი კანდიდატურა ასეთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე დასახელდა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იმ საზოგადოების ნდობა გავამართლო, ვინც არჩევნებში მხარს დამიჭერს, " - განაცხადა სონღულაშვილმა.


ცნობისთვის, დღეს პარტიამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ქვეყნის მასშტაბით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.



0
214
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0