x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სიყვარული კადრში და ზიზღი ცხოვრებაში: ცნობილი კინოწყვილები, რომლებიც ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ

image


ეკრანულ წყვილებს შორის გადასაღებ მოედანზე დაწყებული და რეალურ ცხოვრებაშიც იმავე წარმატებით გაგრძელებული რომანები უკვე აღარავის უკვირს, თუმცა სრულიად საპირისპირო შემთხვევებიც არსებობს, როდესაც ცნობილი კინოწყვილები კადრში ერთმანეთს სიყვარულს ეფიცებიან, მის მიღმა კი ერთმანეთი დასანახავად სძულთ.





რაიან გოსლინგი და რეიჩელ მაკადამსი


image


ფილმის გადაღების პროცესში რაიან გოსლინგსა და რეიჩელ მაკადამსს შორის ურთიერთობა იდეალური არ ყოფილა. ისინი ერთმანეთს გამუდმეით ხან ლანძღავდნენ, ხან ეკამათებოდნენ და ხანაც საქმეებს ურჩევდნენ. მეტიც, გოსლინგი ფილმის რეჟისორს ახალი პარტნიორის პოვნას სთხოვდა. თუმცა, ვინ იცის, მოგვეცემოდა კი ამ შესანიშნავი, რომანტიკული ფილმის - "უბის წიგნაკის" ხილვის საშუალება, ერთ მშვენიერ დღეს მსახიობებს შორის სიყვარულის ნაპერწკალი რომ არ გაჩენილიყო. ფილმის დასრულების შემდეგ რეიჩელი და რაიანი ერთმანეთს რამდენიმე წლის განმავლობაში ხვდებოდნენ, თუმცა წყვილი ერთმანეთს საბოლოოდ მაინც დაშორდა.





ლეონარდო დიკაპრიო და კლერ დეინსი


image


ფილმ "რომეო და ჯულიეტას" გადაღებების დროს ლეო ჯერ მხოლოდ 21 წლის იყო, 16 წლის კლერი კი სამსახიობო კარიერას მხოლოდ იწყებდა. დიკაპრიო საკუთარ პარტნიორს მეტისმეტად შებოჭილ და ერთ დაკომპლექსებულ გოგონად მიიჩნევდა, რომელსაც მუდმივად დასცინოდა და მასხრად იგდებდა. კოლეგის ასეთმა დამოკიდებულებამ ახალგაზრდა მსახიობის აღშფოთება და უკმაყოფილება გამოიწვია, ამიტომ კლერი ყველანაირად ცდილობდა რომეოსთან პირისპირ მხოლოდ გადასაღებ მოედანზე დარჩენილიყო.






ჯეიმი დორნანი და დაკოტა ჯონსონი


image


ფილმის გადაღების პროცესში და ეკრანებზე მისი გამოსვლის შემდეგაც ამ ეკრანული წყვილის გარშემო საკმაოდ ბევრი ჭორი დადიოდა. როგორც ზოგიერთი "ინსაიდერი" ირწმუნება, გადასაღებ მოედანზე დორნანსა და ჯონსონს შორის არანაირი "ქიმია" არ შედგა, რის გამოც გადამღები ჯგუფის წევრები ძალისხმევას არ იშურებდნენ რომ ეკრანულ წყვილს ერთმანეთის მიმართ რაიმე გრძნობა მაინც გამოეხატა. გავრცელებული ჭორების თანახმად, "შეყვარებულებს" შორის უთანხმოების მთავარი მიზეზი არც მეტი, არც ნაკლები - ჯეიმ დორნანის ეჭვიანი მეუღლე აღმოჩნდა.




კიმ ბესინჯერი და მიკი რურკი



image


ედრიან ლაინის 1986 წელს გადაღებული საკულტო, ეროტიკული მელოდრამა - "9 ½ კვირა", მთავარი როლის შემსრულებელ კიმ ბესინჯერს სასტიკად არ მოსწონდა და გადაღების პროცესის დავიწყებას შემდგომშიც სულ ცდილობდა. ჰოლივუდის ლამაზმანი ელიზაბეტ მაკგროუს როლს სასოწარკვეთილებისგან დასთანხმდა, ვინაიდან ვარსკვლავი დიდი ხნის განმავლობაში უმუშევარი იყო, "9 ½ კვირა" კი, მისი დიდ კინოში დაბრუნების ერთადერთ შანსს წარმოადგენდა. გადასაღებ მოედანზე მიკი რურკი და კიმ ბესინჯერი ერთმანეთის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას ვერ მალავდნენ. რურკი საკუთარ პარტნიორს გამუდმებით აბუჩად იგდებდა და დასცინოდა. ასეთი დაძაბული ურთიერთობა კი, მომავალ ვარსკვლავებს შორის მეტწილად, რეჟისორის მიერ იყო პროვოცირებული რომელიც გადასაღები მოედის მიღმა მათ ურთიერთობის საშუალებას არ აძლევდა და გადაღების პროცესში კოლეგებს შორის ჩხუბის გამოწვევას ყველანაირად ხელს უწყობდა, ვინაიდან სურდა ორივე მათგანს როლი რაც შეიძლება უკეთ მოერგო.




პატრიკ სვეიზი და ჯენიფერ გრეი



image


სვეიზისა და გრეის მიერ განსახიერებული ეკრანული ვნებები ფილმ "ბინძური ცეკვების" კადრს მიღმაც მძვინვარებდა. საქმე იმაშია, რომ მსახიობები, რომლებიც ფილმში მთავარ როლს ასრულებდნენ, ერთმანეთის ატანა არ ჰქონდათ. ჯენიფერი იმ დროისთვის ძალიან ახალგაზრდა და როგორც პატრიკი თვლიდა, საკმაოდ არაპროფესიონალიც იყო. როგორც ცნობილია, ფრენსის ჰაუსმანის როლის შემსრულებელი, გადამღებ ჯგუფს ერთი და იგივე სცენის გადაღებას რამდენჯერმე აიძულებდა, ხოლო თუკი ვინმე მის კრიტიკას ოდნავ მაინც შეეცდებოდა, მსახიობი ან ტირილს იწყებდა ან გადასაღები მოედნიდან გარბოდა, მის ამგვარ საქციელს კი მისი პარტნიორი ყოველ ჯერზე წყობიდან გამოჰყავდა.



ტომ ჰარდი და შარლიზ ტერონი




image


როდესაც გადასაღებ მოედანზე ერთმანეთს ასეთი ძლიერი პიროვნებები ხვდებიან, როგორც წესი კონფლიქტებიც გარდაუვალია. მცხუნვარე ნამიბიაში გადაღებების დროს, მსახიობები ერთმანეთს გამუდმებით აღიზიანებდნენ და სულ კამათობდნენ. ტომი თვლიდა რომ მისი პარტნიორი ზედმეტად გათამამებულია, შარლიზი კი, კოლეგას შეშლილს ეძახდა. თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, პარტნიორები საბოლოოდ მაინც დამეგობრდნენ. განშორებისას ჰარდიმ, შარლიზ ტერონს საკუთარი პოსტერი, შემდეგი წარწერით უსახსოვრა: "შენ ნამდვილი კოშმარი ხარ, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან მაგარიც, ძალიან დამაკლდები. სიყვარულით ტომი."





მერილ სტრიპი და დასტინ ჰოფმანი



image


რობერტ ბენტონის 1979 წელს გადაღებული ლეგენდარული დრამა "კრამერი კრამერის წინაღმდეგ" როგორც კრიტიკოსების, ასევე საზოგადოების მხრიდან დადებითად შეფასდა, ჯოანა კრამერის როლმა კი მერილ სტრიპს არც მეტი, არც ნაკლები - სანუკვარი "ოსკარი" მოუტანა. თუმცა, გადასაღებ მოედანზე ყოფნა მსახიობისთვის ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. საქმე იმაშია, რომ დასტინ ჰოფმანს საკუთარი პარტნიორი დიდად გულზე არ ეხატებოდა, ვინაიდან ის მუდმივად ცდილობდა სცენარში გარკვეული კორექტირების შეტანასა და ზოგიერთი დიალოგის თავის ჭკუაზე შეცვლას. მეტიც, ზოგჯერ დასტინს, მერილ სტრიპი წყობიდან განზრახ გამოჰყავდა, ის ხშირად უხსენებდა მას სიმსივნისგან გარდაცვლილ საქმროს - ჯონ კაზალეს, რომელსაც უხამსი სიტყვებით მოიხსენიებდა. ერთხელ, ჰოფმანმა პარტნიორს სასმელით სავსე ბოკალიც კი ესროლა, თუმცა საბედნიეროდ ააცდინა. გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ამ ფილმის შემდეგ მსახიობები ერთად მუშაობაზე ყოველთვის კატეგორიულ უარს აცხადებდნენ.




დევიდ დუხოვნი და ჯილიან ანდერსონი



image


ცნობილ ეკრანულ წყვილს ურთიერთობა საკმაოდ არაერთგვაროვანი ჰქონდა. თავიდან ანდერსონი კოლეგის მიმართ არამეგობრული იყო, ვინაიდან არ მოსწონდა აგენტ მალდერის მხოლოდ "მარჯვენა ხელი" რომ იყო, ჰონორარზე საერთოდ რომ აღარაფერი ვთქვათ, რომელიც ჯილიანს, დევიდთან შედარებით თითქმის 10-ჯერ ნაკლები ჰქონდა. თუმცა, დროთა განმავლობაში მსახიობებს შორის ყველა უთანხმოება მოგვარდა და კოლეგები ნამდვილი, უახლოესი მეგობრებიც გახდნენ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც ჯილიანსა და დევიდს შორის საიდუმლო რომანის შესახებ დღემდე მტკიცედ სჯერა.





ჯონი დეპი და ანჯელინა ჯოლი


image


ფილმ "ტურისტის" გადაღებისას ჯონი დეპისა და ანჯელინა ჯოლის გარშემო ბევრი ჭორ - მართალი დადიოდა. ზოგიერთი, ვარსკვლავებს შორის არსებულ რომანზე ეჭვობდა, ზოგიც დარწმუნებული იყო რომ ცნობილ სელებრითებს მხოლოდ წმინდა მეგობრობა აკავშირებდათ. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, პრესაში ინფორმაციამ არაერთხელ გაჟონა, რომ გადაღებების დროს მსახიობები ერთმანეთისგან იმდენად იღლებოდნენ რომ გადასაღები მოედნის მიღმა ყველანაირად ცდილობდნენ ერთმანეთს არ გადაკვეთოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დეპი საკუთარ კოლეგას დიდ პატივს სცემდა, მას საკმაოდ მომთხოვნ და მეტისმეტად თავშეკავებულ ადამიანად მიიჩნევდა, ანჯელინა კი, რომელიც საქმის მიმართ ყოველთვის ერთგულებითა და თავდაუზოგავობით გამოირჩევა, დეპის ეგოიზმი საშინლად აღაშფოთებდა, რომელიც როლზე მუშაობისას ელემენტარულად, თმის შეჭრასა და სათანადო ვიზუალის შესაქმნელად კატეგორიულ უარს აცხადებდა.





0
620
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
620