x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

image


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ ავტომანქანაში ნახეს. შეგახსენებთ, რომ ოჯახის წევრებმა ის ბოლოს, შაბათს, დაახლოებით დილის 9 საათზე ნახეს. დედის თქმით, მან შვილი მძინარე მდგომარეობაში დატოვა და შუადღის 2 საათზე დაურეკა, თუმცა გოგონას ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა. სახლში დაბრუნებისას კი, ოჯახის წევრებს არც მისი ავტომობილი დახვდათ ადგილზე, რის შემდეგაც მათ პოლიციას მიმართეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქუჩის კამერებმა "ჰიუნდაის" მარკის ავტომანქანა სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. ოჯახის წევრებისა და გამოძიებისთვის უცნობია, თუ რატომ იმყოფებოდა ახალგაზრდა ქალი ამ ტერიტორიაზე. სამძებრო სამუშაოებში ასევე ვერტმფრენები და მყვინთავებიც იყვნენ ჩართული.



0
168
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
168