x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მშობლების მიერ გამოყენებული აღზრდის სტილები
image

ალბათ, თითოეულ თქვენგანს ერთხელ მაინც უფიქრია თუ როგორ უნდა აღზრადოს სწორად შვილი. როგორ უნდა მიუდგეს მას, უნდა იყოს მომთხოვნი, თუ მუდმივად ბავშვის თვალით უნდა შეაფასოს სიტუაცია? მშობლები განსხავავებულ სტრატეგიებს მიმართავენ ბავშვის აღზრდისას, რომელთა შორის მკაფიო სხვაობებია. ზოგადად, აღზრდის ოთხი ძირითადი სტილი არსებობს. სანამ უშუალოდ მათ განამარტებაზე გადავალთ, მანამდე აუცილებელია განსაზღვროთ ის ორი განმზომილება, მომთხოვნელობა და გულისხმიერება, რომლითაც თითოეული აღზრდის სტილი ხასიათდება. მომთხოვნელობაში მოიაზრება მშობელი, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი, რომელიც ცდილობს შვილს საზოგადოებაში მიღებული ნორმები გადასცეს. ხოლო, გულისხმიერებაში მოიაზრება მშობლის მხრიდან ბავშვის ინდივიდუალურობის გათვალისწინება და აღიარება.



ავტორიტეტული აღზრდის სტილი ყველაზე მეტად ეფექტურია, რადგანაც თანაბრად მოიაზრებს გულისხმიერებასა და მომთხოვნელობას. ამ დროს, მშობელსა და შვილს შორს ორმხრივი ძლიერი კომუნიკაცია მყარდება. ეს მიდგომა მშობლების მხრიდან ითვალისწინებს, შვილებისთვის საზოგადოებაში მიღებული ნორმებისადმი შესაფერის ქცევის მოთხოვნას. თუმცა, ამავდროულად მშობლები გულისხმიერეად ეპყრობიან საკუთარ შვილებს და ყოველთვის აძლევენ შესაძლებლობას ურთიერთობის ინცირების, რაც თავის მხრივ თვითრეგულაციის უნარს ავითარებს.



მეორე აღზრდის სტილი არის ავტორიტარული, რომელიც მხოლოდ მომთხოვნელობაზეა ორიენტირებული. ავტორიტარული მშობლები შვილებისაგან მოითხოვენ საზოგადოებაში მიღბული ნორმების დაცვას. ბავშვებს სრული დისციპლინა მოეთხოვებათ. ამ დროს, მშობლები არაგულისმიერები არიან, შესაბამისად, ისინი არ ითვალისწინებენ შვილების ინდივიდუალურ თავისებურებებს.




მესამე, მომთმენი, ანუ ლიბერალური აღზრდის სტილის დროს მშობლები გულისხმიერები არიან, თუმცა არა - მომთხოვნები, შესაბამისად, ბავშვები მშობლებისაგან ვერ სწავლობენ იმ საზოგადოებრივ წესებს, რომელშიც ცხოვრება უწევთ.



და ბოლოს, უყურადღებო მშობლები, არც მომთხოვნელობაზე და არც გულისხმიერებაზე არიან ორიენტირებულნი. ამ აღზრდის სტილის დროს, მშობლები თითქოს განზე მდომ პოზიციაში იმყოფებიან, რადგანაც ისინი შვილებისაგან არ მოითხოვენ საზოგადოებრივი ნორმების დაცვას და ამასთანავე, არც შვილების ინდივიდუალურობას აქცევენ ყურადღებას.


0
24
1-ს მოსწონს
ავტორი:ბარამიძე ანა
ბარამიძე ანა
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0