x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ვინ არის სინამდვილეში უკრაინელი "ექსპერტი",რომელიც შაქარაშვილის საქმეზე გვარამიას ეთერში საუბრობდა?
image

მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას გადაცემა "მთავარ აქცენტებში" მიწვეული ჰყავდა უკრაინელი კრიმინალისტი გალინა კარმოშინა, სადაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საკუთარ ვერსიაზე საუბრობდა და ეჭვქვეშ აყენებდა აქაური ექპერტიზის დასკვნებს.


ქალის განცხადებით, შაქარაშვილის სხეული რეალურად წყალში 4 დღე არ იყო, რადგან "ექსპერტიზის პასუხების და ფოტოების საფუძველზე გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ის 48 საათზე ნაკლები დროის გარდაცვლილია, რადგან წარმოუდგენელია გვამური გაშეშებები ცხედარს ჰქონდეს 84 საათის მანძილზე”.


ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს, რომ სინამდვილეში უკრაინელი „დამოუკიდებელი ექსპერტი"გალინა კარმუშინა გიდია და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივარია.ამის დამადასტურებლად სოციალურ ქსელში სქრინებს აქვეყნებს.



"ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო.

ხომ გახსოვთ იოსებ კაკალაშვილი, ანუ იგივე ჯოზეფ ქეი? ადამიანი, რომელიც იყო ტაქსის მძღოლი აშშ- ში და გვარამიამ აქცია ყველაზე მდიდარ კაცად, ბიზნესმენად თავისივე გვარით - ქეი) რომელმაც ტაქსის მძღოლობით “იყიდა" ტელეკომპანია იმედი.

ახლაც იგივე გრძელდება.

ჯერ იყო და აშშ-ში თუ კი სადმე კლინიკაში დამლაგებლად ვინმე ქართველი იყო (დამლაგებლის პროფესიას არ ვეხები, უბრალოდ სამედიცინო კუთხით მუშაობის გამოცდილებაზე ვაპელირებ) ყველას აზრი გამოიყენეს როგორც ექსპერტის, ინფექციისა და ეპიდემიის დარგში და ლამის მსოფლიო დონის უმაღლესი ხარისხის ექიმებად გაგვაცნეს ეს ადამიანები.

დღეს კიდევ, გვარამიას ეთერში ყავდა ქალბატონი, რომელმაც ლამის ანგელოზი ბავშვის მკვლელობის საქმე კი არა, რამდენიმე გაუხსნელი საქმეც გახსნა მსოფლიო მასშტაბით, არადა გაინტერესებთ ეგ ქალბატონი ვინ იყო? ქალბატონი გახლავთ გიდი თბილისში, რომელიც უკრაინის კი არა, რუსეთის მოქალაქეა.


მოკლედ, ტაქსის მძღოლებით უვარდებოდნენ ადრე ტელევიზიებს და ახლა კიდევ, სტომატოლოგებითა და გიდებით აპირებენ კორონა და რამდენიმე გაუხსნელი საქმე დაამარცხონ!!!


აღარც კი მეცინება, ჩვეულებრივი მანიაკები არიან რომლებსაც არც ტვინი აქვთ და არც ნამუსი, რომ უბრალოდ გაქრნენ და საზოგადოება აღარ დაწამლონ!!!"-წერს ლატარია.

image

imageimage

0
489
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
489
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0