x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
როდის არის ქოლესტერინი სასარგებლო და როდის საშიში?

ქოლესტერინი ცხიმის ნაირსახეობაა. ის წყალში უხსნადია, იხსნება მხოლოდ ცხიმებში და ორგანულ გამხსნელებში. ქოლესტერინის დაახლოებით 80% გამოიმუშავებს ადამიანის ორგანიზმი, დანარჩენი 20% ორგანიზმს მიეწოდება საკვებიდან.

არტერიების კედლებზე ქოლექტერინი წარმოქმნის ცხიმოვან ფოლაქებს და ავიწროვებს სისხლძარღვის სანათურს, უსწორმასწორო კედლები თრომბების წარმოქმნას უწყობს ხელს და შესაძლოა, სისხლის მიმოქცევის სისტემის რომელიმე უბანი დაახშოს. თუ ასეთი რამ გულის სისხლძარღვებში მოხდა, ვითარდება ინფაქტი, თუ ტვინის სისხლძარღვებში - ინსულტი.

image

ზედმეტი ქოლესტერინი = ზედმეტ პრობლემებს.

ქოლესტერინის დონე სასურველია 150 მგ/დლ (3.9 მმოლ/ლ)-ზე ქვემოთ შევინარჩუნოთ. 200 მგ/დლ (5.2 მმოლ/ლ) უკვე საშიში ზონაა, შემდგომი მატება - მით უფრო.

ქოლესტერინი წყალში არ იხსნება, ამიტომ ცილებთან ერთად ე.წ ლიპოპროტეინებს ქმნიან.

დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების - HDL - 55% ქოლესტერინია, მათ "ცუდი" უწოდეს. მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების - LDL - ნახევარი ცილაა, ქოლესტერინიკი კი 13%. მათ "კარგს" უწოდებენ, რადგან ზედმეტი ქოლესტერინი უჯრედებიდან გამოაქვთ.

ამიტომ სისხლში ქოლესტერინის დონის განსაზღვრა არ კმარა. თითოეული ფრაქცია ცალ-ცალკე უნდა განისაზღვროს. სასურველია, ქოლესტერინის მეოთხედი მაინც მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებში იყოს.

რაც უფრო მაღალია LDL და დაბალია HDL, მით უფრო იმატებს სისხლძარღვების დაზიანების საფრთხე.

0
102
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0