x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში ერთ დღეში ძაღლებმა15 ადამიანი დაკბინეს
image

დედოფლისწყაროში ამ ბოლო დროს შენიშნება უპატრონო ძაღლთა სიმრავლე. ძალიან ხშირია დაკბენა, დაკაწვრის შემთხვევები, მხოლოდ გუშინ , შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულებაში 15 ადამიანს ჩაუტარდა ცოფის საწინააღმდეგო აცრა.




რაიონის ჯანდაცვის ცენტრში აღნიშნავენ, რომ წელს ადამიანებში ცოფის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რამდენადაც ცნობილია, არც ცხოველებში დაფიქსირებულა ცოფის შემთხვევა.



"ჩვენი მოვალეობაა დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულების მომარაგება ვაქცინით, 2020 წელს უკვე გადავეცით 589 ცოფის საწინააღმდეგო დოზა. წელს ადამიანებში ცოფის შემთხვევა არ დაფიქსირებულა"- ამბობს დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგი, ლალი ალადაშვილი.




დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დავით ფხოველიშვილი კი აცხადებს, რომ:



" პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს უპატრონო ძაღლებზე კანონპროექტის შეტანა, მანამდე, მთავრობიდან ველოდებით რეკომენდაციების ჩამოსვლას.2019 წელს მოხდა 30-მდე უპატრონო ძაღლის თელავში წაყვანა, კასტრირება და ცოფზე აცრა, წელს ამის საშუალება არა გვაქვს."



ძაღლთა უფლებების დაცვიდან გამომდინარე იკრძალება მათი დახოცვა, არადა, აგრესიულ ძაღლთა რაოდენობა, ასევე მოქალაქეების დაკაწვრა, დაკბენის შეთხვევები იზრდება. ფაქტია, რომ აუცილებელია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ გაატაროს ღონისძიებები უპატრონო ძაღლებისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით.




0
71
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0