x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
წარმატებული სელებრითი ადამიანები, რომელთაც უმაღლესი განათლება არ აქვთ
image

ჯესიკა ალბა

Claremont High School-ის დასრულების შემდეგ, ჯესიკამ ნიუ-იორკში, Atlantic Theater Company-ს სამსახიობო კურსებზე გადაწყვიტა სიარული. 2000 წელს, 19 წლის ასაკში ალბამ სწავლას თავი დაანება და Dark Angel-ში მიიღო მონაწილეობა. როლმა ჯესიკას ოქროს გლობუსის ნომინაციაც კი მოუტანა.

image

ბიონსე

მანამ, სანამ მომღერალი მუსიკალური ჩარტების სათავეში მოხვდებოდა და Coachella-ს პირველი შავკანიანი ქალი ჰედლაინერი გახდებოდა, ბიონსემ Alief Elsik High School მიატოვა და ოცნებისკენ დაიწყო სვლა. ბიონსეს მთავარი საზრუნავი გოგონების ჯგუფი Destiny’s Child გახლდათ, რომელმაც სინგლებით: Say My Name და Survivor დიდ წარმატებას მიაღწია.

image


ჯეი ზი

მეუღლის მსგავსად, ჯეი ზისაც კოლეჯში არასოდეს უსწავლია. Eli Whitney High School-ის დამთავრების შემდეგ, ჯეი ზიმ საბუთები არა ერთ სასწავლებელში შეიტანა, თუმცა სწავლის ნაცვლად, კონცენტრაცია სადებიუტო ალბომზე Reasonable Doubt-ზე მოახდინა.

image

რიანა

ბარბადოსში დაბადებული და გაზრდილი რიანა, 16 წლის ასაკში სერიოზული დილემის წინაშე აღმოჩნდა. მან გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად მიიღო, სკოლა მიატოვა და Def Jam Records-თან დაიწყო თანამშრომლობა. მალევე რიანა ისეთი ჰიტების ავტორი გახდა, როგორებიც Pon de Replay, SOS და Unfaithful-ია.

image

პრინცი ჰარი

დიდ ბრიტანეთში, Eton College-ში ჩაბარების შემდეგ, პრინცმა ჰარიმ აკადემიური წელი აიღო და ავსტრალიაში, ფერმაში სამუშაოდ გაემგზავრა. 2005 წელს სასექსის ჰერცოგმა სამხედრო სამსახური მოიხადა Royal Military Academy Sandhurst-ში და ლეიტენანტის წოდება დაიმსახურა.


image

ლეონარდო დიკაპრიო

ლოს-ანჯელესში, John Marshall High School-ის მიტოვების შემდეგ, ლეოს კოლეჯში ჩაბარებაზე არც უფიქრია. 1992 წელს, ის რობერტ დე ნირომ This Boy’s Life-ში მთავარი როლისთვის შეარჩია, რასაც What’s Eating Gilbert Grape-ში შესრულებული როლი და პირველი ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაცია მოჰყვა.

image

0
126
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0