x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134521
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
გოგონას ეგონა,რომ საიმედო გამცილებელი ჰყავდა,თუმცა ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა

image

20 წლის კილი ბიონკერმა(Keeley Bunker)სტაფორდშირიდან დიდი ბრიტანეთი, საკუთარი დაბადების დღიდან რამდენიმე დღის შემდეგ, გადაწყვიტა მეგობართან ერთად წასულიყო პოპულარული რეპერის კონცერტზე. კონცერტის დასრულების შემდეგ, გოგონებმა გადაწყვიტეს საღამო ღამის კლუბში გაეგრძელებინათ, სადაც შეხვდნენ თავიანთ მეგობარს უესლი სტრიტს.


გვიან ღამით ახალგაზრდებმა სახლში წასვლა გადაწყვიტეს, რა დროსაც კილის მეგობარმა სთხოვა, რომ ღამით მასთან დარჩენილიყო.

image

"არა, რაღას დავრჩე, ძალიან დავიღალე, ჩემს საწოლში მინდა, აგერ არ არის უესლი?გამაცილებს სახლში, ის ხომ ჩემს მეზობლად ცხოვრობს"-ასე უპასუხა კილიმ დაქალს.
მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი საკმაოდ მთვრალი იყო, ის, როგორც ნამდვილი ჯენტლმენი, დათანხმდა გოგონას სახლში გაცილებას. მაგრამ კილი სახლში არც დილით, არც შუადღისას და არც საღამოს გამოჩნდა. ოჯახმა განგაში ატეხა.
image
კილის ახლობლები და მოხალისეები პოლიციელებთან ერთად ერთობლივი ძალებით შეუდგნენ გოგონას ძებნას და მალევე იპოვნეს პარკში მდებარე რუსთან. მისი სხეული სანახევროდ წყალში იყო და ტოტები ჰქონდა გადაფარებული. გოგონას ლეგინსი და საცვალი სანახევროდ ჩაწეული ჰქონდა, ხოლო კისერზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.
დანაშაულის ადგილის პირველადი დათვალიერების შემდეგ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გაუპატიურებას და მკვლელობას ჰქონდა ადგილი.
image

უესლი დააკავეს, როგორც პიროვნება, რომელმაც გოგონა უკანასკნელმა ნახა. ბიჭი ირწმუნებოდა, რომ მან ტელეფონის კაბინამდე მიაცილია კილი, შემდეგ კი სახლში წავიდა. მაგრამ შემდეგმა გამოძიებამ, კამერებიდან ამოღებულმა ჩანაწერებმა, დნმ-ის ანალიზბმა, უესლის სახეზე ნაკაწრებმა დაადასტურა მისი ბრალეულობა.
მეტიც, შემდგომი გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ კილი არ იყო ბიჭის პირველი მსხვერპლი, თუმცა პირველი მოკლული.მანამდე მოძალადე მინიმუმ სამ გოგოს დაესხა თავს, მათ შორის არის არასრულწლოვანი. ბიჭი არ აღიარებს დანაშაულს, გამოძიება გრძელდება.
image
1
923
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
923
  
0 1 1