x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
ვაქცინის გამოცდის შემდეგ,კორონავირუსზე ყველას იმუნიტეტი გამოუმუშავდა
image

ყველა მოხალისეს, ვინც ტესტირებას გადიოდა COVID-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი ჩამოუყალიბდა. ამის შესახებ РИА Новости-ის განუცხადა სეჩენოვის სახ.უნივერსიტეტთან არსებული მედიკამენტების კლინიკური შესწავლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ელენა სმოლიარჩუკმა.(ფოტოზე)




მისი თქმით, იმუნიტეტი ჩვეულებრივ ყალიბდება აცრიდან რამდენიმე დღეში. ”ეს არის ინდივიდუალური რეაქცია ვაქცინზე, ” - განმარტა მან.



სპეციალისტმა აღნიშნა, რომ სამი კვირის შემდეგ, როდესაც იმუნური სისტემის რეაქცია იწყება, ამ დროს ხდება ორგანიზმის მაქსიმალური დაცვა, თუმცა ჯერ კიდევ ძნელია იმის თქმა, აცრის შემდეგ კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება იმუნიტეტი. ამ კითხვაზე პასუხს მეცნიერები კლინიკური კვლევების შემდეგ ეტაპზე გასცემენ.




იმ შემთხვევაში თუ ვაქცინის ეფექტურობა დამტკიცდება და დარეგისტრირდება, დაიწყება მასშტაბური პოსტრეგისტრაციული კვლევები. მასში მონაწილეობას მიიღებს უამრავი ადამიანი, ვისაც აცრა გაუკეთდება და თვალყურს მივადავნებთ, რათა მივიღოთ პასუხი კითხვაზე, -თუ რამდენ ხანს გაგრძელდება იმუნიტეტი.



რუსეთში დასრულდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოწმება, რომელშიც ძირითადა სამხედრო "მოხალისეები" მონაწილეობდნენ




20 ივლისს, მეორე, ბოლო, მოხალისეთა 20 კაციანი ჯგუფი გაწერეს სამხედრო ჰოსპიტალიდან - მათზე ცდებს ატარებდა გამალეის სახ.ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითი ცენტრი.



ცენტრის მკვლევართა მტკიცებით, მონაწილეებს გამოუმუშავდათ კორონავირუსის საწინააღმდეგო აუცილებელი ანტისხეულები.



ამასთანავე ამერიკული გამოცემა Bloomberg-ი "სანდო წყაროზე" დაყრდნობით ამტკიცებს, რომ თითქოს რუსეთის ბიზნესისა და პოლიტიკური ელიტის ათეულობით წარმომადგენლებს ჯერ კიდევ აპრილის თვეში გაიკეთეს Covid-19– ი ექსპერიმენტული ვაქცინა (ნახე სტატია)



image

ასევე იხილეთ

მოსახლეობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისას სირთულეები შეიძლება წარმოიშვას არა მხოლოდ ვაქცინის შემუშავების ეტაპზე და შემდგომ განაწილებაზე, არამედ დაბრკოლება იქნება ვაქცინის გაკეთების მხრივაც.ამერიკელების სოლიდური ნაწილი ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს, არა და კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ...

0
216
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0