x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
„დადგა დრო „მასტერშეფში“ კაცმა გაიმარჯვოს“ - რა შეიცვალა ნუცა სურგულაძის ცხოვრებაში გამარჯვების შემდეგ
image


ქვეყნის ყველაზე მაღალრეიტინგული კულინარიული პროექტის „მასტერშეფის“ მესამე სეზონის ფინალამდე 1 კვირაზე ნაკლები დარჩა. ფინალისტებს შორის არჩევანის გაკეთება ნამდვილად რთული იქნება და მაყურებელი უკვე მოუთმენლად ელის, ვინ გახდება მასტერშეფის ტიტულის მფლობელი - სერგო, იანა, თუ ანნა.


სანამ მესამე სეზონის გამარჯვებულის ვინაობას გავიგებთ, Gemrielia.ge მეორე სეზონის გამარჯვებულს, ნუცა სურგულაძეს, დაუკავშირდა. როგორ შეიცვალა ნუცას ცხოვრება „მასტერშეფში“ გამარჯვების შემდეგ, როგორ გამოიყენა კარანტინის პერიოდი ახალი საქმის დასაწყებად და ვის გულშემატკივრობს მესამე სეზონის ფინალში, წაიკითხეთ ინტერვიუში.


- როგორ გაგრძელდა ცხოვრება „მასტერშეფის“ შემდეგ?



- გეგმები მქონდა, თებერვალში სწავლის გასაგრძელებლად უცხოეთში უნდა წავსულიყავი, მაგრამ კორონავირუსმა, როგორც ყველას, მეც შემიცვალა გეგმები. ამის მიუხედავად, წარმატებულად გამოვიყენე ეს პერიოდი, საკუთარი კულინარიული ბლოგი გავაკეთე, რომლის ცნობადობას „მასტერშეფში“ გამარჯვებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ბლოგს ძალიან ბევრი კარგი გამოხმაურება მოჰყვა და უზომოდ მიხარია.


ამავე დროს, რამდენიმე რესტორანს ვუწევ კონსულტაციას. ასე რომ, ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს და ბედნიერი ვარ, რომ ვერც კორონამ ვერ გამაჩერა.


image


- მესამე სეზონს თუ ადევნებდი თვალს, როგორ შეაფასებდი?


- რა თქმა უნდა, ყოველ კვირას ვუყურებ, რადგან ასეთი პროექტი ქართულ რეალობაში ნამდვილად იშვიათია. ვფიქრობ, ძალიან განსხვავდება მესამე სეზონი წინა სეზონებისგან: განსხვავებული ტიპაჟის კონკურსანტები არიან, პროფესიონალიზმი მაღალია, ძალიან დახვეწილ კერძებს ამზადებენ. სეზონი ნამდვილად შედგა!


- სეზონის დასაწყისში თუ გყავდა უკვე რჩეული კონკურსანტი, რომელსაც გულშემატივრობდი?


- დიახ, ქეთო, რადგან ბევრი საერთო გვაქვს - ახალგაზრდა გოგონები ვართ, რომლებსაც ძალიან გვიყვარს კულინარია. ია, მე, ქეთო - „მასტერშეფის“ გამარჯვებულთა კარგი ტანდემი იქნებოდა და ძალიან დამწყდა გული, რომ ქეთო ფინალში ვერ მოხვდა.


image


- ფინალისტებს შორის ვის გულშემატკივრობ?


- სერგოს, რადგან ვთვლი, რომ დადგა დრო „მასტერშეფში“ კაცმა გაიმარჯვოს. ძალიან ნიჭიერია და ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. ამიტომ, ვფიქრობ, ნამდვილად იმსახურებს მასტერშეფის ტიტულს.


- რა რჩევას მისცემდი ფინალისტებს დიდი ფინალის წინ?


- რადგან თავად გეგმავენ მენიუს, აუცილებლად კარგად, დეტალურად უნდა გაწერონ თავიანთი კერძები, რომ დროშიც ჩაეტიონ და მენიუს თითოეული კომპონენტი ერთმანეთს უხდებოდეს. ვერ ვეტყვი, რომ არ ინერვიულონ, რადგან ნერვიულობა აუცილებელია, ადრენალინის გამოყოფა საოცარი მომენტია.



0
196
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0