x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
რატომ უნდა მივირთვათ ძილის წინ თაფლი და როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი
მნიშვნელოვანი ფაქტები თაფლის პოზიტიური გავლენის შესახებ!


თაფლი — ტკბილი, თხევადი ოქროა, ჯანმრთელობის ბუნებრივი ელექსირი.

ოდესმე თუ გიცდიათ მისი მიღება ძილის წინ? მაშინ როდესაც, სხვადასხვა თანამედროვე პუბლიკაციები აჭრელებულია ინფორმაციით თუ რამდენად საზიანოა ტკბილის ჭამა ღამით, ძველ ინდურ და ჩინურ ტრაქტატებში მკურნალები დაჟინებით გვირჩევენ ძილის წინ 1 კოვზ თაფლის მიღებას.

ჩვენ მოვიძიეთ სანდო ფაქტები, რომ ისინი სრულიად მართლები იყვნენ! როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე პროდუქტთან კომბინაციაში, თაფლი სხვადასხვანაირად მოქმედებს ორგანიზმზე. სტატიაში წარმოგიდგენთ 6 მნიშვნელოვან მიზეზს, თუ რატომ უნდა მიირთვათ დაძინების წინ თაფლი.


თაფლის სარგებელი ძილის წინ


image


ხელს უწყობს ჯანსაღ ძილს

image
თაფლი ცნობილია თავისი დამამშვიდებელი თვისებებით. ამშვიდებს, ხელს უწყობს მელატონინის გამომუშავებას – ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია ჯანსაღ ძილზე, უჯრედების და ნერვიული სისტემის განახლებაზე. ერთი ჩაის კოვზი თაფლი ძილის წინ – ღამით სრულყოფილი დასვენების გარანტიაა. მიირთვით გვირილის ჩაისთან ერთად, დილით კარგ ხასიათზე რომ გაიღვიძოთ.


წვავს ცხიმებს


კვების სპეციალისტმა (წარსულში ბიო-ქიმიკოსი) მაიკ მაკინესმა აღნიშნა, რომ სპორტით დაკავებული ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ თაფლს, 10-ჯერ უფრო მეტ ცხიმს წვავენ მათზე, ვინც ანალოგიურად ვარჯიშობს და თაფლს არ იღებს. საკუთარი დაკვირვების საფუძველზე, მაიკმა შეიმუშავა თაფლის დიეტა, რომელიც გვთავაზობს შაქრის სრულ ჩანაცვლებას ამ საოცარი პროდუქტით. ერთი კოვზი თაფლი ღამით – ერთ-ერთი ამ წესთაგანია.



აჯანსაღებს ღვიძლს


ღვიძლის ჯანმრთელობა – მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობას ნიშნავს. ზუსტად ძილის დროს, სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესი ეს ორგანო განახლებასა და აღდგენას განიცდის. განსაკუთრებით პოზიტიურად მოქმედებს მასზე თაფლისა და გოგრის წვენის ნაზავი (1:1), რომელსაც ერთი თვის მანძილზე იღებენ ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსადევნად და ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად.


აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციას


1 ჩ.კ. თაფლი – ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას გაწვდით. ნიორი – ძლიერი იმუნოსტიმულატორი. ეს ორი პროდუქტი ერთად ფლობს სუპერ ძალას ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ. გასუფთავებულ ნიორს დაასხით თაფლი და დააყენეთ. მიიღეთ 1 ჩ.კ. ძილის წინ. ეს საშუალება ასევე კარგად უმკლავდება ხველას.


ავსებს ენერგიით


გსურთ საწოლიდან ენერგიით სავსე და კარგი განწყობით წამოდგეთ? არ დაგავიწყდეთ გაღვიძებისას მიიღოთ ერთი ჭიქა წყალი თაფლით და ლიმონის წვენით. ერთხელ მაინც გააკეთეთ ეს და შემდეგ ინანებთ, უფრო ადრე რომ არ სცადეთ.


ყველა, ზემოთ აღწერილი სამკურნალო თვისება მხოლოდ ნატურალურ თაფლს ახასიათებს!

image

0
472
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
472
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0