x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
2022 წელს დედამიწას შესაძლოა ასტეროიდი შეეჯახოს - მეცნიერების შემაშფოთებელი დასკვნა
ათი წლის წინ ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტოს თანამშრომლებმა შემაშფოთებელი დასკვნა გააკეთეს: მათ აღმოაჩინეს 15 მეტრის დიამეტრის მქონე ასტეროიდი, რომელიც დედამიწას უახლოვდება და რომელიც 2022 წლის 6 მაისს ჩვენს პლანეტას შეიძლება შეეჯახოს.


შესაძლოა, 15 მეტრის დიამეტრის მქონე ციური სხეული ძალიან პატარა გეგონოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ობიექტი გამაოგნებელი 59 ათასი კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. ამიტომ როგორც “ნასა” იტყობინება, მის შეჯახებას შეიძლება მოჰყვეს 230 მეგატონა ტროტილის ეკვივალენტი აფეთქება, რაც ჰიროშიმაში აფეთქებული ატომური ბომბის სიმძლავრეს 15-ჯერ აღემატება.


ამიტომ “ნასა” ობიექტს ძალიან დიდი ინტერესით აკვირდება და სწავლობს. საქმეში ჩართულია ასევე “ევროპის კოსმოსური სააგენტოც”.


თუმცა, იმის შანსები, რომ ასტეროიდი დედამიწას შეეჯახება, მაინც ერთობ მცირეა - 1:4000.



ამიტომ დიდი ალბათობით კოსმოსური სხეული დედამიწას არ შეეჯახება და გვერდით უსაფრთხოდ ჩაგვიქროლებს, როგორც ეს 2019 წელს მოხდა, როცა ცათამბჯენის სიდიდის ასტეროიდმა ჩვენს პლანეტას გვერდით ჩაუფრინა. მაგრამ ამის მიუხედავად კოსმოსის მკვლევარები და სახელმწიფო უწყებები ცდილობენ, საფრთხეს მომზადებულები დახვდნენ. სწორედ ამ მიზნით წელს ზონდი იგზავნება ასტეროიდ დიდიმოსისკენ, რომელიც დედამიწას 16 მილიონ კილომეტრში ჩაუქროლებს. აღნიშნული ზონდის გაგზავნა “ნასას” და “ევროპის კოსმოსური სააგენტოს” ერთობლივი პროექტია, რომელმაც სინჯები უნდა აიღოს ასტეროიდის ზედაპირიდან და დედამიწაზე გამოგზავნოს, რათა უკეთ შევიმეცნოთ სახიფათო ციური სხეულების ბუნება.


მაგრამ “ნასა” კიდევ უფრო შორსაც წავიდა: 2022 წელს მან ზონდი ასტეროიდს უნდა შეაჯახოს, რათა დადგინდეს, რომ ამ ციური კლდის ნატეხების კურსის შეცვლა საფრთხის შემთხვევაში ნამდვილად შეგვიძლია.


ასტეროიდი

0
390
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0