x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მეცნიერებმა 6700 მეტრის სიმაღლეზე თაგვი აღმოაჩინეს
როგორც ჩანს, ძუძუმწოვართა მხრიდან გარემოს შეგუების უნარი ჭეშმარიტად გასაოცარია და იმაზე ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე ეს აქამდე ოდესმე წარმოგვედგინა. სწორედ ამის დამადასტურებელია ის აღმოჩენა, რომელიც მეცნიერებმა ჩილეს ჩრდილოეთში, ვულკან ლულაილაკოს მწვერვალზე გააკეთეს. მათ აქ 6739 მეტრის სიმაღლეზე ფურცლისყურა თაგვი იპოვეს.


ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ასეთ სიმაღლეზე ძუძუმწოვარი იქნა ნაპოვნი. აქამდე რეკორდსმენად ითვლებოდა სტვენია კურდღელი, რომელიც ჰიმალაებში, 5182 მეტრის სიმაღლეზე აღმოაჩინეს.


მეცნიერების დიდ გაოცებას იწვევს, თუ როგორ მოახერხა ცხოველმა, შეგუებოდა აუტანელ სიცივეს და ჟანგბადის მუდმივ უკმარისობას. აქ ხომ ადამიანებს მხოლოდ აირწინაღებით და ჟანგბადის ბალონებით შეუძლიათ გაძლება.


მაგრამ თაგვი, რომლის სამეცნიერო სახელწოდება Phyllotis xanthopygus rupestris-ია, მხოლოდ იმით არ აოცებს მკვლევარებს, თუ როგორ მოახერხა ჰაერში ჟანგბადის ძალიან დაბალი კონცენტრაციის პირობებში გადარჩენა. არანაკლებ გამაოგნებელია და დიდ თავსატეხს აჩენს ის, თუ რით იკვებება ცხოველი ასეთ სიმაღლეზე: უახლოესი მცენარე ხომ ვულკან ლულაილაკოს მწვერვალიდან 2000 მეტრით ქვემოთ ხარობს მხოლოდ.


თაგვი

0
210
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0