x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ჩეჩენ ტირანს, რამზან კადიროვს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა
წამება, ადამიანთა გატაცება, მკვლელობები, თავისუფლების უკანონო აღკვეთა - ეს იმ მრავალრიცხოვან უმძიმეს დანაშაულთა კატეგორიების არასრული ჩამონათვალია, რაშიც ჩეჩენ ტირანს, რამზან კადიროვს ბრალი მიუძღვის. სწორედ ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მას და მის ოჯახს - ცოლს, მედნი კადიროვასა და შვილებს, აიშატ და კარინა კადიროვებს სანქციები დაუწესა.


„ჩვენ უყოყმანოდ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლო გზას იმისთვის, რათა აღნიშნულ დარღვევებზე პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგეს”, - განაცხადა მაიკ პოპმეომ.


როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი განმარტავს, სანქციების მიზანია, გააცნობიეროს კადიროვმა, რომ საკუთარ ქმედებათა გამო აუცილებლად მოუწევს საფასურის გადახდა.


გადაწყვეტილებას სანქციების დაწესების შესახებ კადიროვი ტელეგრამის საკუთარ არხზე გამოეხმაურა.



„პომპეო, ჩვენ ვიღებთ გამოწვევას! შემდგომში უფრო საინტერესო იქნება!” - წერს ჩეჩენი ტირანი და საბრძოლო იარაღით სავსე ოთახის ფონზე პოზირებს.


კადიროვმა სანქციების თემას მომდევნო პოსტიც მიუძღვნა, სადაც მაიკ პომპეოს ჩეჩენი სერიული მკვლელი “პროვოკატორად” მოიხსენიებს და ურჩევს, მის რეგიონს ესტუმროს, რათა დარწმუნდეს, თუ როგორი პოპულარულია მოსახლეობაში რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ლიდერი.


აღსანიშნავია, რომ სანქციები რამზან კადიროვს “მაგნიტსკის აქტის” ფარგლებში 2017 წლიდან აქვს დაწესებული. უახლესი სანქციები კი ძველი სასჯელის გაგრძელებაა. კადიროვი და მისი ოჯახის წევრები ვერ მიიღებენ აშშ-ს ვიზას და ვერ შეინახავენ თანხას ამერიკულ ბანკებში. მათ ასევე აკრძალული აქვთ ყოველგვარი სასწავლო, სამეცნიერო თუ სხვა რაიმე სახის საქმიანობა შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.


კადიროვი

0
170
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0