x
image
მანჩო 777
მკვლელობა, გაუპატიურება, კანიბალიზმი იესო ქრისტეს სახელით - შავკანიანი მესიის შემზარავი ისტორია
მიუხედავად ცხელი კლიმატის, თვალწარმტაცი ბუნების და თბილი ოკეანისა, ძნელია პაპუა-ახალ გვინეას სამოთხე უწოდო. ნამდვილად ვერ ვიტყოდით, რომ ამ ქვეყანაში კეთილი და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს, რადგან ეს არის ერთადერთი ადგილი ჩვენს პლანეტაზე, სადაც ცივილიზაცია და ქრისტიანული ფასეულობები მშვენივრად თანაარსებობენ შავი მაგიასა და კანიბალიზმთან.

მხოლოდ ასეთ ნაყოფიერ ნიადაგს შეეძლო ეშვა შავი იესო, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადააქცია სიურეალისტურ კოშმარად. ისტორია, რომლის შესახებაც მინდა გიამბოთ, დაიწყო მანუსის კუნძულზე, რომელიც პაპუა-ახალი გვინეის ყველაზე დიდ კუნძულს წარმოადგენს. 1971 წელს სწორედ აქ, ამ ადგილისათვის დამახასიათებელ ტიპიურ ღარიბ ოჯახში დაიბადა სტივენ ტარი, მომავალი ''მესია''.




image




კუნძული მანუსი წყნარი ოკეანის ყველაზე ველურ კუნძულად და ტურისტებისთვის ძალიან საშიშ ადგილად ითვლება, რადგან ის თავშესაფარს აძლევს საოცნებო ავსტრალიისაკენ მიმავალ ათასობით ლტოლვილს პაპუა-ახალი გვინეის და წყნარი ოკეანის რეგიონის სხვა ქვეყნებიდან. შიმშილი, ინფექციური დაავადებები და კრიმინალის მაღალი დონე მნიშვნელოვნად ამცირებს ემიგრანტების ისედაც დაბალ შანსებს მწვანე კონტინენტზე მოსახვედრად.

სწორედ აქ მოხდა 2013 წელს შემზარავი შემთხვევა, რომელმაც ფარდა ახადა იმ საშინელებას, რომელიც კუნძულ მანუსზე წლების განმავლობაში ხდებოდა: ერთ – ერთ კაფეში უცხოეთის საქველმოქმედო ორგანზაციის წევრებს სადილად მიართვეს ბრინჯი ხორცით, რომელშიც ნაპოვნი იქნა ადამიანის კბილები. მანუსის მკვიდრებისთვის კანიბალიზმი ჯერ კიდევ არ გამხდარა ველური პრიმიტიული სისტემის რელიქვიად, რადგან თანამედროვე კუნძულელების ბაბუები ყოველგვარი უხერხულობის გარეშე მიირთმევდნენ თავიანთი მტრების ხორცს, შეკაზმულს ადგილობრივი სურნელოვანი ბალახებით.




image




გასაკვირი არ არის, რომ ახალგაზრდა სტივენ ტარიმ სკოლის დამთავრებისთანავე მოინდომა სამშობლოდან წასვლა და სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა პაპუა-ახალი გვინეის შედარებით ცივილიზებულ ქალაქ მადანგაში.

მაგრამ, თუ ცნობილი ფრაზის პერიფრაზირებას მოვახდენთ, ადამიანს შეუძლია დატოვოს მანუსი, მაგრამ კუნძული ვერასოდეს დატოვებს ადამიანს. სწორედ ასე დაემართა სტივენს, რომელიც, მართალია, გულმოდგინედ სწავლობდა, მაგრამ ყველაფერს ითვისებდა მისი გარყვნილების ხარისხის შესაბამისად. სემინარიის დატოვების შემდეგ სტივენი გაემგზავრა საქადაგებლად მადანგის მთიან რაიონებში - ველურ და არასტუმართმოყვარე ადგილებში.


image



მთებში ახალგაზრდა წინასწარმეტყველი თავს ისე გრძნობდა, როგორც მშობლიურ სახლში. მშობლიური კუნძულის მკვიდრების მსგავსად, მთიელები სულაც არ ამბობდნენ უარს ადამიანის ხორცის გასინჯვაზე, ხოლო ქრისტიანობის და ადგილობრივი ანიმაციური რწმენის ველური ნაზავი მათ თავებში ერთმანეთში ათქვეფილიყო საშინელი ეკვატორული მზის ქვეშ.



image


2002 წელს პოლიციის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს მთებში დააკავეს 29 ადგილობრივი სექტანტი, რომლებსაც სწორედ იმ დროს დაადგნენ თავს, როცა გემრიელად მიირთმევდნენ ადამიანების ტვინსა და პენისებს, კანიბალების ღრმა რწმენით, ამით მათ მოკლულების სიბრძნე და მამაკაცურის ძალა გადაეცმეოდათ. აი ასეთ ადგილებში გაემართა საქადაგებლად მომავალი შავკანიანი, ფეხშიშველი მესია. მიუხედავად იმისა, რომ სტივენ ტორის ფსიქიკა დარღვეული ჰქონდა, მას გააჩნდა ადამიანებზე გავლენის მოხდენის უდიდესი ნიჭი. სწორედ ამის დამსახურება იყო, რომ ადგილობრივებმა იგი არ შეჭამეს სხვა უცხო ადამიანების მსგავსად, არამედ, პირიქით, მოექცნენ მისი გავლენის ქვეშ და ყურადღებით უსმენდნენ ახალგამოჩეკილი მესიის ქადაგებას.



image


სულ მალე ის მიიღეს, როგორც ადგილობრივი წინასწარმეტყველი. მით უმეტეს, ადფგილობრივებს მშვენივრად აწყობდათ მაწანწალა, ფეხშიშველი ''მესიის'' ქადაგებები, რომელიც ქრისტიანულ ფუნდამენტზე დაყრდნობით კაციჭამიობას, მკვლელობას, გაუპატიურებას და კანიბალიზმს ამართლებდა. რამდენიმე თვის შემდეგ სტივენს სახელი ისე შორს გაუვარდა, რომ მადანგის მთებში მცხოვრები გაქცეული სემინარისტის ქადაგების მოსასმენად და თაყვანის საცემად ახლომდებარე ადგილებიდან დაიძრა მომლოცველების ნაკადი.


image



ნახევრად გიჟი მქადაგებლის გარშემო შეიქმნა ტოტალიტარული სექტა, რომელიც შესანიშმავად აერთიანებდა ქრისტიანობას, წარმართობას და კანიბალიზმს, ხოლო თავად სტივენს უწოდეს ''შავი იესო''. პოპულარობის პიკში, ტარს ჰყავდა 6000-ზე მეტი აქტიური მიმდევარი, რომლებიც მზად იყვნენ სიკვდილსა და მძიმე სატანჯველზე წასულიყვნენ თავიანთი წინასწარმეტყველის გულისთვის.



image



''შავ იესოს'' ჰყავდა მოციქულებისაგან შემდგარი გვარდია, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ თოფებით, შუბებითა და მაჩეტეებით. ისინი უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ, უსმენდნენ თავიანთ მბრძანებელს და მზად იყვნენ, მისი ყველა სურვილი შეესრულებინათ. მთებში, სადაც არ იყო პოლიცია, არ იყო არავითარი ცივილიზაცია და მობილური კომუნიკაცია, ჩამოყალიბდა კანიბალების აბსურდული "სახელმწიფო", რომელიც ქრისტიანობის უკიდურესად უჩვეულო ვერსიას ქადაგებდა.



image


იმისათვის, რომ თავიანთი ციტადელი ჰქონოდათ, ''შავმა იესომ'' და მისმა მოციქულებმა ხელში ჩაიგდეს მაღალმთიანი სოფელ მატეპისი და საფუძვლიანად გაამაგრეს ის მავთულხლართებითა და ეკლიანი ღობეებით. აქ ახალი რწმენის მიმდევრები თავს ისე გრძნობდნენ, როგორც საკუთარ სახლში და მშვიდად ასრულებდნენ რიტუალებს, რომლებიც, მათი აზრით, მოძმისადმი სიყვარულს ეფუძნებოდა და ამავე დროს მჭიდროდ იყო დაკავშირებული სექსუალურ ძალადობასა და კანიბალიზმთან.


image


მსხვერპლის პოვნა სულაც არ იყო რთული- მათ ირჩევდნენ ადგილობრივ მკვიდრთა შორის, რომლებიც მოდიოდნენ წინასწარმეტყველთან თაყვანის საცემად და სალოცავად, ანდა უბრალოდ იტაცებდნენ მთის გზებზე მიმავალ მგზავრებს. პაპუაში, სადაც პოლიცია დედაქალაქშიც კი ვერ ახერხებს წესრიგის აღდგენას, შორეულ მთიან რეგიონში კანიბალისტური სექტის პარპაში შეიძლებოდა წლების განმავლობაში დაუსჯელად გაგრძელებულიყო.

მატეპის ციხესიმაგრის მცხოვრებლები იყოფოდნენ პრივილიგებულ და ნახევრად პრივილიგებულ კასტებად იმის მიხედვით, თუ რამდენად იყვნენ დაახლოებულნი ''შავ იესოსთან''. სისხლისმსმელი მოციქულების გარდა, ტარის გვერდით გამუდმებით იყვნენ "ყვავილების ქალწულები" - 10-15 წლის გოგონები. მთის ციხის ბინადარი არასრულწლოვანი გოგონები პრაქტიკულად შიშველი დადიოდნენ და სექსუალურ მომსახურებას უწევდა სტივენს და მის თანამოაზრეებს. დროდადრო, ''შავი იესო'' და მისი მოციქულები მსხვერპლად სწირავდნენ ერთ-ერთ გოგონას, რომელსაც მოკვლამდე სასტიკად აწამებდნენ. უბედური ქალიშვილის ხორცს მიირთმევდნენ კანიბალი წინასწარმეტყველის მიერ გამოგონებული სპეციალური მისტიკური რიტუალის დროს.


image


"შავი მესიის" ჰარემს ხელმძღვანელობდა ბარმარხალ ჰერმანი, რომელსაც ''ყვავილების ქალწულთა დედოფალს'' უწოდებდნენ. ეს წოდება მან დაიმსახურა იმის წყალობით, რომ მესიას მისცა თავისი უმცროსი ქალიშვილი, რომელიც სტივენმა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი მოკლა და შეჭამა. 12 წლის რიტა დედამ მიიყვანა ტარის ქოხში 2006 წლის 1 ოქტომბერს. ''შავმა იესომ'' გააუპატიურა ბავშვი დედის თვალწინ, შემდეგ სამსხვერპლო დანით მას 12 დარტყმა მიაყენა, დალია მისი სისხლი, უბედური გოგონას სხეული დაანაწევრა და ხორცი შამფურზე შეწვა. ბარმარხალმა უარი არ თქვა მისთვის შეთავაზებული საკუთარი ქალიშვილის ხორცის დაგემოვნებაზე, რითაც კანიბალი მესიის სრული ნდობა დაიმსახურა.

პასტორი კეტერ უორეტი, რომელიც სასულიერო აკადემიაში ასწავლიდა სტივენ ტარს, წარუმატებლად ცდილობდა თავისი ყოფილი სტუდენტის მონახულებას, რათა მისთვის ერჩია, გონს მოსულიყო და პოლიციას ჩაბარებოდა. მღვდელმა, რომელიც დაესწრო ''შავი იესოს'' რიტუალებს, რომელსაც ის ქადაგებებს უწოდებდა, ამის შესახებ თქვა: სტივენმა ააგო თავისი ციხესიმაგრე უმაღლესი მთის მწვერვალზე და გავლენის ქვეშ მოაქცია უამრავი ადამიანი. მას ჰქონდა გრძელი თმა, სახე ფერადი ნიშნებით ჰქონდა მოხატული, ეცვა გრძელი თეთრი სუდარა, ისეთივე, როგორსაც იესო ატარებს ხატებზე, ხოლო ფეხები სულ შიშველი ჰქონდა. მის ფეხებთან იდო ორი გადაჯვარედინებული შუბი და ორი მაჩეტე, ხოლო ორივე მხარეს იდგა 25 მ "ყვავილის ქალწული", მთლიანად შიშვლები, თუ არ ჩავთვლით სასქესო ორგანოებზე შემოხვეულ მცირე ზომის ბაფთებსა. ის იდგა ქარში, რომელიც აფრიალებდა მის სამოსს და ყვიროდა, რომ ხალხმა უნდა დაწვას ბიბლიები იმიტომ, რომ ის სავსეა სიცრუით. მან უბრძანა ხალხს, რომ მიჰყოლოდნენ მას, რადგან მხოლოდ ამ გზით მიიღებდნენ ღვთის წყალობასა და დიდსულოვან საჩუქრებს.

წინასწარმეტყველი მთელ დროს ძალადობაზე ქადაგებაში, გაუპატიურებაში, მკვლელობასა და კანიბალიზმში ატარებდა... ამ დროს მისი შეიარაღებული გვარდია თავს ესხმოდა მეზობელ სოფლებს, ართმევდა მათ საკვებს და სხვა ქონებას, ზოგს კლავდნენ, სხვები კი ტყვეებად მოჰყავდათ. ასეთი თავდასხმების დროს ხშირად ხდებოდა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, რომლის დროსაც ''შავი იესოს'' მსახურები კლავდნენ ყველას, ვისაც კი პოულობდნენ. ხშირად ადამიანები შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდნენ სისხლისმსმელ სექტანტებს, მაგრამ ძალები არათანაბარი იყო და მალე ყველა დაუმორჩილებელი მოკლული და შეჭმული იყო კანიბალების არმიის მიერ.



image


ასევე ''შავი იესოს'' მოსახლეობამ გაანადგურა მადანგის მთების მიმდებარედ მდებარე ყველა ეკლესია, ისინი წვავდნენ ბიბლიებსა და სხვა რელიგიურ საგნებს. 2005 წელს სტივენ ტარი პოლიციამ შემთხვევით დააკავა, როდესაც ის ერთ – ერთ სოფელში ქადაგებდა. პოლიციამ ძალიან კარგად იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე, მაგრამ მანიაკს ვეარანაირი ბრალდება ვერ წარუყენეს გარდა ადმინისტრაციული მუხლისა. სანამ ხელისუფლება სერიოზული მტკიცებულებების შეგროვებით იყო დაკავებული, ტარი ციხიდან გაიქცა. ის თავის ციტადელს დაუბრუნდა და მშვიდად განაგრძო ბნელი საქმეების კეთება.

''შავი იესოს'' გაქცევის ამბავი ჰგავს ლაფსუსს ჰგავს, თუმცა ეს შემთხვევა სრულიად რეალურად მოხდა. მას გაქცევაში დაეხმარა ლუთერანელი მღვდელი ლოგან საპუსი, რომელიც ეკლესიის წარმომადგენლებმა სექტის წინამძღვარს მიუჩინეს სულის გადასარჩენი საუბრებისათვის და მის ჭკუაზე მოსაყვანად, თუმცა ტარიმ თავისი მაგიისა და ადამიანზე ზეგავლენის ნიჭის წყალობით ისე მოახერხა, რომ ლუთერანი მღვდელი დააჰიპნოზა და აიძულა ის საპყრობილედან თავის დაღწევაში დახმარებოდა.



image


როგორც ავღნიშნეთ, ''შავი იესო'' კვლავ თავის ციტადელს დაუბრუნდა და მშვიდად განაგრძნო ბნელი საქმეების კეთება. 2007 წელს ადგილობრივ მოსახლეობას მოთმინების ფიალა აევსო, ისინი გაერთიანდნენ დიდ რაზმში, შეიარაღდნენ შუბებით, მშვილდებით და მაჩეტებით და ალყაში მოაქციეს კანიბალების ციხე. მატეპეს თავს დაესხნენ შუადღისას, როდესაც შავ იესოს და მის მოციქულებს, ადამიანის ხორცით მაძღარს, მშვიდად ეძინათ. იმისდა მიუხედავად, რომ სექტანტებს მეტად არასასიამოვნო დროს დაესხნენ თავს, მათ სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს მომხვდურებს. თავად ტარიმ აქტიური მონაწილეობა მიიღო თავდასხმის მოსაგერიებლად და რამდენიმე თავდამსხმელიც დაჭრა. როდესაც გაირკვა, რომ კანიბალებმა უპირატესობა მოიპოვეს და თავდამსხმელებს უეჭველი დამარცხება ელოდათ, ერთ-ერთმა თავდამსხმელი მაღალ ხეზე აძვრა და მოახერხა მობილური სიგნალის დაჭერა. ბიჭმა პოლიციას დაურეკა და დახმარებისათვის გამოიძახა, რომელიც მალევე გაჩნდა მატეპეში. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სწრაფად დაასრულა ციტადელზე წარუმატებელი თავდასხმა და დააკავა სტივენ ტარი, მისი სისხლისმსმელი 50 მოციქული და 30-ზე მეტი მისი არასრულწლოვანი ხასა. ამჯერად საკმარისზე მეტი მტკიცებულება იყო, მათ შორის ძალიან სერიოზულიც და ''შავი მესიაც'' ვეღარ გადაურჩა ბრალდებას.



image



სასამართლოში ''შავ იესოს'' წარუყენეს 30 ბრალდება, რომელთა შორის იყო მკვლელობა, კანიბალიზმი, გაუპატიურება, ძარცვა და გატაცება, მაგრამ სიხარული ჯერ კიდევ ნაადრევი იყო - არავის სურდა ძლიერი ჯადოქრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა და შარში თავის ჩაგდება, ამიტომ სტივენს მხოლოდ ოთხი დადასტურებული გაუპატიურების ბრალდება დაუმტკიცდა. ეს საკმარისი იყო იმისათვის, რომ ის 20 წლის განმავლობაში გისოსებს მიღმა ყოფილიყო, მაგრამ ციხეში მან მხოლოდ სამი წელი გაატარა - ის კვლავ გაიქცა და ძველ საქმიანობას დაუბრუნდა. პოლიციას აღარ სჭირდებოდა რამის დამტკიცება, მანიაკი კვლავ დაიჭირეს და ციხეში გაგზავნეს. ისევ და ისევ, 2013 წელს, ტარი ციხიდან გაიქცა, მას თან ახლდა კრიმინალებისაგან დაკომპლექტებული 48 ახლადგამომცხვარი მიმდევარი. რამდენიმე თვის განმავლობაში კანიბალი წინასწარმეტყველი იმალებოდა თავის ერთგულ ადამიანებთან ერთად მთებში, მაგრამ მისი დასასრული მოახლოებულიყო. ტარიმ გააუპატიურა და მოკლა 15 წლის როუზ ვაგუმი, რომელიც მას ნათესავებმა განსაწმენდად მიუყვანეს. ამ მკვლელობამ ხალხის მოთმინების ფიალა საბოლოდ აავსო და გლეხებმა კვლავ შეკრიბეს 80 კაციანი რაზმი, რათა პოლიციის გარეშე გასწორებოდნენ მესიის მანტიას ამოფარებლ მანიაკს.

ამჯერად არავინ ცდილობდა პოლიციაში დარეკვას ან ''შავი იესოს'' ცოცხლად დაკავებას - ხალხი მიხვდა, რომ სამართლიანობას მხოლოდ საკუთარი ხელით უნდა აღასრულებინათ. შურისმაძიებლები გააცოფა აგრეთვე თავად წინასწარმეტყველის ქადაგებამ, რომელიც ციხიდან გაქცევის შემდეგ ყველას ეუბნებოდა, რომ ის მალე ვერტმფრენით გაფრინდებოდა ღმერთთან. ტარის თქმით, უფალი მას ელოდებოდა აღთქმულ ქვეყანაში, პალესტინაში, მადანგის მთებიდან 13 ათასი კილომეტრის დაშორებით. მათ, ვინც მანიაკისა და მისი თანამოაზრეების ქმედებებით იტანჯებოდა, შურისძიება სურდათ და სულაც არ უნდოდათ მესიის გამგზავრება მის ''შეფთან''.



image



თავდამსხმელების დანახვისას ტარიმ ჯუნგლებში დამალვა მოინდომა, მაგრამ ოსტატურად ორგანიზებულ ხაფანგში მოხვდა. რელიგიური კანიბალი მიწაზე დააგდეს, სიკვდილამდე სცემეს და ტყეში წაიყვანეს. იქ სტივენს კასტრაცია გაუკეთეს, გამოფატრეს და მაჩეტეთი აკუწეს. შურისმაძიებლებმა '' შავი იესოს'' ნაშთები მიწაზე მიმოფანტეს და კმაყოფილებიდაბრუნდნენ სახელბში. სტივენ ტარის ცხედარი პოლიციამ მალევე იპოვა, მაგრამ იმისათვის, რომ გაეგოთ, თუ ვის ეკუთვნოდა ცხედარი, დნმ ტესტის გაკეთება გახდა საჭირო. მკვლელების ძებნით თავი დიდად არ შეუწუხებით, ''შავი მესიის'' თავგასულობა ყველას ყელში ჰქონდა ამოსული.


ასე დასრულდა ამბავი თვითმარქვია მესიისა, რომელიც სამართლიანად ითვლება ერთ – ერთ ყველაზე სისხლისმსმელ ცრუ წინასწარმეტყველად, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.


1
1584
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1584
  
2020, 25 ივლისი, 13:22
ხალხია ბნელი, თორემ ამ ცხოველს არ დაუჯერებდნენ...
0 1 1