x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
შეუძლია თუ არა არბალეტს გახვრიტოს ჯავშანჟილეტის ჯავშანი? ქართველმა ოფიცერმა შესძლო ამისი დამტკიცება

image სამხედრო ინჟინრები კარგა ხანია ფიქრობენ და მუშაობენ ისეთ იარაღზე, რომელიც უხმაუროც იქნება და ეფექტურიც. სწორედ ასეთი იარაღი შექმნა ქართველმა პოლკოვნიკმა ბატონმა გოგი კვარაცხელიამ. არბალეტი დიდი ხნის წინ შეიქმნა და ქართველმა ინჟინერმა როგორ შექმნაო ბევრი იკითხავს და მართალიც იქნება.
ბატონმა კვარაცხელიამ უკვე არსებული არბალეტის კონსტრუქციაში შეიტანა მისეული ნოუ ჰაუ, რომელსაც მისი გამოყენების პერიოდში მსოფლიოში არ ჰქონდა ანალოგი.
ისრის გასასროლად ლარის და ინერციული მექანიზმის დამჭიმი ძალა 150 კილოგრამს აჭარბებდა, რამაც მის ავტორს საშუალება მისცა საკმაოდ მაღალი დაცვის მქონე ჯავშანჟილეტი დამცავი ფილით გაეტანა.
ისრის თავზე გამოყენებულ იქნა ისარზე მისახრახნი ბუნიკი, რომლის მოხვედრის შემდეგ ნებისმიერი წონის თუ აღნაგობის მებრძოლი, ჯავშანჟილეტის მაღალი კლასის ქონის და დაცვის შემთხვევაშიც კი ფეხზე ვერ დარჩება და საკმაოდ მძიმე ტრავმასაც მიიღებს.
მე, როგორც ვიცი ისრის ბუნიკად ფეთქებადი ნივთიერებით სავსე კონუსიც იქნა გამოყენებული ექსპერიმენტისას, შედეგი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა სამწუხაროდ პროექტი თაროზე იქნა შემოდებული დაფინანსების არქონის გამო.
ამ მიმართულებით მუშაობენ ჩინელებიც, ამერიკელებიც და რუსებიც. უკვე უამრავ არხზე დევს ტესტების შედეგები, სადაც "ესკალიბურის" არბალეტის ისრებმა, სამოყვარულო და სპეციალური ბუნიკებით შესძლო 3A დონის ჯავშანჟილეტის გარღვევა. ჯავშანჟილეტში გამოყენებული იყო კევლარის რამდენიმე ფენა და ჯავშან ფილა.
მოგეხსენებათ 3A დაცვის ჯავშანჟილეტი წონით 9-11 კილომდეა და გათვლილია მსუბუქი შეიარაღების ტყვიებისაგან მებრძოლის დასაცავად, მათ შორის "უზის" ტყვიებისგანაც კი.
image imageimageimage


0
583
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
583