x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ვაქცინა რუსული ელიტისთვის-გაიკეთა თუ არა პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა?

image

რუსეთის ბიზნესისა და პოლიტიკური ელიტის ათეულობით წარმომადგენლებს ჯერ კიდევ აპრილის თვეში გაიკეთეს Covid-19– ი ექსპერიმენტული ვაქცინა, რომელიც შეიმუშავა გამალეის სახელობის ეროვნულ-სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა, ამჟამად ვაქცინის გამოცდის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს, ამტკიცებს ამერიკული გამოცემა Bloomberg-ი.


გამოცემა წყაროებად ასახელებს მილიარდერებსა და მსხვილი კომპანიების ტოპ მენეჯერებს და გვახსენებს, რომ რუსეთი ცდილობს იყოს მსოფლიოში ერთ – ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას შეიმუშავებს.


კვლევა დაფინანსებულია რუსეთის პირდაპირი ინვესტიციის ფონდის მიერ (RDIF) და იგი სამხედროებთან ერთად ხორციელდება, იხსენებს.


გასულ კვირას, RDIF- ის ხელმძღვანელმა კირილ დიმიტრიევმა განაცხადა, რომ ცენტრის მიერ შემუშავებული ვაქცინის ტესტირების მეორე ეტაპია დაწყებული. გრომელიც 3 აგვისტოს დასრულდება, ხოლო ვაქცინის გამოცდის მესამე ეტაპში ჩაერთვება არა მხოლოდ რუსეთი, არამედ სხვა ქვეყნებიც, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიც.დასავლელი მკვლევარები ასევე, ჩვეულებრივ, სამ ეტაპად ატარებენ კვლევას.


პროგრამა, რომლის თანახმადაც ბიზნესისა და პოლიტიკური ელიტის წევრებმა გაიკეთეს ექსპერიმენტული ვაქცინა, კანონიერია, მაგრამ საიდუმლოდ არის დაცული, რომ თავიდან აიცილონ პოტენციური მონაწილეების შემოდინება.ამტკიცებს ამერიკული გამოცემა

დასავლურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავად ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დიმიტრიევმა და მისმა მეუღლემ უკვე გაიკეთეს ექსპერიმენტული ვაქცინა .



ამასობაში BBC დაუკავშირდა რუსეთის პრეს-მდივანს და კითხვით მიმართა -გაიკეთა თუ არა ვლადიმერ პუტინმა Covid-19-ის საწინააღდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა?, რაზეც პესკოვმა უპასუხა:



"არა, არა, ჯერ არაა სერთიფიცირებული, ბოლო-ბოლო სახელმწიფოს მეთაურია, ალბათ არასერთიფიცირებული ვაქცინის გამოყენება არც თუ ისე კარგი იქნება"

image

0
165
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0