x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ციფრული კოლონიალიზმი-ბრძოლა 5G ტექნოლოგიისთვის მწვავე ფაზაში გადადის
image


დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა მთლიანად მოეშორებინა ჩინური Huawei -ის მოწყობილობები მობილური ქსელებში. შეერთებული შტატები ზეწოლას ახდენს ყველაზე, ვინც თანამშრომლობს ჩინურ კომპანიებთან და ამტკიცებს, რომ ჩინური აღჭურვილობებს შპიონაჟისთვის გამოიყენებენ. ამასთან, ექსპერტების აზრით, რეალური მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ 5G ტექნოლოგიების სფეროში პროგრესმა შეიძლება შეცვალოს ძალაუფლების ბალანსი მსოფლიოში.


5G ტექნოლოგია მონაცემებს 30 -ჯერ უფრო სწრაფად გადასცემს, ვიდრე დღევანდელ ქსელები, ეს არის სრულიად განსხვავებული შესაძლებლობები IT სფეროში, ინდუსტრიაში თუ სამხედრო ტექნოლოგიაში.

5G გლობალურ გადატრიალებას მოახდენს მთავარი, მოთამაშეების სამხედრო სტრატეგიებსა და დოქტრინაზე.


5G საშუალებას აძლევს სამხედროებს განახორციელონ ქსელ-ცენტრული საომარი მოქმედებები, ანუ ვისიცაა ქსელიც - ის კარნახობს პირობებს.დიდი მოცულობის მონაცემთა მომენტალურ გადაცემას ახალ დონეზე აჰყავს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.


მე-5 თაობის მსოფლიო ბაზარზე ამჟამად სამი კომპანია მეტოქეობს: ჩინური Huawei, ფინური Nokia და შვედური Ericsson. ამ სიაში არ არიან ამერიკელი გიგანტები, თუმცა სამივე კომპანია საკუთარ წარმოებაში იყენებს შეერთებული შტატების მიერ დაკომპლექტებულ კომპონენტებს.

ვაშინგტონი სთავაზობთ თავის მოდელს - შექმნან ამერიკული კონსორციუმი და აითვისონ ევროპული "ნოკია" და "ერიქსონი". დიდი ხნის განმავლობაში ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი ვერაფერს ხედავდა ცუდს ჩინურ აღჭურვილობაში, თუმცა საბოლოოდ ბრიტანეთის მთავრობამ თანდათანობით უარი თქვა ჩინურ Huawei -ზე.


ამ სიტუციამ პოლიტოლოგებში წარმოშვა ახალი ტერმინი, ან უფრო სწორად გაახლა-ციფრული კოლონიალიზმი, ანუ ვინ ვის უნდა შეუერთდეს და გადაუხადოს - პეკინშს ან ვაშინგტონს?


კიდევ ერთი ტერმინია სპლინტერნეტი, რომელიც გამოიყენება ამერიკულ პრესაში. ეს არის მაშინ, როდესაც გლობალური საერთო ინტერნეტი დაყოფილია ნაწილებად, რაც ტექნოლოგიურად იქნება დამოკიდებული მათ ლიდერებზე, ხოლო თითოეული ნაწილი თავისებურად დაცული სხვა სექტორისგან.


ფაქტი ერთია, დღეს ორი აშკარა გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს მსოფლიოს, შეერთებული შტატები და ჩინეთი, ბრძოლა გრძელდება.


0
114
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0