x
მეტი
  • 25.09.2020
  • სტატია:103530
  • ვიდეო:347804
  • სურათი:467853
როსტომ ხანი და ვახტანგ V - ქართველი გამაჰმადიანებული მეფეების უმძიმესი ცხოვრება ერთ წიგნად
image


სა­ქარ­თვე­ლოს მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე, დამ­პყრო­ბელ­თა­გან შე­ვიწ­რო­ე­ბულ ქვე­ყა­ნას გა­მუდ­მე­ბით უწევ­და არ­სე­ბო­ბის­თვის ბრძო­ლა. ჩვე­ნი მე­ფე­ე­ბი კი ხში­რად უბ­რა­ლოდ ცდი­ლობ­დნენ, ცო­ცხლე­ბი გა­დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ.


მუდ­მი­ვი და­პყრო­ბე­ბი­სა და მძი­მე გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან ძა­ლა­გა­მოც­ლი­ლი ქვე­ყა­ნა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ელო­დე­ბო­და-ხოლ­მე მხსნელს. ბევ­რი ქარ­თვე­ლი ისე კვდე­ბო­და, თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ მხო­ლოდ გად­მო­ცე­მით, ლე­გენ­დე­ბით და სიმ­ღე­რე­ბით იცო­და ცოტა რამ...


ქვე­ყა­ნა რომ სის­ხლის­გან სა­ბო­ლო­ოდ არ დაც­ლი­ლი­ყო, ქარ­თველ მე­ფე­ებს ხში­რად კომ­პრო­მის­ზე უწევ­დათ წას­ვლა. ზო­გი­ერ­თი სარ­წმუ­ნო­ე­ბას იც­ვლი­და, ზოგი თან­ხმდე­ბო­და წარ­მო­უდ­გენ­ლად დიდი ხარ­კის გა­დახ­დას, ზოგი დამ­პყრობ­ლის ომებ­ში ღვრი­და ქარ­თველ­თა სის­ხლს, ოღონდ სა­ქარ­თვე­ლო აღარ აე­ოხ­რე­ბი­ნათ.



სწო­რედ ამი­ტომ აქვთ ის­ტო­რი­კო­სებს სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა ქარ­თლის ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის დი­ნას­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის როს­ტო­მის, იგი­ვე როს­ტომ ხა­ნის (ხოს­რო მირ­ზა, ქა­ი­ხოს­რო ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი - 1565-1658 წწ) შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ირა­ნის შაჰთან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რად მი­იჩ­ნე­ო­და.


როს­ტომ ხანი ირან­ში აღი­ზარ­და. ის შაჰ-აბას­მა თა­ვი­სი გვარ­დი­ის სარ­დლად და­ნიშ­ნა, შემ­დეგ კი ის­პა­ა­ნის მო­უ­რა­ვად. ქარ­თვე­ლებს მი­აჩ­ნდათ, რომ როს­ტო­მი იყო მეფე, რო­მე­ლიც თავს ირა­ნის ვა­სა­ლად აღი­ა­რებ­და, თა­ვის მხრივ, შაჰ-აბასს კი, ქარ­თლი ირა­ნის პრო­ვინ­ცი­ად მი­აჩ­ნდა, როს­ტო­მი - თა­ვის მო­ხე­ლედ.


მას შემ­დეგ, რაც როს­ტომ ხანი ქარ­თლში გა­მეფ­და, ირან­სა და ქარ­თლს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­და­რე­ბით „და­ლაგ­და“. როს­ტომ­მა შაჰ-აბა­სის მი­თი­თე­ბით და­ი­პყრო კა­ხე­თი და თა­ვად გა­მეფ­და. შაჰ-აბა­სი როს­ტომს მე­ფო­ბას მაჰ­მა­დი­ა­ნო­ბის პი­რო­ბით უნარ­ჩუ­ნებ­და, თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თველ­მა მე­ფემ თა­ვი­სი სა­მე­ფოს ეკო­ნო­მი­კურ-სო­ცი­ა­ლურ წყო­ბი­ლე­ბა­ში ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არ შე­ი­ტა­ნა. მე­ტიც, ის ცოლს, მა­რი­ამ და­დი­ანს ხელს უწყობ­და, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ტაძ­რე­ბი აღედ­გი­ნა. ქარ­თლ-კა­ხე­თი ირანს ხარკს უხ­დი­და, თუმ­ცა როს­ტო­მი ცდი­ლობ­და, ვაჭ­რო­ბა გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნა და სა­მე­ფო ეკო­ნო­მი­კუ­რად გა­ეძ­ლი­ე­რე­ბი­ნა.


უცხო ქვე­ყა­ნა­ში აღ­ზრდილ, გა­მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბულ ქარ­თველ მე­ფეს, რო­მე­ლიც ირა­ნის შა­ჰის მო­თხოვ­ნე­ბი­სა და ქარ­თველ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად შუ­ა­ზე გახ­ლე­ჩა უწევ­და, არც შვი­ლის ყო­ლის ბედ­ნი­ე­რე­ბა ეღირ­სა. თავ­და­პირ­ვე­ლად, როს­ტომს სურ­და, მემ­კვიდ­რედ იმერ­თა მე­ფის შვი­ლი მა­მუ­კა და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, ქარ­თლის ხა­ნის სი­მონ II-ის ვაჟი იშ­ვი­ლა, რო­მე­ლიც მოკ­ლედ. შე­დე­გად, 1653 წელს, მის მემ­კვიდ­რედ ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის გვერ­დი­თი შტოს - მუხ­რან­ბა­ტო­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვახ­ტან­გი აირ­ჩი­ეს, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ა­ში ვახ­ტანგ V-ის სა­ხე­ლით შე­ვი­და.


ალ­ბათ, არც არა­ვის ჰქონ­და იმე­დი, რომ ვახ­ტანგ Vქრის­ტი­ან მე­ფედ ეკურ­თხე­ბო­და და ტაძ­რებ­ში წირ­ვას და­ეს­წრე­ბო­და ხოლ­მე... მარ­თლაც, გა­მე­ფე­ბი­დან მა­ლე­ვე 1654 წელს მას ირან­ში მაჰ­მა­დი­ა­ნო­ბა მი­ა­ღე­ბი­ნეს და შაჰნა­ვა­ზი უწო­დეს.ვახ­ტანგ V გა­ღე­ბუ­ლი პი­როვ­ნუ­ლი მსხვერ­პლის ხარ­ჯზე ცდი­ლობ­და, ქარ­თლ-კა­ხე­თის სა­მე­ფო გა­ა­ერ­თი­ა­ნე­ბი­ნა, ეკო­ნო­მი­კუ­რად გა­ეძ­ლი­ე­რე­ბი­ნა, თა­ვა­დე­ბის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი უფ­ლე­ბე­ბი შე­ე­ზღუ­და და ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ნემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რამ­დე­ნა­დაც ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მო­და. მარ­თლაც, მთე­ლი ეს პრო­ცე­სი წინ მი­ი­წევ­და. ვახ­ტან­გმა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც და­ი­წყო პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, როცა ვახ­ტანგ V თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი ხდე­ბო­და, ისევ შიდა მტრის მეშ­ვე­ო­ბი­თა და ირა­ნის ხელ­შე­წყო­ბით, რო­მელ­საც მუ­დამ თვა­ლი ეჭი­რა ქვეყ­ნის და­ქუც­მა­ცე­ბა­ზე, მას კა­ხე­თის მხა­რე და­უ­პი­რის­პირ­და. მომ­ხდა­რის გამო ის ირან­ში და­ი­ბა­რეს, თუმ­ცა გზა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. შე­დე­გად, ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს იდეა მას­თან ერ­თად მი­ა­ბა­რეს მი­წას და ირან­მა მშვი­დად გა­ნაგ­რძო ქვე­ყა­ნა­ში ფეს­ვე­ბის გად­გმა...


ამ მოკ­ლედ მო­თხრო­ბილ ის­ტო­რი­ებ­ში რთუ­ლია წარ­მო­ა­ჩი­ნო, რამ­დე­ნად დიდი იყო ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის ვნე­ბა­თა­ღელ­ვა, როცა სარ­წმუ­ნო­ე­ბის დათ­მო­ბა და გა­მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბა უწევ­დათ, როცა ირა­ნის შაჰს ყვე­ლა ბრძა­ნე­ბა­ზე თავს უკ­რავ­დნენ, როცა პა­რა­ლე­ლუ­რად ებ­რძოდ­ნენ შიდა მტერს და მუდ­მივ შეთ­ქმუ­ლე­ბებს უმკლავ­დე­ბოდ­ნენ. ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად არის მო­თხრო­ბი­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-ის ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის სე­რი­ის 32-ე ტომ­ში „როს­ტომ ხანი და ვახ­ტანგ V“. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს არის ტო­მე­უ­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის ის­ტო­რი­ას მარ­ტი­ვი ენით, სარ­წმუ­ნო წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბი­თა და აკა­დე­მი­ურ ჩარ­ჩო­ებ­ში მოგ­ვი­თხობს. 32-ე ტო­მის შე­ძე­ნა მკი­თხველს გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად 20 ივ­ლი­სი­დან შე­ეძ­ლე­ბა.


image


ტო­მე­უ­ლი­დან მათ შე­სა­ხებ ახალ დე­ტა­ლებს ვი­გებთ. ის­ტო­რი­კო­სე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან ყვე­ლა­ფერს, რაც არც სკო­ლა­ში და არც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩვენ­თვის არა­ვის უს­წავ­ლე­ბია და ამ მხრივ, ეს სე­რია კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა.



1
276
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
276
  
20 ივლისი, 15:15
როსტომ ხანი იყო თახსირი კინტოების ჩამომთესლებელი თბილისში.მისი მეფობისას გაიფურჩქნა აქ ჰომოსექსუალიზმი. ,,პატარა ბიჭი დამეკარგა,წითელპერანგა.." ეს სიმღერაც მის პერიოდში შეიქმნა.ერთი სიტყვით,თახსირი კაცი იყო როსტომა.
0 1 1