x
როგორ შეიძლება განიტვირთოს ადამიანი?

ამ წამს რაზე ვფიქრობ? რთულია ვთქვა რაზე, როცა არაფერზე ვფუქრობ.მხოლოდ საკუთარ თავს ვუყურებ, სიმშვიდეში გადავიკარგე.სულ მარტო ვარ, განა მეშინია და ვკანკალებ არა...ეს, სულ სხვა სიმარტოვეა მე, მას ``საამო სიმარტოვეს `` ვუწოდებ როცა ყველაფრისგან და ყველასგან შორს ხარ, მხოლოდ შენ, ჩიტების ჭიკჭიკი, დილით და საღამოს გრილი სიო, შუადღით კი მცხუნვარე მზე.ისვენებ ყველანაირი პრობლემისგან, სირთულეევისგან, დამღლელი ყოველდღიურობისგან, ადამიანებისგან, ამ სამყაროსგან და წვრილმანი, შემაწუხებელი დეტალებისგან.ცოტას ნებივრობ, საკუთარი თავი იმ ფერზე მოგყავს წლების წინ, რომ იყო ლაღი და მშვენიერი ნაკლები პრობლემებითა და სატკივრით.მაგრამ ახლა, იმ საუკუნეში ვცხოვრობთ სადაც ყველა გადაღლილია, ყოველი ჩვენთაგანის სული გადავსებულია არასასიამოვნო შეგრძნებებითა და აურით.ვნატრობთ, რომ დაღლილობა და დაძაბულობა თავიდან მოვიცილოთ და ბუნკერში მოვისრულოთ.დარდის გასაქარვებლად საჭიროა მოვიწყოთ თერაპია და ისეთი ანტისტრესი რაც ჩვენს სტრესს, დაძაბულობას, შიშსა და გადაღლას ბოლოს მოუღებს.ეს, უნდა ცადო და მჯერავს, რომ გამოგივა.ყოველიჩვენთაგანისთვის საჭიროა მარტო ყოფნა საკუთარ თავთან, ჩაღრმავება სულში, დაფიქრება, მსჯელობა, გააზრება, დამშვიდება და ახალ გეგემებზე ფიქრი.ხუჭავ თვალებს, თითქოს პრობლემა ქრება, ცარიელდები ცუდი ენერგიისგან და ახალი ძალებით ივსები ისეთი შეგრძნებაა თითქოს რაღაც დაავადებისგან იკურნებიო...ან კიდევ უკვე იმდენად ძლიერად დგახარ ფეხზე, რომ გგონია მწვერვალს დაიპყრობ.წამალივით მოქმედებს განტვირთვა ადამიანის ორგანიზმზე, მის შინაგან სამყაროზე და ფიქრებზე.დაივიწყეთ ცოტა ხნით მაინც სამუშაო და საკუთარ თავს აჩუქეთ განმარტოება თუნდაც ერთი დღით და მიხვდებით, რომ თქვენ, ეს მართლაც გჭირდებოდათ.ამ დროს შინაგან სამყაროსთან უფრო გახსნილია ადამიანი და მეტი კონტაქტის უნარი აქვს.აქვს ასევე მეტი შესაძლებლობა იმისა, რომ ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს, ფიქრებს ყველა განვლილ დღესა თუ მომენტს.ყოველ დილით გაიღვიძეთ ადრე, შეხედეთ ცას შემდეგ კი მზეს გაუღიმეთ ...დალიეთ ცივი წყალი, დაიწყეთ ვარჯიში, სირბილი ან სიარული...ცოტახანს დაჯექით ასე 30-50წუთის მანძილზე დახუჭეთ თვალები და გადაეშვით იმ შეგრძნებებში რასაც თქვენი შინაგანი მდგომარეობა ჰქვია.ასევე დაკავდით დილის იოგით, ეს ყველაზე სასარგებლო, ჯანსაღი(გამასაჯანსაღებელი) რამაა რაც კი არსებობს ჯანსაღი ცხოვრების ისტორიაში.ამის შემდეგ კი თქვენი დღე დაიწყება პოზიტივით.სწორედ ამგვარი მეთოდებით და ე.წ მედიტაციებით იქმნიან პოზიტიურ დღეს.ასე, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.ასევე უარი თქვით ინტერნეტთან წვდომაზე, სოციალურ ქსელებზე.მხოლოდ ბუნებრივი ენერგიით აივსეთ, შეხედეთ თქვენს ირგვლივ მშვენიერ სიმწვანეს და მიხვდებით, რომ ეს საკმარისია.ფსიქოლოგიურად დაიწყეთ ფიქრი და გამოიმუშავეთ ამის უნარი, შემდეგ მალევე მიეჩვევით ყოველივეს და თქვენ თანმდებ ჩვევად გარდიქცევა.დაამყარეთ კონტაქტი ბუნებასთან, ფრინველებთან, მცენარეებთან.აახლოდან შეხედეთ მათ ამ დროს იგრძნობთ თავისუფლებას.image

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0